დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საირიგაციო წყლის მიწოდების წესების“ დამტკიცების შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2023 წლის 30 აგვისტოს №39 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 28 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია |
| მიღების თარიღი | 10/10/2024 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 15/10/2024 |
| სარეგისტრაციო კოდი | 300280000.16.009.016712 |
|
„საირიგაციო წყლის მიწოდების წესების“ დამტკიცების შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2023 წლის 30 აგვისტოს №39 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 და მე-6 პუნქტების, „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის და „წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე და 29-ე მუხლების საფუძველზე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ადგენს:
|
| მუხლი 1 |
1. „საირიგაციო წყლის მიწოდების წესების“ დამტკიცების შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2023 წლის 30 აგვისტოს №39 დადგენილების (ვებგვერდი, 04/09/2023, სარეგისტრაციო კოდი 300280000.16.009.016641), პირველი პუნქტით დამტკიცებული „საირიგაციო წყლის მიწოდების წესების:
ა) მე-7 მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „31“ და „32“ პუნქტები: „31. წესებით გათვალისწინებულ შემთხვევაში, მომხმარებლის განცხადებაზე დასაბუთებული პასუხი გაგზავნილად ითვლება იმ შემთხვევაშიც, თუ განმცხადებელს სააბონენტო ბარათზე და განაცხადზე მითითებულ ძირითად და ალტერნატიულ ნომერზე გაეგზავნა მოკლე ტექსტური შეტყობინება დასაბუთებული პასუხის წერილის ბმულით. 32. ამ მუხლის 31 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, მიმწოდებლის წარმომადგენლის მიერ სათანადოდ გაფორმებული და ხელმოწერილი წერილი (დოკუმენტი) მოკლე ტექსტურ შეტყობინებაში მოცემულ ბმულზე ხელმისაწვდომი უნდა იყოს 3 (სამი) წლის განმავლობაში და მისი გადმოწერა შესაძლებელი უნდა იყოს PDF ან/და JPG ფორმატში. აღნიშნულ ბმულზე არსებული დოკუმენტის რედაქტირება დაუშვებელია. ამასთან, შესაბამისი მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში მიმწოდებელმა მოკლე ტექსტური შეტყობინებით გაგზავნილ ბმულზე განთავსებული წერილი (დოკუმენტი) განმცხადებელს ასევე უნდა მიაწოდოს მატერიალური, ან სხვა მოთხოვნილი ფორმით ან/და საშუალებით.“; ბ) 21-ე მუხლის: ბ.ა) მე-9 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის 91 პუნქტი: „91. საირიგაციო სისტემასთან ახალი ობიექტის მიერთების სტანდარტული პირობა უნდა შეიცავდეს მოთხოვნილი მიერთების დასრულების კონკრეტულ ვადას, რაც შესაბამისობაში უნდა იყოს საირიგაციო სისტემაზე სტანდარტული პირობით მიერთების უზრუნველყოფის პერიოდთან, ამ წესების პირობების შესაბამისად.“; ბ.ბ.) მე-14 პუნქტი ამოღებულ იქნეს; ბ.გ.) მე-16 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „16. მიერთების მსურველს უფლება აქვს მოითხოვოს საირიგაციო სისტემიდან მცირე წყალაღების ინდივიდუალური მოწყობილობით (არაუმეტეს 50 მმ დიამეტრის) ახალი მიერთება, მის მფლობელობაში არსებული უძრავი ქონების წყლით მომარაგებისთვის ან არსებული მცირე წყალაღების ინდივიდუალური მოწყობილობის აღიარება. მცირე წყალაღების ინდივიდუალური მოწყობილობით ახალი მიერთების შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია განაცხადის მოთხოვნის შესაბამისად, საირიგაციო სისტემაზე მოაწყოს მცირე წყალაღების ინდივიდუალური მოწყობილობა ამ მუხლის 161 პუნქტით განსაზღვრული პირობით. საირიგაციო სისტემიდან მცირე წყალაღების ინდივიდუალური მოწყობილობა, მათ შორის, მრიცხველი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) წარმოადგენს მომხმარებლის საკუთრებას და იგი არის პასუხისმგებელი მის გამართულობაზე (მცირე წყალაღების საშუალებით მიერთებაზე არ ვრცელდება ამ მუხლის 23-ე პუნქტის მოქმედება). მცირე წყალაღების ინდივიდუალური მოწყობილობით მიერთება მიმწოდებლის მიერ უნდა აღირიცხოს მიწოდების წერტილად, რომლის მეშვეობით მომხმარებელი თავად უზრუნველყოფს მის მფლობელობაში არსებული უძრავი ქონების წყალმომარაგებას, წესებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად.“; ბ.დ) მე-16 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის 161 პუნქტი: „161. მცირე წყალაღების ინდივიდუალური მოწყობილობით ახალი მიერთების შემთხვევაში (არსებული საშუალების აღიარების შემთხვევის გარდა), მომხმარებელმა წინასწარ უნდა გადაიხადოს მცირე წყალაღების ინდივიდუალური მოწყობილობით ახალი მიერთების საფასური გარდა პროფილური მომხმარებლის მიერ საფასურის გადახდის განწილვადების მოთხოვნისა (წესების 22-ე მუხლის 42 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში). ამასთან, საირიგაციო სისტემაზე მცირე წყალაღების ინდივიდუალური მოწყობილობით ახალი მიერთების, ასევე საირიგაციო სისტემაზე უკვე მოწყობილი არსებული მცირე წყალაღების საშუალების აღიარების უზრუნველყოფის პერიოდი – ვადა შეადგენს 20 სამუშაო დღეს.“; ბ.ე.) 23-ე პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის 24-ე პუნქტი: „24. თუ მოთხოვნილია ახალი ობიექტის ისეთი მიერთება, რაზედაც არ ვრცელდება ამ მომსახურებაზე დადგენილი საფასური (შეთავაზებული პაკეტი), ასეთ შემთხვევაში მომსახურების ღირებულება და შესრულების ვადა განისაზღვრება მხარეთა შორის ურთიერთშეთანხმებით.“; გ) 22-ე მუხლის: გ.ა.) მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი: „21. საირიგაციო სისტემასთან აკვაკულტურის წყალსატევის (ტბორის) მიერთების განაცხადში, დამატებით მითითებული უნდა იყოს მისაერთებელი ობიექტის ტექნიკური მახასიათებლების და არსებულ საირიგაციო სისტემის წყალმომარაგების შესაძლებლობის შესახებ ინფორმაცია, აგრეთვე კვალიფიციური პირის მიერ გაცემული, ობიექტის საირიგაციო სისტემასთან მიერთების გავლენის შესახებ დასკვნა არსებულ მომხმარებლებთან მიმართებით.“; გ.ბ.) მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი: ,,31. საირიგაციო სისტემასთან ახალი ობიექტის მიერთების განაცხადის დამტკიცების შემთხვევაში განმცხადებელს ტექსტური შეტყობინებით ასევე უნდა ეცნობოს: ა) სტანდარტული (სრული ტექნოლოგიური ციკლით) მიერთების მოთხოვნისას – განაცხადით მოთხოვნილი მიერთების შესრულების ბოლო ვადა; ბ) არასტანდარტული პირობით (ტექნიკური პირობის საფუძველზე/ურთიერთშეთანხმებით) მიერთების მოთხოვნისას – მიერთების პირობებზე მოლაპარაკებების დაწყების შესახებ.“; გ.გ.) მე-4 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის 41-42 პუნქტები: „41. მცირე წყალაღების ინდივიდუალური მოწყობილობის სტანდარტული პირობით მიერთების ან არსებულის აღიარების მოთხოვნის შესრულება ხდება ახალი ობიექტის მიერთებაზე წესების 21-ე და 22-ე მუხლის მოთხოვნების შესაბამისად. ამასთან, მიმწოდებელი უფლებამოსილია მცირე წყალაღების ინდივიდუალური მოწყობილობის მიწოდების წერტილად აღიარების განაცხადზე დაადგინოს ხარვეზი, თუ აღნიშნული საშუალების მოწყობის პირობა არ აკმაყოფილებს წესებს ან/და ტექნიკურ მოთხოვნებს.