სახელმწიფოს მიერ ან მისი მონაწილეობით დაფუძნებულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში პროფესიული განათლების მასწავლებლის შრომის ანაზღაურების გაცემის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ

სახელმწიფოს მიერ ან მისი მონაწილეობით დაფუძნებულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში პროფესიული განათლების მასწავლებლის შრომის ანაზღაურების გაცემის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 160/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი
მიღების თარიღი 15/10/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 15/10/2024
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2026
სარეგისტრაციო კოდი 430060000.22.022.018579
160/ნ
15/10/2024
ვებგვერდი, 15/10/2024
430060000.22.022.018579
სახელმწიფოს მიერ ან მისი მონაწილეობით დაფუძნებულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში პროფესიული განათლების მასწავლებლის შრომის ანაზღაურების გაცემის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი
 

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის

ბრძანება №160/ნ

2024 წლის 15 ოქტომბერი

ქ.თბილისი

სახელმწიფოს მიერ ან მისი მონაწილეობით დაფუძნებულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში პროფესიული განათლების მასწავლებლის შრომის ანაზღაურების გაცემის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ

„პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ტ“ ქვეპუნქტის შესაბამისად ვბრძანებ:

მუხლი 1
დამტკიცდეს „სახელმწიფოს მიერ ან მისი მონაწილეობით დაფუძნებულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში პროფესიული განათლების მასწავლებლის შრომის ანაზღაურების გაცემის წესი და პირობები“ ამ ბრძანების დანართის შესაბამისად.
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2026 წლის 01 იანვრიდან.
დანართი

 

სახელმწიფოს მიერ ან მისი მონაწილეობით დაფუძნებულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში პროფესიული განათლების მასწავლებლის შრომის ანაზღაურების გაცემის წესი და პირობები

 

მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. სახელმწიფოს მიერ ან მისი მონაწილეობით დაფუძნებულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში პროფესიული განათლების მასწავლებლის შრომის ანაზღაურების გაცემის წესი და პირობები (შემდგომ – წესი) ადგენს პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში პროფესიული განათლების მასწავლებლის როგორც საკონტაქტო, ისე არასაკონტაქტო საათების შრომის ანაზღაურების ოდენობის გაცემის  წესსა და პირობებს, ასევე პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შემთხვევაში არეგულირებს „პროფესიული განათლების დაფინანსების წესისა და პირობების განსაზღვრისა და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის სახელმწიფოს მიერ დასაფინანსებელი სწავლის საფასურის მაქსიმალური ოდენობის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს მთავრობის 2013 წლის 19 სექტემბრის №244 დადგენილებით გათვალისწინებული ვაუჩერული დაფინანსების ფარგლებში  პროფესიული განათლების მასწავლებლის შრომის ანაზღაურების განსაზღვრას.

2. ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დამტკიცებული ,,პროფესიული განათლების მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის წესითა და პირობებით“ განსაზღვრული მნიშვნელობა.

 

მუხლი 2.  პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე პროფესიული განათლების მასწავლებლის სამუშაო დატვირთვა

პროფესიული განათლების მასწავლებლის სამუშაო დატვირთვა მოიცავს:

ა) საკონტაქტო საათებს, რომელიც გულისხმობს პროფესიული განათლების მასწავლებლის მიერ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში პროფესიული სტუდენტის სწავლებისთვის განსაზღვრულ საათებსა და ამავე პროგრამის შემადგენელი მოდულის სწავლის შედეგების დადასტურებისთვის განსაზღვრულ შეფასების საათებს; 

ბ) არასაკონტაქტო საათებს, რომელიც გულისხმობს პროფესიული განათლების  მასწავლებლის მიერ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში სასწავლო პროცესისთვის მოსამზადებელ საათებს.

 

მუხლი 3. პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე პროფესიული განათლების მასწავლებლის ერთი საათის შრომის ანაზღაურების ოდენობა

1. პროფესიული განათლების მასწავლებლის ერთი საათის შრომის ანაზღაურების (შემდგომ – ერთი საათის შრომის ანაზღაურება) მინიმალური ოდენობა განისაზღვრება საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

2. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულება უფლებამოსილია პროფესიული განათლების მასწავლებლის ერთი საათის შრომის ანაზღაურების ოდენობა განსაზღვროს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი მინიმალური ოდენობისაგან განსხვავებული ოდენობით, რამაც არ უნდა გამოიწვიოს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ერთი ციკლის ფარგლებში სასწავლო პროცესის წარმართვისათვის აუცილებელი ხარჯების დეფიციტი. ამასთან, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების პროფესიული განათლების მასწავლებლის ერთი საათის შრომის ანაზღაურება არ უნდა იყოს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილ პროფესიული განათლების მასწავლებლის ერთი საათის შრომის ანაზღაურების მინიმალურ ოდენობაზე ნაკლები.

 

მუხლი 4. პროფესიული განათლების მასწავლებლის შრომის ანაზღაურება

1. პროფესიული განათლების მასწავლებლის შრომის ანაზღაურება განისაზღვრება მისი სამუშაო დატვირთვის შესაბამისად, რომლის გაანგარიშება ხდება შემდეგი პრინციპით – მოდულით გათვალისწინებული სწავლის შედეგების დადასტურებისთვის განსაზღვრული შეფასების საათების რაოდენობა გამრავლებული ოთხზე და დამატებული საკონტაქტო საათების რაოდენობა.

2. ინტეგრირებული ზოგადი მოდულების განხორციელების შემთხვევაში პროფესიული განათლების მასწავლებლის სამუშაო დატვირთა მოიცავს მხოლოდ ჩატარებული საათების რაოდენობას.


საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრიალექსანდრე წულაძე