„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2021 წლის 22 მარტის №15 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 29
დოკუმენტის მიმღები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
მიღების თარიღი 08/10/2024
დოკუმენტის ტიპი ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 09/10/2024
სარეგისტრაციო კოდი 010340000.32.061.016406
29
08/10/2024
ვებგვერდი, 09/10/2024
010340000.32.061.016406
„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2021 წლის 22 მარტის №15 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
 
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის

დადგენილება №29

2024 წლის 8 ოქტომბერი

ქ. თბილისი

„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2021 წლის 22 მარტის №15 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

მუხლი 1
„ნორმატიული   აქტების  შესახებ“ საქართველოს  კანონის მე-20 მუხლისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის  კანონის მე-18 მუხლის   შესაბამისად,  „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2021 წლის 22 მარტის №15 დადგენილებით („საქართველოს საკანონმდებლო მაცნე” ვებგვერდი, 22/03/2021, სარეგისტრაციო კოდი: 010340000.32.061.016338) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები:

1. დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებსა და სამინისტროს საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ სხვა საჯარო მოსამსახურეებს. დებს ადმინისტრაციულ და შრომით ხელშეკრულებებს. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს დასანიშნად წარუდგენს პირველი მოადგილისა და მოადგილეების კანდიდატურებს;“.

2. დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ლ) უფლებამოსილია, სამინისტროს თანამდებობის პირთა საქმიანობის სამსახურებრივი ზედამხედველობის განხორციელება დააკისროს პირველ მოადგილეს;“.

3. დებულების მე-5 მუხლის მე-4  და მე-5 პუნქტები  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. მინისტრს ჰყავს პირველი მოადგილე და ორი მოადგილე, რომლებსაც მინისტრის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე. მინისტრის მოადგილეების უფლებამოსილებები და ფუნქციები განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით, თუ კანონითა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აქტებით სხვა რამ არ არის დადგენილი.

„5. მინისტრის არყოფნის ან უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში ამ დებულების მე-5 მუხლით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს ახორციელებს მინისტრის პირველი მოადგილე, ხოლო მინისტრის პირველი მოადგილის არყოფნის ან უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში – მინისტრის ერთ-ერთი მოადგილე.“.

მუხლი 2
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარელევან მგალობლიშვილი