“; 42. საირიგაციო სისტემაზე ახალი პროფილური მომხმარებლის მცირე წყალაღების ინდივიდუალური მოწყობილობის სტანდარტული პირობით მიერთების მოთხოვნის შემთხვევაში მიმწოდებელი მომხმარებლის მოთხოვნის საფუძველზე ვალდებულია მოახდინოს მიერთების საფასურის განწილვადება 12 თვეზე შესაბამისად, მიერთების მსურველი (განმცხადებელი) ვალდებულია მიერთების საფასური გადაიხადოს ყოველთვიურად, 12 თვეზე თანაბარწილად; მათ შორის, პირველი გადასახადი – განაცხადის წარდგენამდე, ხოლო დარჩენილი თანხა – წყალმომარაგების დაწყებიდან 11 თვის განმავლობაში.“; გ.დ) მე-12 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-13-მე-14 პუნქტები: „13. მიმწოდებელი ვალდებულია ახალი ობიექტის მიერთების დასრულებამდე (წყალმომარაგების დაწყებამდე) არაუმეტეს 5 და არანაკლებ 2 კალენდარული დღით ადრე მოკლე ტექსტური შეტყობინებით აცნობოს ახალ მომხმარებელს ახალი ობიექტის მიერთების დასრულების (წყალმომარაგების დაწყების) დრო, 2-საათიანი ინტერვალით. ამასთან: ა) ახალი ობიექტის მიერთების დასრულებისთანავე პირველადი წყალმომარაგების დაწყება უნდა მოხდეს მხოლოდ მომხმარებლის თანხმობით, შესაბამის აქტზე ხელმოწერის შემდეგ. ახალი მომხმარებელი პასუხისმგებელია მის მფლობელობაში არსებული შიდა ქსელის, მათ შორის, არხის, ქსელის და სხვა მოწყობილობის/დანადგარის პირველად ჩართვასა და უსაფრთხოებაზე; ბ) თუ მომხმარებელი არ არის თანახმა წყალმომარაგების დაწყებაზე, არ იმყოფება ადგილზე ან ვერ ხერხდება საირიგაციო სისტემასთან მისი შიდა ქსელის დაერთება (საირიგაციო სისტემაზე დასაერთებელი არხის ან ქსელის არარსებობის გამო) მიმწოდებელი ვალდებულია შეადგინოს აღრიცხვის კვანძის ექსპლუატაციაში გაშვების აქტი, ინდივიდუალური მიწოდების წერტილის ჩამკეტი მოწყობილობა დატოვოს დაკეტილ მდგომარეობაში. ასევე, მოკლე ტექსტური შეტყობინებით დაუყოვნებლივ აცნობოს მომხმარებელს ახალი ობიექტის მიერთების დასრულების შესახებ, აგრეთვე პირველადი წყალმომარაგების დაწყებაზე მომხმარებლის დასწრების და საირიგაციო სისტემაზე დასაერთებელი არხის ან ქსელის არარსებობის შემთხვევაში ქსელის მზადყოფნის აუცილებლობის შესახებ. შესაბამისად, ახალი ობიექტის მიერთების დასრულების (წყალმომარაგების დაწყების) თარიღად ითვლება მრიცხველის ექსპლოატაციაში გაშვების აქტის შედგენის თარიღი. 14. ამ მუხლის მე-13 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ახალი ობიექტის პირველადი წყალმომარაგების დაწყება უნდა მოხდეს მომხმარებლის თანხმობით, შესაბამისი განაცხადით ასეთი მოთხოვნის მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში (დამატებითი თანხის გადახდის გარეშე).“; დ) 25-ე მუხლის: დ.ა.) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. სტანდარტული პირობით დროებითი მიერთების ვადა არ უნდა აღემატებოდეს 12 თვეს. ამ პუნქტით განსაზღვრული შეზღუდვა არ ვრცელდება დროებითი მიერთების სამშენებლო ან სარემონტო მიზნით გამოყენების ან/და დასუფთავება-გამწვანების მიზნით მოძრავი საშუალებით წყალაღების შემთხვევაზე.“; დ.ბ.) მე-17 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „171-172“ ქვეპუნქტები: „171. დასუფთავება-გამწვანების მიზნებისათვის ამა თუ იმ საირიგაციო სისტემიდან მოძრავი საშუალებით წყალაღება შესაძლებელია კონკრეტული მიწოდების წერტილის განსაზღვრის გარეშე. ამ შემთხვევაში, თვის განმავლობაში მიწოდებული წყლის მოცულობა განისაზღვრება ავზის/წყალმზიდის ტევადობის და თვის განმავლობაში მისი შევსების რაოდენობის ნამრავლით. ამ მეთოდით დარიცხვა უნდა განხორციელდეს ყოველთვიურად, შეთანხმებული წყალსარგებლობის განრიგით გათვალისწინებულ წყლის მიწოდების (წყალაღების) ოპერაციის თვეში. 172. 2026 წლის 31 დეკემბრამდე, ქვის დამუშავების (მათ შორის, ქვის სამტვრევი, სახერხი ან/და ქვიშა-ხრეშის სარეცხი) დანადგარის საირიგაციო სისტემასთან დროებით მიერთების შემთხვევაში, მიერთების მსურველი და მიმწოდებელი უფლებამოსილნი არიან შეთანხმდნენ ქვის დამუშავების დანადგარის გამოყენებისა და დარიცხვის მეთოდზე ინდივიდუალური აღრიცხვის გარეშე. ამ შემთხვევაში, თუ მიწოდებული წყლის სრული ოდენობის განსაზღვრა შეუძლებელია და მხარეთა შორის შეთანხმება სხვა პირობას არ ითვალისწინებს, დარიცხვა უნდა განხორციელდეს შეთანხმებული წყალსარგებლობის განრიგის გათვალისწინებით: ა) წყლით სარგებლობის ტექნოლოგიური პროცესის ან/და დღის განმავლობაში მისი გამოყენების პერიოდის საფუძველზე (ასეთი მონაცემის არსებობის შემთხვევაში); ან ბ) გამოყენებული ქვის დამუშავების დანადგარის გამტარუნარიანობისა და დღის განმავლობაში მისი 8-საათიანი გამოყენების ნამრავლით;“. ე) 29-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 291 მუხლი: „მუხლი 291. მომხმარებლის ან მესამე პირის მოთხოვნის საფუძველზე წყლის ტრანსპორტირება საირიგაციო სისტემის მეშვეობით 1. ამ მუხლით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად, მიმწოდებელი ვალდებულია საირიგაციო სისტემის მეშვეობით უზრუნველყოს მიღების წერტილიდან წინასწარ განსაზღვრულ მიწოდების წერტილამდე წყლის ტრანსპორტირება, თუ საირიგაციო სისტემის თავისებურებიდან გამომდინარე შესაძლებელია განმცხადებლის მოთხოვნის შესრულება და საირიგაციო სისტემაში წყლის მიღებისა და მიწოდების წერტილებში წყლის მოცულობის აღრიცხვა. 2. მომხმარებლის ან მესამე პირის მოთხოვნით, წყლის წინასწარ განსაზღვრულ მიწოდების წერტილამდე ტრანსპორტირება შესაძლებელია საირიგაციო სისტემაში წყლის მიღებისა და მიწოდების წერტილებზე, წყლის მოცულობისა და ტრანსპორტირების გრაფიკის, ასევე საირიგაციო სისტემის ტექნიკურ დანაკარგზე წერილობით შეთანხმების შემთხვევაში. 3. მიმწოდებელი ვალდებულია განაცხადის მიღებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში დაადგინოს განაცხადის და მასში არსებული მოთხოვნის სრულყოფილება და განმცხადებელს დაუყოვნებლივ აცნობოს პასუხი მოკლე ტექსტური შეტყობინებით, ხოლო ხარვეზის დადგენის შემთხვევაში, ასევე განაცხადში მითითებული საშუალებით – წერილობით ან ელექტრონულად (ხარვეზის დადგენის შემთხვევაში უარი უნდა იყოს დასაბუთებული). განაცხადის დამტკიცების შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია განმცხადებელს მიაწოდოს ინფორმაცია საირიგაციო სისტემის მეშვეობით წყლის ტრანსპორტირების შესაძლებლობის, ამ მომსახურებისთვის წერილობითი ფორმით შეთანხმების საჯაროდ გამოცხადებული სტანდარტული პირობით გაფორმების აუცილებლობისა და გაფორმების ვადების შესახებ, ასევე მოთხოვნილ მომსახურებაზე დასაშვები ტექნიკური დანაკარგის (ნორმატიული დანაკარგის) შესახებ. ასეთ შემთხვევაში წყლის ტრანსპორტირების ხელშეკრულება მხარეებს შორის წერილობით უნდა გაფორმდეს ცალმხრივად ხელმოწერილი ხელშეკრულების მეორე მხარისთვის წარდგენიდან ერთი კვირის ვადაში. 4. საირიგაციო სისტემაში, მიღების წერტილიდან წინასწარ განსაზღვრულ მიწოდების წერტილამდე წყლის ტრანსპორტირების მომსახურებაზე გადასახდელი თანხა განისაზღვრება მეტრ კუბში, მიმწოდებლის მიერ საჯაროდ გამოცხადებული სტანდარტული პირობით, სადაც მომსახურების საფასურის დარიცხვა უნდა განხორციელდეს მიწოდების წერტილში მიღებული წყლის ფაქტობრივი მოცულობის შესაბამისად. ამასთან, მიმწოდებელს არ აქვს უფლება მისი ქსელით სარგებლობისთვის (წყლის წინასწარ განსაზღვრულ ადგილამდე ტრანსპორტირებისთვის) დაინტერესებულ პირს მოსთხოვოს იმაზე მეტი, რაც გამოცხადებული აქვს მსგავს საირიგაციო სისტემის მონაკვეთზე არაპროფილურ მომხმარებელთან მიმართებით, ამავე მოცულობის ტექნიკური წყლით წყალმომარაგების მომსახურებისათვის. 