დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 6232/20; 22394/20 |
| დოკუმენტის მიმღები | ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო |
| მიღების თარიღი | 24/05/2024 |
| დოკუმენტის ტიპი | სასამართლოს აქტები |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 11/10/2024 |
| სარეგისტრაციო კოდი | |
|
|
20. 2014 წლის 10 ნოემბერს გენერალურმა პროკურატურამ მომჩივანს ბრალი წაუყენა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში თანამონაწილეობისა (სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-5 ნაწილის (ე) ქვეპუნქტი) და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისთვის (ამავე კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 პუნქტის (ბ) ქვეპუნქტი), ძალადობის გამოყენებით. მას ბრალი ედებოდა შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნების დახმარებით ვ.გ.-ზე თავდასხმის ორგანიზებაში, როგორც შურისძიება ამ უკანასკნელის მიერ გაკეთებულ საჯარო განცხადებებზე, რომლის დროსაც ის შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოიხსენიებდა მომჩივანსა და მის მეუღლეს. ასევე, 2014 წლის 11 ნოემბრის სისხლის სამართლის ცალკე საქმისწარმოების დროს ანალოგიური ბრალდება წაუყენეს ი.მ.-ს, ე.კ.-ს და გ.ს.-ს, ასევე სპეცრაზმის ექვს თანამშრომელს.
„273. ნებისმიერ შემთხვევაში მთავარ პრობლემას არა მხოლოდ პირველად შეფარდებული სასჯელი, არამედ მისი შემდგომი აღსრულება წარმოადგენს. სასამართლო აღშფოთებულია იმ ფაქტით, რომ 2008 წლის 24 ნოემბერს საქართველოს პრეზიდენტმა მიზანშეწონილად ჩათვალა შეეწყალებინა ასეთი მძიმე დანაშაულის ჩამდენი სახელმწიფო მუშაკები და სასჯელი გაუნახევრა. მოგვიანებით კი, თითქოსდა ამგვარი რბილი ზომის არასაკმარისობის გამო, 2009 წლის 5 სექტემბერს ციხის ადმინისტრაციამ შესაბამის ადგილობრივ სასამართლოს ამ მსჯავრდებულების პირობით გათავისუფლების რეკომენდაცია მისცა. ...
B. განმეორებითი გამოძიება გირგვლიანის მკვლელობის საქმესა და მომჩივნის საბრალდებო დასკვნასთან დაკავშირებით
„სასამართლო საჭიროდ მიიჩნევს განმარტოს, რომ ... ცალსახა მტკიცება, რომ პრეზიდენტის კონსტიტუციური უფლებამოსილება შეუზღუდავია – და რომ შეუძლებელია ამ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, თუნდაც დადასტურდეს არაკეთილსინდისიერი და წინასწარ დაგეგმილი განზრახვა – სახიფათოა და ამან შეიძლება წაახალისოს სახელმწიფოს მაღალჩინოსნები მომავალში ჩაერთონ კორუფციაში ან სხვა უკანონო გარიგებებში. ასეთი მტკიცება შლის სახელმწიფო თანამდებობის პირის უფლებამოსილების სამართლებრივ საზღვრებს და ძირს უთხრის შეკავებისა და გაწონასწორების სისტემას. დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის პრინციპები უმთავრესია ყველა სხვა კონსტიტუციურ პრინციპს შორის, ... და ამ პრინციპების საფუძველზე სახელმწიფო მოხელეები ვალდებულნი არიან დაიცვან კონსტიტუციური წესწყობილება, რაც ნიშნავს, რომ სახელმწიფო ხელისუფლების არც ერთ შტოს შეუძლია იმოქმედოს მხოლოდ პირადი სარგებლის, პოლიტიკური აუცილებლობის ან სხვა არასათანადო მოტივაციის საფუძველზე. ამდენად, პრეზიდენტის მიერ შეწყალების უფლებამოსილება არ შეიძლება იყოს შეუზღუდავი და, პირიქით, ის იზღუდება შესაბამისი კონსტიტუციური პრინციპებითა და სამართლებრივი რაციონალიზმით. პრეზიდენტს შეუძლია თავისი უფლებამოსილების განხორციელება მხოლოდ კონსტიტუციური პრინციპების შესაბამისად და არა მათ წინააღმდეგ“.
52. გარდა იმ დასკვნებისა, რომ პრეზიდენტის მიერ შეწყალების უფლებამოსილება არ იყო შეუზღუდავი, საქალაქო სასამართლომ ასევე მიუთითა იმ ფაქტზე, რომ მოვლენების ნორმალური განვითარებისას (ანუ პრეცედენტის მიხედვით) გადაწყვეტილების მიღებამდე მომჩივანს კონსულტაციისთვის უნდა მიემართა პრეზიდენტის შეწყალების კომისიისთვის - ეტაპი, რომელსაც მან გვერდი აუარა (იხ., ზემოთ, პუნქტი 49). ის ფაქტი, რომ მან, ყოველგვარი ახსნის გარეშე, გვერდი აუარა პრეზიდენტის შეწყალების კომისიასთან კონსულტაციის სხვაგვარად რუტინულ პროცედურულ ეტაპს, საქალაქო სასამართლოს აზრით, იყო კიდევ ერთი მტკიცებულება (ამ კუთხით, დამატებითი მტკიცებულებისათვის იხილეთ მომდევნო პუნქტი) იმისა, რომ მომჩივანმა განზრახ ბოროტად გამოიყენა მისი უფლებამოსილება.
2. საქმისწარმოება თბილისის სააპელაციო სასამართლოში
IV. მოვლენათა შემდგომი განვითარება შესაბამისი სამართლებრივი ჩარჩო და პრაქტიკა
A. კონსტიტუცია
„1. მოსამართლის თანაშემწე იღებს მოქალაქეებს, მათ საჩივრებსა და განცხადებებს, ამზადებს საქმეებს სასამართლო სხდომაზე განსახილველად, მოიძიებს სათანადო სამართლებრივ ლიტერატურასა და სასამართლო პრაქტიკის მასალებს, ადგენს სათანადო დოკუმენტების პროექტებს, მოსამართლის დავალებით ასრულებს საქმის განხილვასთან დაკავშირებულ სხვა მოვალეობებს.“
E. 1997 წლის 31 ოქტომბრის კანონი საჯარო სამსახურის შესახებ
87. მიუხედავად იმისა, როგორც უზენაესმა სასამართლომ ზემოხსენებულ გადაწყვეტილებაში აღწერა, რომ პრეზიდენტის მიერ შეწყალების უფლება იყო „უპირობო“ ხასიათის, პირველი ინსტანციის სასამართლოს შესაბამის გადაწყვეტილებებში (რომელთა დასკვნებსაც მხარი დაუჭირა უზენაესმა სასამართლომ), შეწყალების უფლებამოსილება დამატებით ხასიათდებოდა, როგორც „საქართველოს პრეზიდენტისთვის მინიჭებული აბსოლუტური კონსტიტუციური უფლება“ (იხ., საქმე „ასანიძე“, ციტირებული ზემოთ, § 28).
89. ევროპის საბჭოს წევრი სახელმწიფოების მიერ ნაკისრი მოვალეობებისა და ვალდებულებების შესრულების კომიტეტის ანგარიშში (ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დოკუმენტი N13588, 2014 წლის 5 სექტემბერი), სხვა საკითხებთან ერთად, აღნიშნულია შემდეგი (სქოლიოები გამოტოვებულია):
„1. „პოლიტიკური და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობების გამიჯვნის შესახებ“ ანგარიშის მომზადების ფარგლებში, საპარლამენტო ასამბლეის იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა (PACE) სთხოვა ვენეციის კომისიას ამ თემაზე დასკვნის გაკეთება შედარებითი კონსტიტუციური სამართლის პერსპექტივიდან გამომდინარე, კომიტეტის თავმჯდომარის მიერ 2012 წლის 28 ივნისს გაგზავნილი წერილის საფუძველზე.
მუხლი 6
„1. ყოველი ადამიანი, ... მისთვის წარდგენილი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას, აღჭურვილია ... მისი საქმის სამართლიანი ... განხილვის უფლებით კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ. ...
A. მხარეთა არგუმენტები
მუხლი 18
A. მხარეთა არგუმენტები
მოსამართლეების რავარანისა და შიმაჩკოვას ერთობლივი ნაწილობრივ განსხვავებული აზრი
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები