„საჯარო სკოლის დირექტორსა და მასწავლებელს შორის დადებული შრომითი ხელშეკრულების სავალდებულო პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 11 ოქტომბრის №959 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საჯარო სკოლის დირექტორსა და მასწავლებელს შორის დადებული შრომითი ხელშეკრულების სავალდებულო პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 11 ოქტომბრის №959 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 164/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი
მიღების თარიღი 15/10/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/10/2024
სარეგისტრაციო კოდი 270030000.22.022.018583
164/ნ
15/10/2024
ვებგვერდი, 16/10/2024
270030000.22.022.018583
„საჯარო სკოლის დირექტორსა და მასწავლებელს შორის დადებული შრომითი ხელშეკრულების სავალდებულო პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 11 ოქტომბრის №959 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი
 

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის

 ბრძანება №164/ნ

2024 წლის 15 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 

„საჯარო სკოლის დირექტორსა და მასწავლებელს შორის დადებული შრომითი ხელშეკრულების სავალდებულო პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 11 ოქტომბრის №959 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საჯარო სკოლის დირექტორსა და მასწავლებელს შორის დადებული შრომითი ხელშეკრულების სავალდებულო პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 11 ოქტომბრის №959 ბრძანებით (სსმ III, 19.10.2007წ., №146, მუხ. 1643) დამტკიცებული „საჯარო სკოლის დირექტორსა და მასწავლებელს შორის დადებული შრომითი ხელშეკრულების სავალდებულო პირობების“:

1. მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 3. შრომითი ურთიერთობის წარმოშობა

შრომითი ურთიერთობა სკოლასა და მასწავლებელს შორის წარმოიშობა მასწავლებლის მიერ სამუშაოს შესრულების ფაქტობრივად დაწყების მომენტიდან, თუ შრომითი ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.“.

2. მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 4. შრომითი ხელშეკრულების სავალდებულო პირობები

1. შრომითი ხელშეკრულებით განისაზღვრება შრომითი ხელშეკრულების კატეგორია და:

ა) შრომითი ხელშეკრულების სარეგისტრაციო ნომერი, მისი დადების თარიღი და ადგილი;

ბ) ინფორმაცია შრომითი ხელშეკრულების მხარეთა შესახებ;

გ) მუშაობის დაწყების თარიღი და შრომითი ურთიერთობის ხანგრძლივობა;

დ) შრომითი ხელშეკრულების მხარეთა უფლებები და მოვალეობები, მათ შორის, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 20 აგვისტოს №174/ნ ბრძანებით დამტკიცებული მასწავლებლის საქმიანობის დაწყებისა და შეწყვეტის წესის 11​1 მუხლის მე-7, მე-8 და მე-9 პუნქტებით დადგენილი ფუნქციები, ამავე პუნქტებით დადგენილი წესით;

ე) სამუშაო დრო და დასვენების დრო;

ვ) სამუშაო ადგილი;

ზ) თანამდებობა და შესასრულებელი სამუშაოს სახე ან აღწერილობა;

თ) შრომის ანაზღაურების ოდენობა და გადახდის წესი;

ი) ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურების წესი;

კ) ანაზღაურებადი შვებულების ხანგრძლივობა, ანაზღაურების გარეშე შვებულების ხანგრძლივობა და ამ შვებულებების მიცემის წესი;

ლ) მხარეთა პასუხისმგებლობის წესი;

მ) დამსაქმებლისა და დასაქმებულის მიერ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის წესი;

ნ) შრომითი ხელშეკრულების ეგზემპლართა რაოდენობა;

ო) შრომით ხელშეკრულებაზე ხელმომწერი მხარეების რეკვიზიტები;

პ) სხვა დამატებითი პირობები, რომელთა გათვალისწინება არ არის აკრძალული საქართველოს კანონმდებლობით.

