დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 26 დეკემბრის №658 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 347 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 16/10/2024 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 17/10/2024 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.10.003.024742 |
347
16/10/2024
ვებგვერდი, 17/10/2024
040030000.10.003.024742
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 26 დეკემბრის №658 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 26 დეკემბრის №658 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 30/12/2019, 040030000.10.003.021680) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ლ1“ ქვეპუნქტი:
„ლ1) „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში, სამსახურის უფროსის მიერ დადგენილი წესით განიხილავს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 146-ე ნაწილით გათვალისწინებული მიზნებისათვის სსიპ − შემოსავლების სამსახურის მიერ წარდგენილ ინფორმაციას/დოკუმენტაციას და მოძიებული ინფორმაციის შესახებ წერილობით აცნობებს სსიპ − შემოსავლების სამსახურს;“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები