„პროფესიული განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის შექმნისა და ადმინისტრირების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ" საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2021 წლის 17 თებერვლის №11/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„პროფესიული განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის შექმნისა და ადმინისტრირების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ" საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2021 წლის 17 თებერვლის №11/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 174/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი
მიღების თარიღი 28/10/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/10/2024
სარეგისტრაციო კოდი 430060000.22.022.018593
174/ნ
28/10/2024
ვებგვერდი, 30/10/2024
430060000.22.022.018593
„პროფესიული განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის შექმნისა და ადმინისტრირების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ" საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2021 წლის 17 თებერვლის №11/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი
 

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის

 ბრძანება №174/ნ

2024 წლის 28 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 

„პროფესიული განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის შექმნისა და ადმინისტრირების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2021 წლის 17 თებერვლის №11/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„პროფესიული განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის შექმნისა და ადმინისტრირების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2021 წლის 17 თებერვლის №11/ნ ბრძანების (www.matsne.gov.ge, 18/02/2021, სარეგისტრაციო კოდი: 430060000.22.022.017992) პირველი მუხლით დამტკიცებული „პროფესიული განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის შექმნისა და ადმინისტრირების წესისა და პირობების“:

1. მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის  „ვ1“ ქვეპუნქტი:

„ვ1) სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური;“.

2. მე-6 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სისტემა პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტის შესახებ მოიცავს შემდეგ ინფორმაციას:

ა) პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტის სახელწოდებას ქართულ და ინგლისურ ენებზე;

ბ) პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტის სარეგისტრაციო ნომერს;

გ) მისანიჭებელ კვალიფიკაციას ქართულ და ინგლისურ ენებზე;

დ) პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტის მიზანს;

ე) მისანიჭებელი კვალიფიკაციის დონეს ევროპული კვალიფიკაციის ჩარჩოსა და ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს მიხედვით;

ვ) კლასიფიკაციის აღწერას, განათლების საერთაშორისო სტანდარტული კლასიფიკატორის (ISCED-F 2013), დასაქმების საერთაშორისო სტანდარტული კლასიფიკატორის ISCO-08 და ეკონომიკური საქმიანობის სახეების ეროვნული კლასიფიკატორის მიხედვით;

ზ) დასაქმების შესაძლებლობებს;

თ) პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტის საფუძველზე შემუშავებულ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე/მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამაზე დაშვების წინაპირობებს;

ი) სწავლის შედეგებსა და სწავლის შედეგების დეტალურ აღწერას;

კ) კვალიფიკაციის მისანიჭებლად საჭირო კრედიტების (ECVET) რაოდენობას, კვალიფიკაციის მისანიჭებლად სავალდებულო ზოგადი და პროფესიული მოდულების დასახელებას და მათ კრედიტთა რაოდენობას, ასევე, პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტის შემუშავების უფლებამოსილების მქონე პირის მიერ განსაზღვრის შემთხვევაში – არჩევითი მოდულების ბლოკსა და მის კრედიტთა რაოდენობას;

ლ) პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტის შემუშავების საფუძველს;

მ) პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტის ვერსიას;

ნ) პროფესიული საგანმანათლებლო  სტანდარტის გადახედვის ვადას;

ო) პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტის დამტკიცების/მასში ცვლილების შეტანის/გაუქმების გადაწყვეტილების რეკვიზიტებს (გადაწყვეტილების მიმღები ორგანოს დასახელება, აქტის ნომერი, გადაწყვეტილების მიღების და ძალაში შესვლის თარიღები), ასევე, აღნიშნულთან დაკავშირებით გათვალისწინებულ შესაბამის დათქმებს;

პ) პროფესიულ საგანმანათლებლო სტანდარტის დანართს, რომლითაც განსაზღვრულია სწავლის შედეგების მიღწევისათვის რეკომენდებული მინიმალური მატერიალური რესურსის ჩამონათვალი და სასწავლო გარემოს მოწყობასთან დაკავშირებული მოთხოვნები მოდულების დასახელების მითითებით;

ჟ) მართვის სისტემის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ სხვა ინფორმაციას, გარდა პერსონალური მონაცემებისა.

3. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი – პროფესიული უნარების სააგენტო უზრუნველყოფს ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“-„პ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ინფორმაციის, ხოლო მართვის სისტემა – იმავე პუნქტის „ჟ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის სისტემაში ასახვას. აღნიშნული ინფორმაციის სისტემაში ასახვა ხდება პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტის დამტკიცების/მასში ცვლილების/დამატების შეტანის/გაუქმების გადაწყვეტილების მიღებიდან, ხოლო თუ ინფორმაციის არსებობა არ უკავშირდება სამართლებრივი აქტის გამოცემას – შესაბამისი გარემოების დადგომიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღის ვადაში.“.

3. მე-7 მუხლის მე-2 – მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სისტემა მოდულების შესახებ მოიცავს შემდეგ ინფორმაციას:

ა) მოდულის სახელწოდებას;

ბ) მოდულის სარეგისტრაციო ნომერს;

გ) მოდულის მოცულობას კრედიტებში;

დ) სწავლის შედეგებს;

ე) სწავლის შედეგების შესრულების კრიტერიუმებს, რაც გულისხმობს ინფორმაციას იმ მინიმალური სტანდარტების შესახებ, რომელთა დაკმაყოფილებაც პროფესიულ სტუდენტს სწავლის შედეგების მისაღწევად მოეთხოვება;

ვ) კომპეტენციის პარამეტრების ფარგლებს, რაც გულისხმობს სწავლის შედეგების მისაღწევად გათვალისწინებული უნარებისა და ცოდნის მასშტაბების და სიღრმის დაზუსტებას;

ზ) შეფასების მიმართულებას (გამოკითხვა, პრაქტიკული დავალება, პრაქტიკული დავალება დაკვირვებით);

თ) სწავლის შედეგის მოცულობას კრედიტებში;

ი) საათების განაწილების სარეკომენდაციო სქემას;

კ) შესაბამისი მოდულის სწავლებისათვის  პროფესიული განათლების მასწავლებლისადმი წასაყენებელ აუცილებელ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, ასეთის არსებობის შემთხვევაში;

ლ) მოდულის განხორციელებასთან დაკავშირებულ ინფორმაციას, მათ შორის, თემატიკას, სწავლების რეკომენდებულ ფორმას, შეფასების რეკომენდებულ მეთოდებს, რეკომენდებულ მტკიცებულებებს პროფესიული სტუდენტის პორტფოლიოსთვის, ინფორმაციას რეკომენდებული სასწავლო რესურსების შესახებ და სხვა;

მ) მოდულის ვერსიას;

ნ) მოდულის დამტკიცების/მასში ცვლილების შეტანის/გაუქმების გადაწყვეტილების რეკვიზიტებს (გადაწყვეტილების მიმღები ორგანოს დასახელება, აქტის ნომერი, გადაწყვეტილების მიღების და ძალაში შესვლის თარიღები)/გადახედვის ვადას, ასეთის არსებობის შემთხვევაში;

ო) მოდულის საფასურის სახელმწიფოს მიერ დასაფინანსებელ მაქსიმალურ ოდენობას;

პ) მართვის სისტემის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ სხვა ინფორმაციას, გარდა პერსონალური მონაცემებისა.

3. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი – პროფესიული უნარების სააგენტო, ხოლო დამოუკიდებელი პროფესიული მოდულის შემთხვევაში პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის/მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელი საგანმანათლებლო დაწესებულება უზრუნველყოფს ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“-„ნ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ინფორმაციის სისტემაში ასახვას. აღნიშნული ინფორმაციის სისტემაში ასახვა ხდება:

ა) მოდულის დამტკიცების/მასში ცვლილების/დამატების შეტანის/გაუქმების გადაწყვეტილების, ასევე იმ გადაწყვეტილების, რომლებიც იწვევენ ცვლილებას ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“-„ნ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ინფორმაციაში, მიღებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღის ვადაში;

ბ) პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის/მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დამოუკიდებელი პროფესიული მოდულის შემუშავების შემთხვევაში, არაუგვიანეს შესაბამისი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის/მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების უფლების მოპოვებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში.

4. მართვის სისტემა უზრუნველყოფს ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ო“ და „პ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ინფორმაციის სისტემაში ასახვას შესაბამისი სამართლებრივი აქტის გამოცემიდან, ასევე იმ სამართლებრივი აქტის, რომელიც იწვევს ცვლილებას ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ო“ და „პ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ინფორმაციაში, გამოცემიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღის ვადაში.“.

4. მე-10 მუხლის მე-2 – მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სისტემა პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ მოიცავს შემდეგ ინფორმაციას:

ა) პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის დასახელებას ქართულ და ინგლისურ ენებზე;

ბ) იმ პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტის სახელწოდებას და სარეგისტრაციო ნომერს, რომლის საფუძველზეც შემუშავებულია პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა;

გ) პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების განხორციელების ფორმას;

დ) ინფორმაციას პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის შესახებ, რომელშიც ინტეგრირებულია ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სწავლის შედეგები;

ე) პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის კვალიფიკაციის დონეს;

ვ) „ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოსა და სწავლის სფეროების კლასიფიკატორის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 10 აპრილის №69/ნ ბრძანებით დამტკიცებული „სწავლის სფეროების კლასიფიკატორით“ გათვალისწინებული დეტალური სფეროსა და შესაბამის კოდს, დეტალური სფეროს მე-3 სვეტით განსაზღვრული სწავლის სფეროსა და შესაბამის კოდს;

ზ) მისანიჭებელ პროფესიულ კვალიფიკაციას;