5. წყლის ტრანსპორტირებისას ზენორმატიული დანაკარგი ანაზღაურდება მიმწოდებლის მიერ, ტრანსპორტირების მომსახურების ღირებულების შესაბამისად ან მხარეთა შორის შეთანხმების საფუძველზე ზენორმატიული დანაკარგი მიმწოდებლის მიერ შეიძლება შეივსოს მომდევნო საანგარიშსწორებო პერიოდში, შესაბამისი რაოდენობის წყლის მოცულობით. 6. საირიგაციო სისტემაში მიღების წერტილიდან წინასწარ განსაზღვრულ მიწოდების წერტილამდე წყლის ტრანსპორტირების მიზნით, დაინტერესებულმა პირმა შესაბამისი განაცხადით უნდა მიმართოს მიმწოდებელს. განაცხადში მითითებული უნდა იქნეს: ა) განმცხადებლის ვინაობა/სახელწოდება, საიდენტიფიკაციო მონაცემები; ბ) საირიგაციო სისტემაში წყლის მიღების და მიწოდების წერტილების და მასზე განთავსებული აღრიცხვის სისტემების მონაცემები, ასევე მათი განთავსების გლობალური პოზიციონირების სისტემის (GPS) კოორდინატები; გ) არსებული წყლის რესურსის წარმომავლობის შესახებ ინფორმაცია; დ) დღის განმავლობაში საირიგაციო სისტემაში ჩაშვებული და მიწოდების წერტილში მისაღები წყლის მოცულობები; ე) წყლის ტრანსპორტირების გრაფიკი, დაწყების და დასრულების სასურველი პერიოდის მითითებით (არანაკლებ ორი კვირის პერიოდისა); ვ) წყლის ტექნიკური მახასიათებლები. 7. მიმწოდებელი უფლებამოსილია დაადგინოს განაცხადზე ხარვეზი თუ მოთხოვნის დაკმაყოფილება: ა) უარყოფითად იმოქმედებს არსებული მომხმარებლ(ებ)ის წყლით მომარაგებაზე ან საფრთხის შემცველია საირიგაციო სისტემის ფუნქციონირებისთვის; ბ) გააუარესებს საირიგაციო სისტემაში არსებული წყლის ხარისხს; გ) შეუძლებელია საირიგაციო სისტემის დატვირთულობის ან სხვა ტექნიკური თავისებურებიდან გამომდინარე. 8. ამ მუხლით განსაზღვრული, საირიგაციო სისტემაში წყლის ტრანსპორტირების დასაშვები ტექნიკური დანაკარგი უნდა განისაზღვროს საირიგაციო სისტემის თავისებურებიდან გამომდინარე, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს მიწოდების წერტილში მისაღები წყლის მოცულობის 30%-ს. 9. საირიგაციო სისტემაში მიღების წერტილიდან წინასწარ განსაზღვრულ მიწოდების წერტილამდე წყლის ტრანსპორტირების მომსახურების საფასური მიმწოდებლისთვის წარმოადგენს მიმწოდებლის მიერ წყალმომხმარებელთა ორგანიზაციასა და სხვა წყალმომხმარებლისთვის გაწეულ მომსახურებასთან დაკავშირებულ დამატებით შემოსავალს, რომელიც გათვალისწინებული იქნება მიმწოდებლის მიერ გაწეული მომსახურების ტარიფის გაანგარიშებისას.“; ვ) 38-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი: „დ) მომხმარებლის ან მესამე პირის მოთხოვნით, საირიგაციო სისტემაში მიღების წერტილიდან წინასწარ განსაზღვრულ მიწოდების წერტილამდე წყლის ტრანსპორტირების მომსახურებით მიღებული შემოსავლები და ხარჯები.“; ზ) 41-ე მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი: „დ) როდესაც მოთხოვნილია წყალმომარაგება პირველი იანვრიდან პირველ აპრილამდე პერიოდში, საირიგაციო სისტემაში არსებული წყლის ათვისება ამ პერიოდზე ხდება თანაბარი პირობით, ყველა სახის მომხმარებლის მიერ თანაბრად, ვინც პირველად მოითხოვს მოცემულ პერიოდზე წყლის დაუკონტრაქტებელ მოცულობას. ამასთან, მოთხოვნილმა წყლის ოპერაციამ სხვა მომხმარებლების წყლით მომარაგების დეფიციტი არ უნდა გამოიწვიოს.“; თ) 45-ე მუხლის: თ.ა.) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. შეთანხმებული წყალსარგებლობის განრიგი უნდა მოიცავდეს მიმდინარე კალენდარულ წელს. ამასთან, მომხმარებელი უფლებამოსილია წყალმომარაგების განრიგის შეთანხმებისას, პირველი იანვრიდან – პირველ აპრილამდე პერიოდში წყალმომარაგება მოითხოვოს როგორც მიმდინარე, ისე მომდევნო წლის ოპერაციაზე.