„სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეთა წახალისების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2018 წლის 11 სექტემბერის №324 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეთა წახალისების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2018 წლის 11 სექტემბერის №324 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1027
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 01/11/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/11/2024
სარეგისტრაციო კოდი 100110000.22.027.017513
1027
01/11/2024
ვებგვერდი, 01/11/2024
100110000.22.027.017513
„სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეთა წახალისების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2018 წლის 11 სექტემბერის №324 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
 

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება  №1027

2024 წლის 1 ნოემბერი

ქ. თბილისი

 

„სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეთა წახალისების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2018 წლის 11 სექტემბრის №324 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეთა წახალისების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2018 წლის 11 სექტემბრის №324 ბრძანებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 11/09/2018, სარეგისტრაციო კოდი: 100110000.22.027.016824) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-6 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის

ა.ა) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) სამინისტროს/სამსახურის სიგელით დაჯილდოება;“;

ა.ბ) „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) სამინისტროს/სამსახურის მედალიონით დაჯილდოება;

ზ) სამინისტროს/სამსახურის მედლით დაჯილდოება;“;

ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“–„ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამინისტროს/სამსახურის სიგელის, სამკერდე ნიშნის, აგრეთვე სამინისტროს/სამსახურის მედალიონისა და სამინისტროს/სამსახურის მედლის ნიმუშები დადგენილია ამ წესის №1 დანართით.“.

2. მე-8 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. სამკერდე ნიშნის ჩამორთმევა შეიძლება შესაბამისი სამართლებრივი აქტის საფუძველზე, მოსამსახურის მიერ მძიმე დისციპლინური გადაცდომის ან დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში.“.

3. მე-10 მუხლის:

ა) პირველი–მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ამ წესის მე-6 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამინისტროს/სამსახურის მედლით „კანონისა და ღირსების სადარაჯოზე“ (პირველი ხარისხი) ჯილდოვდება უფროსი ან უმაღლესი სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურე, სამსახურებრივი საქმიანობის დროს მიღწეული განსაკუთრებული წარმატების ან/და მართვისას გამოჩენილი ლიდერის თვისებებისა და მაღალი პროფესიონალიზმისათვის.

2. ამ წესის მე-6 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამინისტროს/სამსახურის მედლით „კანონისა და ღირსების სადარაჯოზე“ (მეორე ხარისხი) ჯილდოვდება საშუალო ან უფროსი სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურე, სამსახურებრივი საქმიანობის დროს მიღწეული წარმატების ან/და მაღალი პროფესიონალიზმისათვის.

3. სამინისტროს/სამსახურის მედალი მაგრდება სააღლუმო ფორმის კიტელზე მარცხენა მხარეს, ჯიბის სარქველის თავზე. მედალი მაგრდება მიღების თარიღის თანმიმდევრობის მიხედვით, მარჯვნიდან მარცხნივ.“;

ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. სამინისტროს/სამსახურის მედლის თამასები ფორმის კიტელსა და ქურთუკზე მაგრდება მკერდის მარცხენა მხარეს, ჯიბის სარქველის თავზე. თამასები მაგრდება მიღების თარიღის თანმიმდევრობის მიხედვით, მარჯვნიდან მარცხნივ.“.

4. დანართი №1 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს იუსტიციის მინისტრირატი ბრეგაძე