საქართველოს დაცული ტერიტორიების, ნაკრძალებისა და სამონადირეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტის საქვეუწყებო დაწესებულებების – დაცული ტერიტორიების ზედამხედველობის სამსახურის ტიპიური დებულების შესახებ

საქართველოს დაცული ტერიტორიების, ნაკრძალებისა და სამონადირეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტის საქვეუწყებო დაწესებულებების – დაცული ტერიტორიების ზედამხედველობის სამსახურის ტიპიური დებულების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 5ა/9
დოკუმენტის მიმღები საქართველოს დაცული ტერიტორიების, ნაკრძალებისა და სამონადირეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარე
მიღების თარიღი 28/07/1998
დოკუმენტის ტიპი საქართველოს დაცული ტერიტორიების, ნაკრძალებისა და სამონადირეო მეურნეობების სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 0, 03/08/1998
სარეგისტრაციო კოდი 000000240.01(3).003.000333
5ა/9
28/07/1998
გამოუქვეყნებელი, 0, 03/08/1998
000000240.01(3).003.000333
საქართველოს დაცული ტერიტორიების, ნაკრძალებისა და სამონადირეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტის საქვეუწყებო დაწესებულებების – დაცული ტერიტორიების ზედამხედველობის სამსახურის ტიპიური დებულების შესახებ
საქართველოს დაცული ტერიტორიების, ნაკრძალებისა და სამონადირეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარე
საქართველოს დაცული ტერიტორიების, ნაკრძალებისა და სამონადირეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის

ბრძანება  5ა/9

1998 წლის 28 ივლისი

ქ. თბილისი

საქართველოს დაცული ტერიტორიების, ნაკრძალებისა და სამონადირეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტის საქვეუწყებო დაწესებულებების – დაცული ტერიტორიების ზედამხედველობის სამსახურის ტიპიური დებულების შესახებ

დამტკიცდეს საქართველოს დაცული ტერიტორიების, ნაკრძალებისა და სამონადირეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტის, საქვეუწყებო დაწესებულების დაცული ტერიტორიების ზედამხედველობის სამსახურის თანდართული ტიპური დებულება.  03.05.47

 

დეპარტამენტის თავმჯდომარე                                                           რ. შიშნიაშვილი

 

 

საქართველოს დაცული ტერიტორიების, ნაკრძალებისა და სამონადირეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტის

დაცული ტერიტორიების ზედამხედველობის სამსახურის ტიპური დებულება

 

I. ზოგადი დებულებანი

1. დაცული ტერიტორიების ზედამხედველობის სამსახური არის საქართველოს დაცული ტერიტორიების, ნაკრძალებისა და სამონადირეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტის (შემდგომში დეპარტამენტი) საქვეუწყებო დაწესებულება, მის სამოქმედო ზონად განსაზღვრულია საქართველოს დაცული ტერიტორიები – სახელმწიფო ნაკრძალები, ეროვნული პარკები, ბუნების ძეგლები, აღკვეთილები, დაცული ლანდაშაფტები და მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიები.

2. დაცული ტერიტორიების ზედამხედველობის სამსახური თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კანონებით, საქართველოს პრეზიდენტის აქტებით, დაცული ტერიტორიების ზედამხედველობის სფეროში ნორმატიული აქტებით, დეპარტამენტის დებულებით, დეპარტამენტის თავმჯდომარის ბრძანებებითა და წინამდებარე დებულებებით.

3. დაცული ტერიტორიების ზედამხედველობის სამსახური თავის საქმიანობას ახორციელებს მონადირეობისმცოდნე-ინსპექტორების მეშვეობით, დეპარტამენტს დაქვემდებარებულ დაცულ ტერიტორიებზე.

4. დაცული ტერიტორიების ზედამხედველობის სამსახური მისთვის დაკისრებული მოვალეობის შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის თავმჯდომარის წინაშე.

5. დაცული ტერიტორიების ზედამხედველობის სამსახურის მუშაობას ხელმძღვანელობს დეპარტამენტი და კონტროლს უწევს მათ საქმიანობას.

6. დაცული ტერიტორიების სამსახურის დებულებას, სტრუქტურასა და საშტატო ნუსხას ამტკიცებს დეპარტამენტის თავმჯდომარე.

7. დაცული ტერიტორიების სამსახურის დაფინანსება ხდება სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე დეპარტამენტის მიერ დამტკიცებული ხარჯთაღრიცხვის მიხედვით.

 

II. დაცული ტერიტორიების ზედამხედველობის სამსახურის ამოცანები და ფუნქციები

8. დაცული ტერიტორიების ზედამხედველობის სამსახური (შემდგომში ზედამხედველობის სამსახური) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ზედამხედველობას უწევს:

ა) ბუნებრივი ეკოსისტემების რღვევასა და მის სახის შეცვლაზე გამომწვევ ზემოქმედებას;

ბ) ექსპლუატაციას ან რაიმე სხვა მიზნით რომელიმე ბუნებრივი რესურსის განადგურებას (ამოწყვეტას), ამოღებას (დატყვევებას), რღვევას, დაზიანებას (დახეიბრებას) შეშფოთებას;

გ) გარემოს დაბინძურების მიზნით ბუნებრივი ეკოსისტემებისა და სახეობების დაზიანებას;

დ) ცოცხალ ორგანიზმთა უცხო და ეგზოტიკური სახეობების შემოყვანასა და გავრცელებას;

ე) ტერიტორიაზე ასაფეთქებელი და მომწამლავი ნივთიერებების შეტანას;

ვ) დაცული ტერიტორიების ინდივიდუალური დებულებითა და მენეჯმენტის გეგმით დამუშავებულ სხვა საქმიანობას;

ზ) ახორციელებს ზედამხედველობას ფიზიკურ და იურიდიულ პირთა (საკუთრებისა და ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის მიუხედავად) მიერ ცხოველთა სამყაროს გენოფონდის დაცვისა და კვლავწარმოების კანონმდებლობის მოთხოვნათა შესრულების უზრუნველყოფის მიზნით;

თ) მონაწილეობას ღებულობს საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე (სახელმწიფო ნაკრძალები, ეროვნული პარკები, ბუნების ძეგლები, აღკვეთილები, დაცული ლანდაშაფტები და მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიები) ფაუნის აღრიცხვისა და კვლავწარმოების საქმეში;

ი) დაწესებულ ვადებში უგზავნის შესაბამის ორგანოებს მასალებს ნადირობის წესებისა და დარღვევის შესახებ დამრღვევ პირთა სისხლის სამართლის ან ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მისაცემად, უდგენს დამრღვევთ სარჩელს სახელმწიფო სამონადირეო ფონდისადმი და გარემოზე მიყენებული ზარალის შესახებ;

კ) დეპარტამენტს უდგენს მის მიერ გაწეული მუშაობის კვარტალურ და წლიურ ანგარიშებს დაწესებული ფორმის მიხედვით;

ლ) მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით უზრუნველყოფს დაცული ტერიტორიების – (სახელმწიფო ნაკრძალები, ეროვნული პარკები, ბუნების ძეგლები, დაცული ლანდაშაფტები, მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიები, აღკვეთილები) დაცვის საქმიანობის პროპაგანდას, განსაკუთრებით იშვიათი და გადაშენების პირას მყოფი სახეობების შენარჩუნების შესახებ;

მ) ზედამხედველობის სამსახურის მონადირეობისმცოდნე-ინსპექტორები ოპერატიული მუშაკები არიან და ზედამხედველობას უწევენ არსებული კანონმდებლობის შესრულებას ცხოველთა სამყაროს დაცვის შესახებ.

ნ) მონაწილეობას ღებულობს საქართველოს ფაუნის ენდემური, იშვიათი და გადაშენების პირას მყოფი სახეობათა რიცხოვნობის აღდგენასთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელებაში;

ო) ზედამხედველობის სამსახურის წინაშე მდგომი ამოცანებისა და ზემდგომი ორგანოების დავალებების დროულად და ხარისხიანად შესრულებისათვის პერსონალური პასუხისმგებლობა აკისრია დაცული ტერიტორიების ზედამხედველობის სამსახურის უფროსს.    

 

III.  დაცული ტერიტორიების ზედამხედველობის სამსახურის უფლებამოვალეობანი

9. დაცული ტერიტორიების ზედამხედველობის სამსახური თავისი კომპეტენციის ფარგლებში უფლებამოსილია:

ა) განახორციელოს გარეულ ნადირზე ნადირობის, თევზჭერის წესების, ვადებისა და ნებადართული ხერხებისადმი ზედამხედველობა;

ბ) განახორციელოს უპატრონოდ მიტოვებული შინაური ცხოველების გარეკვა, იზოლირება და განადგურება;

გ) გააკონტროლოს ვიზიტორთა ქცევა, დაცვითი რეჟიმის მოთხოვნათა გათვალისწინებით, დღე-ღამის განმავლობაში.

დ) მცენარეებისა და ცხოველების შეგროვება, დაჭერა და მათი გატანა (გაყვანა) ტერიტორიის გარეთ;

ე) დაცული ტერიტორიების გარეთ ეკოსისტემებისა და ბუნებრივი რესურსების მდგომარეობა ბუფერულ ზონაში;

ვ) დაცული ტერიტორიების ზედამხედველობის სამსახურის მონადირეობისმცოდნე-ინსპექტორების მეშვეობით ნებისმიერ დროს სამსახურებრივი მოწმობის წარდგენის შემდეგ შეამოწმონ ნადირობისა და თევზჭერის წესებისა და ვადების თვალსაზრისით დაცული ტერიტორიების ობიექტები; 

ზ) შემოწმების შედეგების მიხედვით ნადირობისა და თევზჭერის წესებისა და ვადების დამრღვევთა მიმართ შეადგინოს ოქმები, აწარმოოს სავალდებულო მიწერილობები და კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში მასალები დადგენილი წესით გადასცეს შესაბამის სახელმწიფო ორგანოებს, დარღვევაში მხილებულ პირთა ქონებრივ, ადმინისტრაციულ ან სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხების გადასაწყვეტად. 