“; თ.ბ.) მე-12 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-13 პუნქტი: „13. პროფილური მომხმარებლის მიერ საირიგაციო სისტემიდან მცირე წყალაღების ინდივიდუალური მოწყობილობით სარგებლობა შეიძლება განხორციელდეს ნებისმიერ დროს, წყლის მუდმივად მიწოდების რეჟიმით (მორწყვის ნორმის ფარგლებში). ამასთან, თუ მცირე წყალაღების ინდივიდუალური მოწყობილობის მომხმარებლები აფერხებენ სხვა პროფილური მომხმარებლ(ებ)ის წყალმომარაგებას, მიმწოდებელს უფლება აქვს მომხმარებლების მიერ მცირე წყალაღების ინდივიდუალური მოწყობილობით სარგებლობა (წყლის მოხმარება) დროებით შეზღუდოს შესაბამის საირიგაციო სისტემაში წინასწარ განსაზღვრული დროით (არაუმეტეს ერთი კვირისა), ისე რომ გათვალისწინებულ იქნეს მცირე წყალაღების საშუალების მომხმარებელთა ინტერესი. მიმწოდებლის მიერ შესაბამის არეალში რეგისტრირებული პროფილური მომხმარებლის ინფორმირება უნდა მოხდეს მომარაგების დროებით შეზღუდვამდე, ამ წესების მე-11 მუხლის მე-5 პუნქტის პირობების შესაბამისად.“; ი) 45-ე მუხლის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 451 მუხლი: „მუხლი 451. წყალმომხმარებელთა ორგანიზაციები 1. წყალმომხმარებელთა ორგანიზაციაზე ვრცელდება პროფილურ მომხმარებელზე წესებით განსაზღვრული პირობები, თუ ამ მუხლით მომსახურების სხვა სპეციალური პირობა არ არის განსაზღვრული. 2.საირიგაციო წყლის მიწოდების მიზნით, მიმწოდებელსა და წყალმომხმარებელთა ორგანიზაციას შორის უნდა გაფორმდეს გრძელვადიანი მომსახურების ხელშეკრულება არანაკლებ 10 წლის ვადით, კომისიის მიერ დამტკიცებული ხელშეკრულების სტანდარტული ფორმის შესაბამისად. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ გრძელვადიან ხელშეკრულებას თან უნდა დაერთოს ინფორმაცია მომსახურების ტერიტორიის (ზონის) შესახებ, სადაც წყალმომხმარებელთა ორგანიზაცია განახორციელებს როგორც მისი წევრების, აგრეთვე სხვა წყალმომხმარებლების მომსახურებას. გრძელვადიან მომსახურების ხელშეკრულებაში აგრეთვე მოცემული უნდა იყოს მიწოდების წერტილ(ებ)ში წლის განმავლობაში მისაწოდებელი წყლის ზღვრული მოცულობები, ჩაშლილი თვეების მიხედვით (მისაწოდებელი წყლის მაქსიმალური და მინიმალური მოცულობების მითითებით). 4. მისაწოდებელი წყლის მაქსიმალური და მინიმალური მოცულობები უნდა განისაზღვროს გრძელვადიანი ხელშეკრულებით, სადაც გათვალისწინებული უნდა იყოს საირიგაციო სისტემის თავისებურები და ამ სისტემაში წინა ისტორიული პერიოდის განმავლობაში წყლის ფაქტობრივი მოცულობები (მინიმუმ 5 წლის განმავლობაში). 5. მიმწოდებელი ვალდებულია წყალმომხმარებელთა ორგანიზაციისგან მიღებული განაცხადი გრძელვადიანი ხელშეკრულების გაფორმების მოთხოვნის შესახებ განიხილოს მისი მიღებიდან ერთი თვის ვადაში, დაადგინოს განაცხადის და მასში არსებული მოთხოვნის სრულყოფილება და განმცხადებელს დაუყოვნებლივ აცნობოს პასუხი მოკლე ტექსტური შეტყობინებით, ხოლო ხარვეზის დადგენის შემთხვევაში, ასევე განაცხადში მითითებული საშუალებით – წერილობით ან ელექტრონულად (ხარვეზის დადგენის შემთხვევაში უარი უნდა იყოს დასაბუთებული). განაცხადის დამტკიცების შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია განმცხადებელს მიაწოდოს ინფორმაცია განაცხადით მოთხოვნილი პირობებით გრძელვადიანი ხელშეკრულების, საჯაროდ გამოცხადებული სტანდარტული პირობით გაფორმების აუცილებლობისა და ამ ხელშეკრულების გაფორმების ვადების შესახებ - ასეთ შემთხვევაში, გრძელვადიანი ხელშეკრულება მხარეებს შორის წერილობით უნდა გაფორმდეს ცალმხრივად ხელმოწერილის მეორე მხარისთვის წარდგენიდან ერთი კვირის ვადაში. 