სახელმწიფო ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების მესამე (საშუალო განათლების) საფეხურზე 1997-1998 სასწავლო წელს სახელმწიფო დაკვეთის მიღმა დარჩენილი მოსწავლეთა კონტინგენტისათვის სწავლის დროებითი საფასურის განსაზღვრისა და მისი გადახდის წესის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 93
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
მიღების თარიღი 29/12/1997
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, -, 31/12/1997
სარეგისტრაციო კოდი 000001900.12.003.000145
93
29/12/1997
გამოუქვეყნებელი, -, 31/12/1997
000001900.12.003.000145
სახელმწიფო ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების მესამე (საშუალო განათლების) საფეხურზე 1997-1998 სასწავლო წელს სახელმწიფო დაკვეთის მიღმა დარჩენილი მოსწავლეთა კონტინგენტისათვის სწავლის დროებითი საფასურის განსაზღვრისა და მისი გადახდის წესის შესახებ
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი

საქართველოს ეკონომიკის მინისტრის

ბრძანება №93

1997 წლის 29 დეკემბერი

ქ. თბილისი

სახელმწიფო ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების მესამე (საშუალო განათლების) საფეხურზე 1997-1998 სასწავლო წელს სახელმწიფო დაკვეთის მიღმა დარჩენილი მოსწავლეთა კონტინგენტისათვის სწავლის დროებითი საფასურის განსაზღვრისა და მისი გადახდის წესის შესახებ

საქართველოს კანონის „საქართველოს 1997 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ 26-ე მუხლის მე-12 პუნქტის, საქართველოს კანონის „განათლების შესახებ“ მე-19 მუხლის მე-2 „ა“ პუნქტის, 34-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 37-ე მუხლის 1-ლი პუნქტისა და 47-ე მუხლის შესრულების უზრუნველსაყოფად ვბრძანებ:

1. ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების მესამე (საშუალო განათლების) საფეხურზე სახელმწიფო საგანმანათლებლო პროგრამისა და სახელმწიფო საგანმანათლებლო სტანდარტის განხორციელებისათვის აუცილებელი (მინიმალური) ხარჯების ოდენობიდან გამომდინარე სახელმწიფო ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების ამ საფეხურზე 1997-1998 სასწავლო წელს სახელმწიფო დაკვეთის მიღმა დარჩენილი მოსწავლეთა კონტინგენტისათვის სწავლის დროებითი საფასური განისაზღვროს ერთ მოსწავლეზე თვეში 10 ლარის ოდენობით.

2. პირველ პუნქტში აღნიშნული თანხის გადახდა მოხდეს ყოველთვიურად, მიმდინარე თვის 15 რიცხვამდე.

3. სწავლის საფასურის გადახდა მოხდეს საბანკო დაწესებულებაში მოსწავლის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. გადახდილი თანხა ჩაირიცხოს შესაბამისი რაიონის ან ქალაქის ადგილობრივ ბიუჯეტში და გამოყენებულ იქნეს მიზნობრივად.

4. სწავლის საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი, გაცემული საბანკო დაწესებულების მიერ, მიმდინარე თვის 16 რიცხვამდე წარედგინოს შესაბამისი სკოლის ადმინისტრაციას.

მინისტრი                                                                                         ვ. პაპავა