2. შრომითი ხელშეკრულებით შეიძლება განისაზღვროს, რომ შრომის შინაგანაწესი შრომითი ხელშეკრულების ნაწილია. ამ შემთხვევაში სკოლა ვალდებულია მასწავლებელს შრომითი ხელშეკრულების დადებამდე გააცნოს შრომის შინაგანაწესი (არსებობის შემთხვევაში). სკოლა ვალდებულია მასწავლებელს გააცნოს შრომის შინაგანაწესში შეტანილი ცვლილება მისი შეტანიდან 14 კალენდარული დღის ვადაში.“.

3. მე-5 მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 5. ხელშეკრულების მხარეების ვინაობა და მისამართი“;

4. მე-6 მუხლის:

ა) მე-5 პუნქტის:

ა.ა)  „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) მასწავლებლისათვის დროებითი შრომისუუნარობის გამო დახმარების გაცემა დროებითი შრომისუუნარობის მთელ პერიოდზე ,,დროებითი შრომისუუნარობის გამო დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 20 თებერვლის  №87/ნ ბრძანების შესაბამისად.“;

ა.ბ) „ე“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ ქვეპუნქტი:

„ვ) მასწავლებლისთვის ორსულობისა და მშობიარობის, ბავშვის მოვლის ან ახალშობილის შვილად აყვანის გამო ანაზღაურებადი შვებულების პერიოდზე გასაცემი ფულადი დახმარებს გაცემა „ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულებების ანაზღაურების წესის“ დამტკიცების თაობაზე" საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 29 დეკემბრის  №01-133/ნ ბრძანების შესაბამისად.“.

5. მე-7 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. მასწავლებელს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეიძლება მიეცეს ანაზღაურებადი შვებულება წელიწადში არანაკლებ 40 სამუშაო დღის ვადით, რაც გათვალისწინებული უნდა იქნეს შრომით ხელშეკრულებაში. განსხვავებული ვადა შეიძლება განისაზღვროს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან შეთანხმებით.“.

6. მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 8. შრომის ანაზღაურების ოდენობა

მასწავლებლის შრომის ანაზღაურება განისაზღვრება „საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების მინიმალური ოდენობისა და პირობების დადგენის თაობაზე“ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2024 წლის 19 ივნისის №108/ნ ბრძანების შესაბამისად.“.

7. მე-10 მუხლის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 10. შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა“;

ბ) პირველი პუნქტი ამოღებულ იქნეს;

გ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. თუ სკოლასა და მასწავლებელს შორის დადებული კონკრეტული შრომითი ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, სკოლასა და მასწავლებელს შორის შრომითი ხელშეკრულება შეიძლება შეწყდეს ხანგრძლივი შრომისუუნარობისას, თუ მასწავლებლის შრომისუუნარობის ვადა აღემატება ზედიზედ 40 კალენდარულ დღეს, ან 6 თვის განმავლობაში საერთო ვადა აღემატება 60 კალენდარულ დღეს, ამასთანავე, მასწავლებელს გამოყენებული აქვს ამ დანართის მე-7 მუხლით განსაზღვრული შვებულება.“;

დ) მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

8.  მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 11. შრომითი ხელშეკრულების ეგზემპლართა რაოდენობა

თითოეულ ენაზე შედგენილი შრომითი ხელშეკრულება უნდა გაფორმდეს არანაკლებ ორ ეგზემპლარად, რომელთაც აქვთ თანაბარი იურიდიული ძალა და რომელთა თითო ეგზემპლარი გადაეცემა ხელშეკრულების მხარეებს.“.

9. მე-12 მუხლის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 12. შრომითი ხელშეკრულების პირობების შეცვლა“;

ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. შეთანხმებული ცვლილებები ან დამატებები უნდა გაფორმდეს წერილობით, რაც შრომითი ხელშეკრულების განუყოფელი ნაწილია და ძალაში შედის მხოლოდ მხარეთა სათანადო ხელმოწერის შემდეგ. შრომით ხელშეკრულებაში შესული ნებისმიერი ცვლილების ან/და დამატების მიმართ ვრცელდება ამ დანართის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესი.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრიალექსანდრე წულაძე