სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის და ლიცენზიის დანართების გაცემის შესახებ

სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის და ლიცენზიის დანართების გაცემის შესახებ
დოკუმენტის ნომერი REG 3 24 00002551
დოკუმენტის მიმღები სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო
მიღების თარიღი 26/09/2024
დოკუმენტის ტიპი ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 11/10/2024
სარეგისტრაციო კოდი
REG 3 24 00002551
26/09/2024
ვებგვერდი, 11/10/2024
სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის და ლიცენზიის დანართების გაცემის შესახებ
სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო

 

სსიპ  – სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების

სააგენტოს დირექტორის

ბრძანება REG 3 24 00002551

2024 წლის 26 სექტემბერი

ქ. თბილისი  

სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის და ლიცენზიის დანართების

გაცემის შესახებ

საქართველოს კანონის „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ (მუხლი 6, მუხლი 8, მუხლი 10) და „სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიისა და სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულებების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 17 დეკემბრის №385 დადგენილების (დანართი №1) შესაბამისად, ვბრძანებ:  

1. გაიცეს შპს „ავერსის კლინიკაზე“ (ს/ნ 212002580, ფაქტობრივი მისამართი: ქალაქი თბილისი, ალექსანდრე ყაზბეგის გამზირი №16ე) „პათოლოგანატომიური საქმიანობის ლიცენზია“ და ლიცენზიის დანართები: „ჰისტოპათოლოგიური დიაგნოსტიკა“, „ციტოპათოლოგიური დიაგნოსტიკა“ და „მოლეკულურ-პათოლოგიური დიაგნოსტიკა“.

2. დაევალოს სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიების და აკრედიტაციის სამმართველოს სალიცენზიო მოწმობის და სალიცენზიო მოწმობის დანართების გაცემის უზრუნველყოფა ამ ბრძანების პირველი პუნქტის შესაბამისად.

3. დაევალოს სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიების და აკრედიტაციის სამმართველოს ლიცენზიის და ლიცენზიის დანართების გაცემის შესახებ მონაცემები დადგენილი წესით შეიტანოს უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში.

4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში ქალაქ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქალაქი თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64).

5. ბრძანება ძალაში შედის ხელმოწერისთანავე.

საფუძველი:

შპს „ავერსის კლინიკის“ (ს/ნ 212002580) გენერალური დირექტორის, დიმიტრი ჯორბენაძის განცხადებები: №852911, 09.08.2024წ. და №890369, 21.08.2024წ.

ადგილზე შემოწმების აქტი: №ლნ - 1639 – 128, 26.09.2024წ.

ზეპირი მოსმენის  სხდომის ოქმი: №24, 26.09.2024წ.

 

სააგენტოს დირექტორის მოვალეობის

შემსრულებელი                                                                                       ლეილა ქოჩიაშვილ