დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ზოგიერთ სხვა სახელმწიფოში საარჩევნო უბნის შექმნის დამატებითი ვადისა და ამ საუბნო საარჩევნო კომისიის დაკომპლექტების ღონისძიებების განსაზღვრის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 51/2024 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია |
| მიღების თარიღი | 11/10/2024 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 11/10/2024 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010190020.15.008.016765 |
|
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ (შემდგომში – საარჩევნო კოდექსი) 23-ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, სხვა სახელმწიფოში საარჩევნო უბნებს ქმნის ცესკო არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 30-ე დღისა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მონაცემების საფუძველზე, არანაკლებ 50 და არაუმეტეს 3 000 ამომრჩევლისათვის.
საარჩევნო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე” ქვეპუნქტის შესაბამისად, კენჭისყრის დღეს სხვა სახელმწიფოში საქართველოს საკონსულო აღრიცხვაზე მყოფ ამომრჩეველთა, აგრეთვე იმ ამომრჩეველთა, რომლებიც არ დგანან საქართველოს საკონსულო აღრიცხვაზე და არ არიან რეგისტრირებული საზღვარგარეთ, მაგრამ არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მე-19 დღისა რეგისტრაციას გაივლიან სხვა სახელმწიფოში შექმნილ საუბნო საარჩევნო კომისიაში, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში ან საქართველოს საკონსულო დაწესებულებაში, სიას ადგენს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო და კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს მე-18 დღისა გადასცემს ცესკოს, ხოლო საზღვარგარეთ რეგისტრირებულ პირთა სიას ადგენს სააგენტო და კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს მე-18 დღისა გადასცემს ცესკოს. ცესკოსთვის მოწოდებული განახლებული/ახალი მონაცემების დამუშავების შემდეგ დადგინდა: 1) ქ. ნიუ-იორკში მდებარე საარჩევნო უბნებში ამომრჩეველთა რაოდენობა გაიზარდა და 2 811-ით აჭარბებს საარჩევნო უბნებზე ამომრჩეველთა კანონით დადგენილ მაქსიმალურ რაოდენობას. 2) ქ. ბერლინში მდებარე საარჩევნო უბანში ამომრჩეველთა რაოდენობა გაიზარდა და 750-ით აჭარბებს საარჩევნო უბანზე ამომრჩეველთა კანონით დადგენილ მაქსიმალურ რაოდენობას. 3) ქ. ბარსელონაში მდებარე საარჩევნო უბანში ამომრჩეველთა რაოდენობა გაიზარდა და 679-ით აჭარბებს საარჩევნო უბანზე ამომრჩეველთა კანონით დადგენილ მაქსიმალურ რაოდენობას. 4) ქ. რომში მდებარე საარჩევნო უბანში ამომრჩეველთა რაოდენობა გაიზარდა და 651-ით აჭარბებს საარჩევნო უბანზე ამომრჩეველთა კანონით დადგენილ მაქსიმალურ რაოდენობას. 5) ქ. ათენში მდებარე საარჩევნო უბნებში ამომრჩეველთა რაოდენობა გაიზარდა და 2 258-ით აჭარბებს საარჩევნო უბნებზე ამომრჩეველთა კანონით დადგენილ მაქსიმალურ რაოდენობას. 6) ქ. სალონიკში მდებარე საარჩევნო უბნებში ამომრჩეველთა რაოდენობა გაიზარდა და 200-ით აჭარბებს საარჩევნო უბნებზე ამომრჩეველთა კანონით დადგენილ მაქსიმალურ რაოდენობას. 7) ქ. პარიზში მდებარე საარჩევნო უბანში ამომრჩეველთა რაოდენობა გაიზარდა და 1 863-ით აჭარბებს საარჩევნო უბანზე ამომრჩეველთა კანონით დადგენილ მაქსიმალურ რაოდენობას. აღნიშნულმა გარემოებამ შესაძლოა ამ საარჩევნო უბნებზე გამოიწვიოს კენჭისყრის დღის პროცედურების მნიშვნელოვანი შეფერხებებით განხორციელება, რის გამოც შესაძლოა შეუძლებელი გახდეს ამ უბნებზე, ამომრჩეველთა განსაკუთრებით დიდი რაოდენობის გამო, საარჩევნო კოდექსით დადგენილი მოთხოვნების შესრულება, შესაბამისად: საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ მე-14 მუხლის პირველი პუნქტის „გ” ქვეპუნქტის, 30-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების, 77-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და ცესკოს 2024 წლის 5 ოქტომბრის №47/2024 დადგენილების საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს: |
| მუხლი 1 |
ცესკომ საქართველოს პარლამენტის მორიგი არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მე-15 (2024 წლის 11 ოქტომბერი) დღისა, 2024 წლის 26 სექტემბრის №191/2024 განკარგულებით ზოგიერთ სხვა სახელმწიფოში შექმნილ საარჩევნო უბნებთან მიმართებით დამატებით შექმნას ახალი საარჩევნო უბანი:
1. ამერიკის შეერთებული შტატები, ქ. ნიუ-იორკი, მის.: 144 აღმოსავლეთის 44-ე ქუჩა, მე-4 სართული, ქ. ნიუ-იორკი, ნიუ იორკი 10017/144 E 44th steet, 4th floor, New York, NY 10017 2. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა, ქ. ბერლინი, მის.: რაუხშტრასე 11, 10787 ბერლინი/Rauchstraße 11, 10787 Berlin 3. ესპანეთის სამეფო, ქ. ბარსელონა, მის.: ქ. ბარსელონა, პასეო დე გრასია 7, 3 მარჯვენა/Kingdom of Spain, Barcelona 08007, Paseo de Gracia №7, 3 derecha 4. იტალიის რესპუბლიკა, ქ. რომი, მის.: ვია დელ პლებიშიტო, 102, 00186 რომი/Via Del Plebiscito, 102, 00186 Roma, Italia 5. საბერძნეთის რესპუბლიკა, ქ. ათენი, მის.: არგონავტონის ქ. 11, ატიკის ოლქი, ხალანდრი/11 Argonavton str., Khalandri, Attica, P.C. 15232, Athens, Greece 6. საბერძნეთის რესპუბლიკა, ქ. სალონიკი, მის.: მიტროპოლიტუ ამვროსიუ მოსხონისიონ 11, 546 55/Mitropolitou Amvrosiou Moschonision 11, 546 55 7. საფრანგეთის რესპუბლიკა, ქ. პარიზი, მის.: 8 რუ ბრემონწიე 75017 პარიზი/8 Rue Bremontier 75017 Paris |
| მუხლი 2 |
დამატებითი საარჩევნო უბნების შექმნის თაობაზე ცესკოს განკარგულების მიღებისთანავე (11 ოქტომბერი), საარჩევნო კანონმდებლობით დადგენილი წესებისა და მოთხოვნების გათვალიწინებით, ცესკო აცხადებს საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებისა და ხელმძღვანელი პირების შესარჩევ კონკურსს. კონკურსის გამოცხადებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში (13 ოქტომბერი) მთავრდება კანდიდატთა რეგისტრაციის ვადა. საარჩევნო უბნების შექმნის თაობაზე ცესკოს მიერ განკარგულების მიღებიდან 3 კალენდარული დღის ვადაში (14 ოქტომბერი), საარჩევნო კანონმდებლობით დადგენილი წესების გათვალისწინებით, შესაბამის პარტიებს ეძლევათ უფლება დანიშნონ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები. |
| მუხლი 3 |
საკონკურსო დოკუმენტაციის წარდგენის ვადის ამოწურვიდან 1 დღის ვადაში, საარჩევნო კანონმდებლობით დადგენილი წესების დაცვით, ცესკო ირჩევს საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელ პირებსა და 5 წევრს. |
| მუხლი 4 |
საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელ პირთა/წევრთა არჩევისას გადაწყვეტილების მიღების წესი განისაზღვრება საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2021 წლის 15 ივლისის №30/2021 დადგენილებით. |
| მუხლი 5 |
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში. |
| მუხლი 6 |
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები