დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სიგარაბარის მოწყობის სანებართვო მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2018 წლის 30 აპრილის №172 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 336 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 09/10/2024 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 11/10/2024 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190040000.22.033.017859 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„სიგარაბარის მოწყობის სანებართვო მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2018 წლის 30 აპრილის №172 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 30/04/2018, სარეგისტრაციო კოდი 190040000.22.033.017090) შეტანილ იქნას ცვლილება და ბრძანების:
1. სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „სიგარაბარის მოწყობის სანებართვო მოწმობისა და სანებართვო პირობების შესრულების შემოწმების აქტის ფორმების დამტკიცების შესახებ“. 2. პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლისა და 33-ე მუხლის მე-6 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:“. 3. პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1 დამტკიცდეს: 1. სიგარაბარის მოწყობის სანებართვო მოწმობის ფორმა, თანდართული რედაქციით (დანართი №1). 2. სიგარაბარის მოწყობის სანებართვო პირობების შესრულების შემოწმების აქტის ფორმა, თანდართული რედაქციით (დანართი №2).“. 4. დანართი №1 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით. 5. დაემატოს დანართი №2 (სიგარაბარის მოწყობის სანებართვო პირობების შესრულების შემოწმების აქტის ფორმა) თანდართული რედაქციით. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები