დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებათა მართვისათვის საჭირო ჯანმრთელობის მდგომარეობისადმი მოთხოვნებისა და მისი შემოწმების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2012 წლის 21 თებერვლის №01-6/ნ-№134 ერთობლივ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 41/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 18/10/2024 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 21/10/2024 |
| სარეგისტრაციო კოდი | 470230000.22.035.017156 |
|
„მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებათა მართვისათვის საჭირო ჯანმრთელობის მდგომარეობისადმი მოთხოვნებისა და მისი შემოწმების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2012 წლის 21 თებერვლის №01-6/ნ-№134 ერთობლივ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებთ: |
| მუხლი 1 |
„მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებათა მართვისათვის საჭირო ჯანმრთელობის მდგომარეობისადმი მოთხოვნებისა და მისი შემოწმების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2012 წლის 21 თებერვლის №01-6/ნ-№134 ერთობლივ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge; 22/02/2012; 470230000.22.035.016126) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: |
1.
ბრძანების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-9 მუხლის შესაბამისად, ვბრძანებთ:“.
|
2.
ბრძანებით დამტკიცებული: |
ა)
№1 დანართის („მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებათა მართვისათვის საჭირო ჯანმრთელობის მდგომარეობისადმი მოთხოვნები“) პირველი პუნქტით გათვალისწინებული ცხრილის: |
ა.ა)
სათაურის გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„
.“;
|
ა.ბ)
მე-9 გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„
.“;
|
ა.გ)
ამოღებულ იქნეს 91 გრაფა; |
ბ)
№2 დანართის (,,მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებათა მართვისათვის საჭირო ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმების წესი“) მე-2 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,3. კატეგორია/ქვეკატეგორია – ტიპის, დანიშნულებისა და მართვის თავისებურებების მიხედვით მექანიკური სატრანსპორტო საშუალების „AM“, „A“, „B“, „C“, „D“, „BE“, „CE“, „DE“, „T“, „S“, ტრამვაი, „A1“, „A2“, „B1“, „C1“, „D1“, „C1E“, „D1E“, კატეგორიად/ქვეკატეგორიად კლასიფიკაცია. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები