დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „აკრედიტაციის ეროვნული საბჭოს შექმნისა და საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2014 წლის 30 დეკემბრის №1-1/403 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1-1/363 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 07/10/2024 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 09/10/2024 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.22.024.016874 |
1-1/363
07/10/2024
ვებგვერდი, 09/10/2024
040030000.22.024.016874
„აკრედიტაციის ეროვნული საბჭოს შექმნისა და საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2014 წლის 30 დეკემბრის №1-1/403 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
|
„აკრედიტაციის ეროვნული საბჭოს შექმნისა და საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2014 წლის 30 დეკემბრის №1-1/403 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„აკრედიტაციის ეროვნული საბჭოს შექმნისა და საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2014 წლის 30 დეკემბრის № 1-1/403 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 31/12/2014, 040030000.22.024.016355) დამტკიცებული „აკრედიტაციის ეროვნული საბჭოს შექმნისა და საქმიანობის წესის“ მე-7 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. აკრედიტაციის საბჭოს სხდომა იმართება სულ ცოტა წელიწადში ერთხელ. საბჭოს სხდომის გამართვის დრო, ადგილი და მასზე განსახილველი საკითხები მიეწოდებათ საბჭოს წევრებს საბჭოს სამდივნოს მეშვეობით.“. |
| მუხლი 2 |
ეს
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები