დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„მშენებლობის ნებართვის გაცემისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების წესისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის №255 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 337 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 07/10/2024 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 09/10/2024 |
ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2025 |
სარეგისტრაციო კოდი | 300310000.10.003.024732 |
|
„მშენებლობის ნებართვის გაცემისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების წესისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის №255 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურისა და სატელეკომუნიკაციო მიზნებისთვის გამოყენებადი ფიზიკური ინფრასტრუქტურის გაზიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, „მშენებლობის ნებართვის გაცემისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების წესისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის №255 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 31/05/2019, 300310000.10.003.021272) შეტანილ იქნეს ცლილება და დადგენილებით დამტკიცებული „მშენებლობის ნებართვის გაცემისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების წესისა და პირობების“:
1. მე-13 მუხლის: ა) პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ნ1“ ქვეპუნქტი: „ნ1) შენობის შიდა ფიზიკური ინფრასტრუქტურის სქემებს, გარდა ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების მშენებლობისას;“; ბ) მე-7 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის შენიშვნა: „შენიშვნა: შენობის შიდა ფიზიკური ინფრასტრუქტურა – „სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურისა და სატელეკომუნიკაციო მიზნებისთვის გამოყენებადი ფიზიკური ინფრასტრუქტურის გაზიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად განმარტებული შენობის შიდა ფიზიკური ინფრასტრუქტურა – (ფიზიკური ინფრასტრუქტურა ან ინსტალაციები ბოლო მომხმარებლამდე, მათ შორის, საერთო საკუთრებაში არსებული ელემენტები, რომლებიც განკუთვნილია სადენიანი დაშვების ქსელების ან/და უსადენო დაშვების ქსელების განსათავსებლად და სადაც ამ ქსელებით შესაძლებელია ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურებების მიწოდება და შენობის დაშვების წერტილის ქსელის ტერმინაციის წერტილთან მიერთება).“. 2. 22-ე მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. I კლასის ელექტროგადამცემი ხაზის, კავშირგაბმულობის ხაზის/ქსელის, გაზსადენის, წყალსადენის ან წყალარინების მილის მშენებლობისას, არ არის სავალდებულო, განცხადებას თან დაერთოს ადმინისტრაციული ორგანოს თანხმობა სახელმწიფოს/მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ან საზოგადოებრივ სივრცეში ამ ხაზობრივი ნაგებობის განთავსების თაობაზე. ასეთ შემთხვევაში, ნებართვის გაცემაზე უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია, 5 დღის ვადაში დაადგინოს განცხადების შესაბამისობა და განცხადება, თანდართულ საბუთების ასლებთან ერთად, წარუდგინოს სხვა ადმინისტრაციულ ორგანოს (მათ შორის, სახელმწიფოს/მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების მართვასა და განკარგვაზე უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც განკარგვაზე თავად არის უფლებამოსილი). სხვა ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია, მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება მშენებლობის ნებართვის გამცემ ორგანოში განცხადების წარდგენიდან არაუგვიანეს 15 დღის ვადაში. ასეთი მშენებლობის ქალაქთმშენებლობით დოკუმენტებთან შესაბამისობასა და მისი განხორციელების შესაძლებლობას ნებართვის გაცემაზე უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანო წერილობით ადასტურებს განცხადების მიღებიდან 20 დღის ვადაში წარდგენილი სრულყოფილი დოკუმენტ(ებ)ისა და სხვა ადმინისტრაციული ორგანო(ები)ს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების საფუძველზე.“. |
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2025 წლის პირველი იანვრიდან.
|
|
დოკუმენტის კომენტარები