“საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ემბლემის დამტკიცების შესახებ"

  • Word
“საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ემბლემის დამტკიცების შესახებ"
დოკუმენტის ნომერი 31
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 31/01/2006
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 15, 06/02/2006
სარეგისტრაციო კოდი 010.020.000.22.030.008.113
  • Word
31
31/01/2006
სსმ, 15, 06/02/2006
010.020.000.22.030.008.113
“საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ემბლემის დამტკიცების შესახებ"
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.020.000.22.030.008.113

საქართველოს საგარეო საქმეთა

მინისტრის ბრძანება №31

2006 წლის 31 იანვარი

ქ. თბილისი

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ემბლემის დამტკიცების შესახებ

საქართველოს მთავრობის 2005 წლის 16 ნოემბრის №206 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დებულების პირველი მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ემბლემა თანდართული ნიმუშისა და აღწერილობის შესაბამისად (დანართი №1) და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ემბლემის გამოყენების წესი (დანართი №2).

2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

გ. ბეჟუაშვილი

 

 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს

ემბლემა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ემბლემა წარმოადგენს ჰერალდიკურ მრგვალ ფარს, რომლის ვერცხლის (თეთრი) ველზე გამოსახულია საქართველოს სახელმწიფო გერბი.

ფარს გარს აკრავს ლაჟვარდისფერი (ლურჯი) არშია – სადევიზო ბაფთა, რომელზედაც არის ოქროსფერი (ყვითელი) წარწერა ქართულ და ინგლისურ ენებზე: ,,საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო” – და ორი ოქროს ჰერალდიკური ჯვარი (საქართველოს სახელმწიფო დროშის მცირე ჯვარი).

                                                                                                                               დანართი №2

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ემბლემის გამოყენების წესი

1. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) ემბლემა (შემდგომში – ემბლემა) არის სამინისტროს ოფიციალური სიმბოლო.

2. სამინისტროს ემბლემა განთავსდება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის კაბინეტში, სამინისტროს სხდომათა დარბაზსა და ოფიციალურ გამოსვლათა ტრიბუნაზე.

3. ემბლემა შეიძლება გამოისახოს:

ა) სამინისტროს ბლანკებზე;

ბ) სამინისტროს მოსამსახურეთა პირადობის დამადასტურებელ მოწმობაზე;

გ) ბეჭდვით გამოცემებსა და პოლიგრაფიულ ნაწარმზე;

დ) სამინისტროს ვებგვერდზე;

ე) სამინისტროს მიერ მომზადებულ კინო, ვიდეო და ფოტო მასალაზე;

ვ) სამინისტროს შეკვეთით დამზადებულ სარეკლამო-საინფორმაციო და სუვენირულ პროდუქციაზე.

4. სამინისტროს ემბლემის არადანიშნულებისამებრ გამოყენება აკრძალულია.

5. სამინისტროს ემბლემა დაცულია დადგენილი წესის შესაბამისად.