„ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2009 წლის 9 ივლისის №12 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2009 წლის 9 ივლისის №12 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 27
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
მიღების თარიღი 10/10/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 15/10/2024
სარეგისტრაციო კოდი 300380000.16.009.016711
27
10/10/2024
ვებგვერდი, 15/10/2024
300380000.16.009.016711
„ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2009 წლის 9 ივლისის №12 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
 

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი

ეროვნული კომისიის

დადგენილება №27

2024 წლის 10 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 

„ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2009 წლის 9 ივლისის №12 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 და მე-6 პუნქტებისა და „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე და 168-ე მუხლების საფუძველზე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ადგენს:

მუხლი 1
„ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2009 წლის 9 ივლისის №12 დადგენილების (სსმ, III, 16.07.2009, №87, მუხ. 933; სარეგისტრაციო კოდი: 300.380.000.16.009.013.285):

1. პირველი პუნქტით დამტკიცებული „ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების“:

ა) მე-3 მუხლის:

ა.ა.) 62 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის 63 და 64 პუნქტები:

„6​3. წესებით გათვალისწინებულ შემთხვევაში, მომხმარებლის განცხადებაზე დასაბუთებული პასუხი გაგზავნილად ითვლება იმ შემთხვევაშიც, თუ განმცხადებელს სააბონენტო ბარათზე და განაცხადზე მითითებულ ძირითად და ალტერნატიულ ნომერზე გაეგზავნა მოკლე ტექსტური შეტყობინება დასაბუთებული პასუხის წერილის ბმულით.

64. ამ მუხლის 63 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, განაწილების ლიცენზიატის/მიმწოდებლის წარმომადგენლის მიერ სათანადოდ გაფორმებული და ხელმოწერილი წერილი (დოკუმენტი) მოკლე ტექსტურ შეტყობინებაში მოცემულ ბმულზე ხელმისაწვდომი უნდა იყოს 3 (სამი) წლის განმავლობაში და მისი გადმოწერა შესაძლებელი უნდა იყოს PDF ან/და JPG ფორმატში. აღნიშნულ ბმულზე არსებული დოკუმენტის რედაქტირება დაუშვებელია. ამასთან, შესაბამისი მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში, განაწილების ლიცენზიატმა/მიმწოდებელმა მოკლე ტექსტური შეტყობინებით გაგზავნილ ბმულზე განთავსებული წერილი (დოკუმენტი) განმცხადებელს ასევე უნდა მიაწოდოს მატერიალური ან სხვა მოთხოვნილი ფორმით ან/და საშუალებით.“.

ა.ბ.) მე-10 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის 101 პუნქტი:

„101. ამ წესების მიზნებისათვის, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ცენტრალური გათბობის მფლობელ მომხმარებელზე ვრცელდება საყოფაცხოვრებო მომხმარებელზე დადგენილი მოთხოვნები, ამ წესების 161 მუხლის თავისებურებების გათვალისწინებით.“.

ბ) 71 მუხლის მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. ჭკვიანი მრიცხველის მოწყობის მსურველი (განმცხადებელი) ვალდებულია განაცხადის  წარდგენამდე  წინასწარ გადაიხადოს ჭკვიანი მრიცხველის საფასურის 50 პროცენტი. დარჩენილი თანხის გადახდა  მომხმარებლის მიერ უნდა მოხდეს ჭკვიანი მრიცხველის მოწყობის თარიღიდან 10 სამუშაო დღის განმავლობაში.“.

გ) მე-16 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 161 მუხლი:

„მუხლი 161. ცენტრალური გათბობის სისტემის მფლობელ მომხმარებელზე ბუნებრივი გაზის ღირებულების დარიცხვა და გადახდა

1. ამ წესების მიზნებისათვის, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ცენტრალური გათბობის მფლობელ მომხმარებლად მიიჩნევა პირი, რომელიც მოიხმარს ბუნებრივ გაზს, ერთდროულად, ცენტრალური გათბობის საყოფაცხოვრებო ან/და არასაყოფაცხოვრებო მიზნით მოსარგებლე პირთათვის. მიუხედავად იმისა, ვინ არის მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ცენტრალურ გათბობის სისტემის ბუნებრივი გაზის მომხმარებლად რეგისტრირებული, მოხმარების მიზნობრიობა განისაზღვრება ცენტრალური გათბობის სისტემაში მოხმარების მიზნობრიობით, ამ მუხლის პირობების შესაბამისად.

2. ცენტრალური გათბობის მფლობელ მომხმარებელთან, საყოფაცხოვრებო მიზნით მოხმარებული ბუნებრივი გაზის ინდივიდუალური წილის გამოთვლა და ანგარიშსწორება შესაძლებელია, მხოლოდ შემდეგი პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში:

ა) ცენტრალური გათბობით მოსარგებლე პირთა მოხმარება აღირიცხება ინდივიდუალურად, ჭკვიანი მრიცხველების საშუალებით, რომელსაც აქვს ფაქტობრივი მოხმარების შესახებ ინფორმაციის დისტანციურ რეჟიმში გადაცემის შესაძლებლობა (განაწილების ლიცენზიატისთვის მისაღებ ფორმატში);

ბ) ცენტრალური გათბობის სისტემა სარგებლობს განახლებადი ან/და ალტერნატიული წყაროთი, გაზზე დამოკიდებულების შემცირების მიზნით.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია მოხმარებული ბუნებრივი გაზის აღრიცხვასთან ერთად, ანგარიშსწორებისთვის, ასევე განსაზღვროს საყოფაცხოვრებო მოხმარების წილი, რომელიც გამოითვლება ცენტრალური გათბობის სისტემაში საერთო (ჯამურ) მოხმარებაზე, არასაყოფაცხოვრებო მიზნით მოხმარების გამოკლებით.

4. ამ მუხლის შესაბამისად, ცენტრალური გათბობის სისტემის მფლობელ მომხმარებლად რეგისტრაციის მოთხოვნის შემთხვევაში განმცხადებელმა, კომისიის გადაწყვეტილებით დამტკიცებული სტანდარტული განაცხადით უნდა მიმართოს განაწილების ლიცენზიატს. განაცხადთან ერთად წარდგენილი უნდა იქნეს:

ა) ცენტრალური გათბობის სისტემიდან ცხელი წყლით მომარაგებული ობიექტების სრული ჩამონათვალი, მათ მფლობელებისა და მოხმარების მიზნობრიობის (საყოფაცხოვრებო ან არასაყოფაცხოვრებო), ასევე მომარაგებული ფართობის მითითებით;

ბ)  ცენტრალური გათბობის სისტემიდან ცხელი წყლით მომარაგებული ჯამური ფართობის შესახებ ინფორმაცია;

გ) ცენტრალური გათბობის სისტემის სქემა და მასზე დამონტაჟებული ჭკვიანი მრიცხველების გამართულობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

დ) ცენტრალური გათბობის სისტემიდან მომარაგებულ ობიექტებზე რეგისტრირებული ელექტროენერგიის მომხმარებლებისა და მათი მოხმარების მიზნობრიობის შესახებ ინფორმაცია.

5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული ინფორმაცია (აღნიშნული მე-4 პუნქტის „გ“ და „დ“ პუნქტების გარდა) უნდა განახლდეს ყოველწლიურად (წინასწარგანსაზღვრულ დროს), ან ცენტრალური გათბობის სისტემიდან მომარაგებული ობიექტის მფლობელის მოხმარების მიზნობრიობის შეცვლის შემთხვევაში  დაუყოვნებლივ. ამასთან, ამ მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ და „დ“ პუნქტებით გათვალისწინებული ინფორმაციის განახლება უნდა მოხდეს განაწილების ლიცენზიატის მოთხოვნის შემთხვევაში.

6. თუ ბუნებრივი გაზის განაწილების ლიცენზიატთან ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული განახლებული ინფორმაცია არ იქნა წარდგენილი განსაზღვრულ ვადაში, ბუნებრივი გაზის მოხმარების მიზნობრიობის წილის გამოთვლა და მის მიხედვით დარიცხვა  არ უნდა მოხდეს მომდევნო საანგარიშსწორებო თვიდან.  ამასთან, მიუხედავად იმისა, თუ საანგარიშო პერიოდის რა მონაკვეთში განხორციელდება მოთხოვნილი ინფორმაციის სრულფასოვნად წარდგენა, ბუნებრივი გაზის მოხმარების მიზნობრიობის წილის გამოთვლა და მის მიხედვით დარიცხვა განახლდება ინფორმაციის სრულფასოვნად წარდგენის თარიღის მომდევნო საანგარიშსწორებო თვიდან.

7. მოცემული ინფორმაციის გამართულობასა და განაწილების ლიცენზიატისთვის დროულად მიწოდებაზე პასუხისმგებელია ცენტრალური გათბობის სისტემის ბუნებრივი გაზის მომხმარებელი. ამასთან, ინფორმაციის ნამდვილობის მტკიცების ტვირთი ეკისრება მომხმარებელს.“.

დ) მე-191 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. განაცხადის დამტკიცების შემთხვევაში, განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია დაუყოვნებლივ მიანიჭოს მიერთების მსურველს აბონენტის ნომერი და აცნობოს მას განაცხადის დამტკიცებისა და აბონენტის ნომრის შესახებ, ტექსტური შეტყობინებით (განაცხადში მითითებულ ძირითად და ალტერნატიულ ნომერზე ან ელექტრონულ მისამართზე). თუ 10 სამუშაო დღის გასვლის შემდეგ მიერთების მსურველს არ ეცნობება პასუხი, მიერთების მსურველი უფლებამოსილია მოითხოვოს აბონენტის ნომრის მინიჭება, ხოლო განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია დაუყოვნებლივ მიანიჭოს აბონენტის ნომერი და აცნობოს მიერთების მსურველს.“.

ე) 39-ე მუხლის მე-6 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის 61 პუნქტი:

„61. ამ წესების 161 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი არ ვრცელდება იმ შენობა-ნაგებობაზე, რომლის ექსპლუატაციაში მიღება განხორციელდა 2025 წლამდე ან/და შესაბამისი საეტაპო ოქმით ან საექსპერტო დასკვნით დასტურდება, რომ შენობა-ნაგებობის ძირითადი კონსტრუქციული სისტემის მოწყობა დასრულებულია 2025 წლამდე.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის წევრიდავით თვალაბეიშვილი
კომისიის წევრიგიორგი ფრუიძე
კომისიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელიგიორგი ფანგანი