6. მიმწოდებელი ვალდებულია წყალმომხმარებელთა ორგანიზაციას განუცხადოს დასაბუთებული უარი გრძელვადიანი ხელშეკრულების გაფორმებაზე, თუ: ა) მოთხოვნილ მიწოდების წერტილ(ებ)ში ან საირიგაციო სისტემაში არსებული წყლის ფაქტობრივი მოცულობების ისტორიული მონაცემებით ან/და წყლის დებიტის განმსაზღვრელი სხვა ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით აშკარაა, რომ მოთხოვნილი მოცულობით მოთხოვნილ პერიოდში მიმწოდებელი ვერ უზრუნველყოფს გარანტირებულად მისაწოდებელ წყლის მინიმალური მოცულობის მიწოდებას. ამასთან, გრძელვადიანი ხელშეკრულების გაფორმებაზე უარის წერილთან ერთად, მიმწოდებელი ვალდებულია წყალმომხმარებელთა ორგანიზაციას ასევე აცნობოს იმ უახლოესი მიწოდების წერტილ(ებ)ის შესახებ, სადაც შესაძლებელია მოთხოვნილი წყლის მოცულობის მოთხოვნილ პერიოდებში გარანტირებულად მიწოდება; ბ) მოთხოვნილია 10 წელზე მეტი ვადით გრძელვადიანი ხელშეკრულების გაფორმება, წყალმომხმარებელთა ორგანიზაციას არ გააჩნია ვინმეს მიმართ პირდაპირი ფინანსური ისეთი სახის ვალდებულება, რომელიც კავშირშია მიმწოდებლის მიერ წყლის წინასწარგანსაზღვრული მოცულობით გარანტირებულ მიწოდებასთან მოთხოვნილ პერიოდზე. 7. მიმწოდებელსა და წყალმომხმარებელთა ორგანიზაციას შორის წყლის მიწოდების მომსახურების ხელშეკრულება უნდა ითვალისწინებდეს პირგასამტეხლოს როგორც მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული გარანტირებულად მისაწოდებელი წყლის მინიმალური მოცულობის მიუწოდებლობაზე, აგრეთვე წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის მიერ გარანტირებულად მისაწოდებელი წყლის მინიმალური მოცულობის აუთვისებლობის შემთხვევაზე. ამასთან, დაუშვებელია ერთი ოპერაციის დარღვევაზე ორი სხვადასხვა პირგასამტეხლოს დარიცხვა. ასეთ შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება მიმწოდებელსა და წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის შორის გაფორმებულ გრძელვადიანი ხელშეკრულების პირობას. 8. წყალსარგებლობის განრიგით გათვალისწინებული წყლის მიწოდების ოპერაცია და შესაბამის პერიოდზე მისაწოდებელი წყლის მოცულობები უნდა შეესაბამებოდეს გრძელვადიანი მომსახურების ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მისაწოდებელი წყლის ზღვრულ მოცულობებს, ხოლო წინააღმდეგობის შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება გრძელვადიანი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მისაწოდებელი წყლის მოცულობებს. 9. წყალმომხმარებელთა ორგანიზაცია უფლებამოსილია ამ წესების პირობების დაცვით მოითხოვოს გრძელვადიანი ხელშეკრულებით გათვალისწინებული მაქსიმალური წყლის მოცულობაზე მეტი წყლის მიწოდება, რომლის გამომწვევი მიზეზ(ებ)ი განცალკევებულად უნდა ჩანდეს შეთანხმებულ წყალსარგებლობის განრიგში. 10. თუ წყალმომხმარებელთა ორგანიზაცია, წესების შესაბამისად კალენდარული წლის პირველ მარტამდე არ მიმართავს მიმწოდებელს წყალმომარაგების განრიგის შეთანხმების მოთხოვნით, მიმდინარე წლის პერიოდზე წყალმომარაგება უნდა განხორციელდეს გასული წლის შეთანხმებული წყალსარგებლობის განრიგის შესაბამისად, ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში წყალმომხმარებელთა ორგანიზაციისთვის წყლის მიწოდება დასაშვებია მხოლოდ წყალსარგებლობის განრიგის შეთანხმების შემდგომ. 11. შეცვლილი გარემოებებისადმი გრძელვადიანი ხელშეკრულებით გათვალისწინებული მისაწოდებელი წყლის ზღვრული მოცულობების მისადაგების მიზნით, ხელშეკრულებაში ცვლილება ან/და ამ ხელშეკრულების ვადის გაგრძელება შესაძლებელია განხორციელდეს ერთ-ერთი მხარის მოთხოვნის საფუძველზე ურთიერთშეთანხმებით, გრძელვადიანი ხელშეკრულების გაფორმებაზე ამ მუხლით გათვალისწინებული წესისა და პირობების შესაბამისად. ამასთან, მიმწოდებელი ვალდებულია წყალმომხმარებელთა ორგანიზაციას წინასწარ 6 თვით ადრე მაინც წერილობითი ფორმით აცნობოს გრძელვადიანი ხელშეკრულების მოქმედების ვადის გასვლის და ახალი ხელშეკრულების გაფორმების ვადების შესახებ. 