თ) ექსტრემალურ სიტუაციაში აღკვეთონ ტყის უკანონო ჭრა, დაადგინონ დამნაშავეთა ვინაობა და აცნობონ შესაბამის დაცული ტერიტორიების დირექციებს;

ი) შეამოწმონ დაცულ ტერიტორიებზე მყოფი ტრანსპორტი, რომელთა მფლობელები შემჩნეული არიან ნადირობის წესების დარღვევაში, მათი საბუთები და სანადირო იარაღები;

კ) ჩამოართვან ნადირობის წესების დამრღვევთ უკანონოდ მოპოვებული ნანადირევი პროდუქცია, სანადირო და თევზჭერის იარაღი. ზედამხედველობის სამსახურის უფროსის გადაწყვეტილების შემდეგ იარაღი ჩაბარდეს პოლიციას, ხოლო ნადირობის პროდუქცია სავაჭრო ორგანიზაციას არსებული წესის მიხედვით;

ლ) წარუდგინოს პრეტენზიები ფიზიკურ და იურიდიულ პირებს (საკუთრებისა და ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის მიუხედავად) ნადირობის წესების დარღვევით სახელმწიფო სამონადირეო ფონდზე მიყენებული ზარალის ასანაზღაურებლად, რომლის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში წარუდგინოს მათ სარჩელი სასამართლოში;

მ) უზრუნველყონ სტიქიური უბედურების შემთხვევაში გაჭირვებაში ჩავარდნილ გარეულ ნადირთა დახმარება.

10. მონადირეობისმცოდნე-ინსპექტორებს ეძლევად სამსახურებრივი მოწმობები და აქვთ უფლება ატარონ ცეცხლსასროლი იარაღი სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულების დროს. მათ ეკისრებათ პასუხისმგებლობა მისი ჯეროვანი დაცვა შენახვისა და მოვლისათვის. იარაღის მიცემა, ტარება და გამოყენება ხდება დადგენილი წესების შესაბამისად.

- სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მონადირეობისმცოდნე-ინსპექტორები მოვალენი არიან თან იქონიონ იარაღი.

11. დაცული ტერიტორიების ზედამხედველობის სამსახურის მონადირეობისმცოდნე-ინსპექტორებს ცეცხლსასროლი იარაღი ეძლევათ:

ა) სამსახურებრივი მოვალეობათა შესრულებისას სამონადირეო ზედამხედველობის თანამშრომელზე შეიარაღებული თავდასხმის ან მისი კანონიერი მოთხოვნების მიმართ შეიარაღებული წინააღმდეგობების მოგერიების მიზნით.

ყოველ ცალკეულ შემთხვევაში თავის დასაცავად იარაღის გამოყენების შემთხვევაში მონადირეობისმცოდნე-ინსპექტორი ვალდებულია შეატყობინოს პროკურატურას და შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოებს, აგრეთვე თავისი ზემდგომი ორგანოს ხელმძღვანელობას. 

 

IV. დაცული ტერიტორიების ზედამხედველობის სამსახურის მართვა

12. დაცული ტერიტორიების ზედამხედველობის სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი, რომელსაც დადგენილი წესით ნიშნავს და ანთავისუფლებს თანამდებობიდან დეპარტამენტის თავმჯდომარე.

13. ზედამხედველობის სამსახურის უფროსი დადგენილი წესით დეპარტამენტის თავმჯდომარესთან შეთანხმებით ნიშნავს და ანთავისუფლებს თანამდებობიდან ზედამხედველობის სამსახურის მოსამსახურეებს.

14. ზედამხედველობის სამსახურის უფროსი ანაწილებს თანამშრომელთა შორის ფუნქციებს, კომპეტენციის ფარგლებში იწვევს თათბირებს, გამოსცემს ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტებს და კონტროლს უწევს მათი შესრულების მიმდინარეობას. 

15. ზედამხედველობის სამსახურის უფროსი პასუხს აგებს ფინანსურ, მატერიალურ-ტექნიკური ბაზის მდგომარეობასა და შრომის დისციპლინაზე.

 

IV. დაცული ტერიტორიების ზედამხედველობის სამსახურის რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის წესი

16. ზედამხედველობის სამსახურის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხდება კანონით დადგენილი წესის შესაბამისად.