თ) პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის კრედიტების რაოდენობას ქართულენოვანი და არაქართულენოვანი პროფესიული სტუდენტებისთვის;

ი) სწავლების ენას;

კ) პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის მიზანს;

ლ) პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე დაშვების წინაპირობებს;

მ) პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე პროფესიულ სტუდენტთა ადგილების ზღვრულ რაოდენობას;

ნ) პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების ადგილს (მისამართი);

ო) პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ხანგრძლივობას (თვეების მიხედვით);

პ) პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის შემადგენელ მოდულებს;

ჟ) ამ წესის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოდულის სწავლის შედეგებს;

რ) ინფორმაციას მოდულის სწავლის შედეგების დაწესებულებასა და რეალურ ან/და იმიტირებულ სამუშაო გარემოში მისაღწევ სწავლის შედეგებად განაწილების შესახებ;

ს) შესაბამისი დაწესებულების მიერ სისტემაში ასახული მოდულის ხანგრძლივობას (კვირებში/საათებში);

ტ) პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის/მოდულის საფასურის სახელმწიფოს მიერ დასაფინანსებელ მაქსიმალურ ოდენობას;

უ) პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულების მიერ დადგენილი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის/მოდულის სწავლის საფასურის ოდენობას;

ფ) პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განსახორციელებლად საჭირო მატერიალური რესურსის (ინვენტარი – აღჭურვილობა და მასალა-ნედლეული), ხოლო არარსებობის შემთხვევაში, შესაბამისი რესურსის მოთხოვნისათვის საჭირო ინფორმაციას;

ქ) პროგრამის განმახორციელებელი ადამიანური რესურსის შესახებ ინფორმაციას;

ღ) მართვის სისტემის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ სხვა ინფორმაციას, გარდა პერსონალური მონაცემებისა.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“-„ი“, „ლ“-„ჟ“, „ტ“  და „ღ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ინფორმაცია სისტემაში აისახება მართვის სისტემის მიერ, ხოლო „კ“, „რ“-„ს“ და „უ“–„ქ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ინფორმაცია – შესაბამისი დაწესებულების მიერ შესაბამისი აქტების ძალაში შესვლიდან ან გარემოების დადგომიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღის ვადაში (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულია კონკრეტული ინფორმაციის სისტემაში ასახვის განსხვავებული ვადები).

4. მართვის სისტემა უზრუნველყოფს ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ტ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის სისტემაში ასახვას შესაბამისი სამართლებრივი აქტის გამოცემიდან, ასევე იმ სამართლებრივი აქტის გამოცემიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღის ვადაში, რომლებიც იწვევენ ცვლილებას ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ტ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ინფორმაციაში.“.

5. 25-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3-მე-5 პუნქტები:

„3. ამ წესის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ევროპული კვალიფიკაციის ჩარჩოს მიხედვით მისანიჭებელი კვალიფიკაციის დონე მართვის სისტემაში აისახება მას შემდეგ, რაც რეფერენსირების პროცესის ფარგლებში დადგინდება ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს თავსებადობა ევროპული კვალიფიკაციის ჩარჩოსთან.

4. ხარისხის განვითარების ცენტრის მიერ დამტკიცებული პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტებისა და მოდულების შესახებ სისტემაში ასახული ინფორმაცია დარჩეს უცვლელი და მასზე არ გავრცელდეს ამ წესის მე-6 და მე-7 მუხლები. ამ პუნქტით გათვალისწინებულ პროფესიულ საგანმანათლებლო სტანდარტებში და მოდულებში, საჭიროების შემთხვევაში, ცვლილების შეტანაზე უფლებამოსილ პირად განისაზღვროს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი – პროფესიული უნარების სააგენტო, გარდა მოდულის საფასურის სახელმწიფოს მიერ დასაფინანსებელი მაქსიმალური ოდენობისა და მართვის სისტემის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული ინფორმაციისა. მოდულის საფასურის სახელმწიფოს მიერ დასაფინანსებელი მაქსიმალური ოდენობის და მართვის სისტემის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული ინფორმაციის სისტემაში შეტანაზე უფლებამოსილ პირად განისაზღვროს მართვის სისტემა.

5. გარდა ამ წესის მე-10 მუხლით გათვალისწინებული ინფორმაციისა, მართვის სისტემა პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ მოიცავს ინფორმაციას პროფესიული სტანდარტის საფუძველზე შექმნილი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის შესახებ (საგნობრივი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა), ასევე, „ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 10 დეკემბრის №120/ნ ბრძანების მე-2 მუხლით დამტკიცებული  პროფესიულ კვალიფიკაციათა ჩარჩოს შესაბამის კოდისა და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის საფეხურის შესახებ დასრულებული ან/და მილევად რეჟიმში არსებული პროგრამებისთვის.“.

მუხლი 2
 

ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრიალექსანდრე წულაძე