12. მიმწოდებელსა და წყალმომხმარებელთა ორგანიზაციას შორის გაფორმებული მომსახურების ხელშეკრულება შეიძლება შეწყდეს: ა) მიმწოდებლის მიერ ცალმხრივად, თუ ხელშეკრულების გაფორმებიდან 2 წლის განმავლობაში წყალმომხმარებელთა ორგანიზაციამ მიმწოდებელს არ მიმართა წყალსარგებლობის განრიგის შეთანხმების მოთხოვნით; ბ) მიმწოდებლის მიერ ცალმხრივად, თუ ხელშეკრულების გაფორმებიდან ზედიზედ 3 წლის განმავლობაში არ განხორციელდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული მინიმალური წყლის მოცულობების ათვისება (მოთხოვნილ პერიოდებში); გ) მხარეთა ურთიერთშეთანხმებით; დ) ხელშეკრულების მოქმედების ვადის გასვლით; ე) კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში. 13. წესების შესაბამისად, წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის მიერ მომსახურების საფასურის დარიცხვა და გადახდა უნდა მოხდეს ყოველთვიურად. 14. წყალმომხმარებელთა ორგანიზაცია ვალდებულია ყოველი კალენდარული წლის პირველ იანვრამდე წინსწრებით გადაიხადოს გრძელვადიანი მომსახურების ხელშეკრულებით განსაზღვრული, წლის განმავლობაში გარანტირებულად მისაწოდებელი წყლის მინიმალური მოცულობიდან მიწოდების მომსახურების 30%, რომელიც გათვალისწინებული იქნება მიმდინარე წლის ანგარიშსწორებისას. 15. წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის მიერ წინსწრებით გადასახდელი თანხის განსაზღვრულ ვადაში გადაუხდელობის ან/და მიმწოდებელსა და წყალმომხმარებელთა ორგანიზაციას შორის დარიცხული საფასურის გადახდის განწილვადების შესახებ შეუთანხმებლობის შემთხვევაში, მიმწოდებელი უფლებამოსილია წინსწრებით გადასახდელი თანხა ასახოს ამ მომხმარებლის დავალიანებაში და იმოქმედოს ამ წესების 49-ე მუხლის შესაბამისად.“; კ) 46-ე მუხლის მე-13 პუნქტს „ბ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ ქვეპუნქტი: „გ) წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის შემთხვევაში - ყოველწლიურად, წესების 451 მუხლის მე-15 პუნქტის შესაბამისად.“; ლ) 70-ე მუხლის მე-8 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-9 პუნქტი: „9. ამ წესების 451 მუხლის მე-14 და მე-15 პუნქტები, აგრეთვე 46-ე მუხლის მე-13 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2026 წლის 1 დეკემბრიდან.“; მ) დანართი №2 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დანართი №2 მიწოდების წერტილის მოწყობის საფასური მიწოდების წერტილის მოწყობის საფასური შეთავაზებული პაკეტის მიხედვით: ა) დახურული სისტემის შემთხვევაში:
ბ) ღია არხზე მოწყობის შემთხვევაში:
ნ) დანართი №3 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დანართი №3 მშენებლობის ტექნიკური ზედამხედველობის, აღრიცხვის კვანძის მოწყობისა და შეჭრის საფასური მშენებლობის ტექნიკური ზედამხედველობის, აღრიცხვის კვანძის მოწყობისა და შეჭრის საფასური დახურულ და ღია სისტემებზე შეთავაზებული პაკეტის მიხედვით: ა) დახურული სისტემის შემთხვევაში:
ბ) ღია არხზე მოწყობის შემთხვევაში:
ო) დანართი №4 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დანართი №4 აღრიცხვის კვანძის მოწყობის საფასური აღრიცხვის კვანძის მოწყობის საფასური დახურულ და ღია სისტემაზე შეთავაზებული პაკეტის მიხედვით: ა) დახურული სისტემის შემთხვევაში:
ბ) ღია არხზე მოწყობის შემთხვევაში:
|
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები