„აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 მაისის №365 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 მაისის №365 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 344
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 16/10/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 17/10/2024
სარეგისტრაციო კოდი 240140000.10.003.024739
344
16/10/2024
ვებგვერდი, 17/10/2024
240140000.10.003.024739
„აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 მაისის №365 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №344

2024 წლის 16 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 

„აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 მაისის №365 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 მაისის №365 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 03/06/2014, 240140000.10.003.017985) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“:

1. 1232 მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის  „ბ.დ“ და „ბ.ე“ ქვეპუნქტები:

„ბ.დ) 50.20.0 − „საზღვაო და საკაბოტაჟო სატვირთო ტრანსპორტის“ ეკონომიკური საქმიანობისა. ამასთან, დასახელებულ ეკონომიკურ საქმიანობაში დასაშვებია მხოლოდ საქართველოს საზღვაო კოდექსით განსაზღვრული საქართველოს სახელმწიფოს დროშის ქვეშ მცურავი სატვირთო ან/და სატვირთო-სამგზავრო, დიდი გემის შეძენა/რემონტი;

ბ.ე) 49.39.0 – „სხვა სამგზავრო სახმელეთო ტრანსპორტი, სხვა დაჯგუფებებში ჩაურთველი“ ეკონომიკური საქმიანობისა, თუმცა არაუგვიანეს 2026 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით ან/და სანამ ამ საქმიანობის კოდის ფარგლებში ცვლილების შეტანის მომენტიდან დამტკიცებული სესხ(ებ)ის/სალიზინგო პროექტ(ებ)ის ჯამური მოცულობა არ გადააჭარბებს 50 მლნ ლარს. ამასთანავე, დასახელებული ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში დასაშვებია მხოლოდ „ტექნიკური რეგლამენტის „სხვადასხვა კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებების ინსპექტირების პერიოდულობისა და საფასურების“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 იანვრის №37 დადგენილებით განსაზღვრული M3 კატეგორიის 2013 წელს ან მის შემდეგ გამოშვებული ავტოსატრანსპორტო საშუალების შეძენა/რემონტი;“.

2. დანართ №11-ში 49.39.0 ობიექტის კოდი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

„H

49.39.0

პროგრამის ფარგლებში აღნიშნული ეკონომიკური საქმიანობით დაშვებულია

მხოლოდ საქართველოს ტერიტორიის ფარგლებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანა

(გარდა მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანისა),

რომელიც აკმაყოფილებს „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონითა და ამ

საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა სამართლებრივი აქტებით  განსაზღვრულ მოთხოვნებს.

სხვა სამგზავრო სახმელეთო ტრანსპორტი, სხვა დაჯგუფებებში ჩაურთველი.“.

 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე