დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სამოქალაქო ბრუნვაში დაშვებული სანადირო და სპორტული პნევმატური იარაღის რეგისტრაციის, შენახვისა და ტარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 5 დეკემბრის №963 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 75 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 07/10/2024 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 08/10/2024 |
| სარეგისტრაციო კოდი | 140130000.22.034.017502 |
|
„სამოქალაქო ბრუნვაში დაშვებული სანადირო და სპორტული პნევმატური იარაღის რეგისტრაციის, შენახვისა და ტარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 5 დეკემბრის №963 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, 24-ე მუხლისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„სამოქალაქო ბრუნვაში დაშვებული სანადირო და სპორტული პნევმატური იარაღის რეგისტრაციის, შენახვისა და ტარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 5 დეკემბრის №963 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 05/12/2014, 140130000.22.034.016390) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. ბრძანების: ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „სამოქალაქო ბრუნვაში დაშვებული სანადირო და სპორტული პნევმატური იარაღების რეგისტრაციის, შენახვის, ტარების, გადატანის, გადაზიდვის ან გადაგზავნის წესის დამტკიცების შესახებ“; ბ) პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „„იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის 141 მუხლის მე-2 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:“; გ) პირველი მუხლის: გ.ა) „ა“ და „ა1“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) სამოქალაქო ბრუნვაში დაშვებული სანადირო და სპორტული პნევმატური იარაღების რეგისტრაციის წესი (დანართი №1); ა1) სამოქალაქო ბრუნვაში დაშვებული სანადირო და სპორტული პნევმატური იარაღების შენახვის, ტარების, გადატანის, გადაზიდვის ან გადაგზავნის წესი (დანართი №11);“; გ.ბ) „გ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს. 2. ბრძანებით დამტკიცებული №1 დანართის: ა) პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1 ეს წესი განსაზღვრავს ფიზიკური პირის კუთვნილი „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული სანადირო და სპორტული პნევმატური იარაღებისა და მათი ძირითადი ელემენტების, ამავე კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული იურიდიული პირის/ინდივიდუალური მეწარმის კუთვნილი, სამოქალაქო ბრუნვაში დაშვებული სანადირო და სპორტული პნევმატური იარაღებისა და მათი ძირითადი ელემენტების, დახურული ან/და ნახევრად დახურული ტირის ან/და სასროლეთის გახსნის ნებართვის მფლობელი იურიდიული პირის/ინდივიდუალური მეწარმის კუთვნილი, საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული ტექნიკური მახასიათებლების მქონე, სამოქალაქო ბრუნვაში დაშვებული სანადირო და სპორტული პნევმატური იარაღების, აგრეთვე, მათი ძირითადი ელემენტების რეგისტრაციის, ხელახალი რეგისტრაციის, რეგისტრაციის გაუქმების (მათ შორის, ჩამოწერის), პნევმატური იარაღის სარეგისტრაციო მოწმობის გაცემის, გაუქმებისა და პნევმატურ იარაღზე იარაღის დროებითი მოწმობის გაცემის წესსა და პირობებს.“; ბ) მე-2 მუხლის: ბ.ა) პირველი პუნქტის: ბ.ა.ა) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) ნებართვის მფლობელი პირი – დახურული ან/და ნახევრად დახურული ტირის ან/და სასროლეთის გახსნის ნებართვის მფლობელი იურიდიული პირი/ინდივიდუალური მეწარმე;“; ბ.ა.ბ) „გ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ1“ და „გ2“ ქვეპუნქტები: „გ1) ფედერაცია – „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სროლის სახეობის ეროვნული სპორტული ფედერაცია/ორგანიზაცია ან/და მისი წევრი იურიდიული პირი/ინდივიდუალური მეწარმე (რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გახსნილი აქვს დახურული ან/და ნახევრად დახურული ტირი ან/და სასროლეთი); გ2) სპორტული ორგანიზაცია – „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ეროვნული სპორტული ორგანიზაცია, რომლის ერთ-ერთი მიმართულებაც სროლის სახეობაა;“; ბ.ა.გ) „დ“–„ვ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) ფიზიკური პირი – მესაკუთრე იმ პნევმატური იარაღისა, რომლის ტარება, „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, დასაშვებია მხოლოდ მისი სააგენტოში რეგისტრაციის შემდეგ (ეს ტერმინი არ მოიცავს ინდივიდუალურ მეწარმეს); ე) დაინტერესებული პირი – ფიზიკური პირი, ნებართვის მფლობელი პირი, ფედერაცია ან სპორტული ორგანიზაცია, რომელსაც აქვს უფლება ან ვალდებულება ამ წესით გათვალისწინებული მომსახურების მიღების მოთხოვნით მიმართოს სააგენტოს; ვ) რეგისტრაცია – საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით, სააგენტოს მიერ ფიზიკურ პირზე, ნებართვის მფლობელ პირზე, ფედერაციაზე ან სპორტულ ორგანიზაციაზე პნევმატური იარაღის რეგისტრაცია (პირველადი რეგისტრაცია, ხელახალი რეგისტრაცია), ჩამოწერა, სარეგისტრაციო სისტემასა და დოკუმენტებში ინფორმაციის აღრიცხვა;“; ბ.ა.დ) „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „თ) პნევმატური იარაღის სარეგისტრაციო მოწმობა – „იარაღის რეგისტრაციის მოწმობის, სანებართვო მოწმობების ფორმების, აგრეთვე მათი გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 22 დეკემბრის №1371 ბრძანების პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული შესაბამისი ფორმის (ფორმა №1 და ფორმა №2) დოკუმენტი;“; ბ.ა.ე) „ი“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს; ბ.ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. სააგენტოს მიერ დაინტერესებულ პირზე პნევმატური იარაღის რეგისტრაცია დასტურდება სარეგისტრაციო ჩანაწერებითა და ამ ბრძანებით განსაზღვრული პნევმატური იარაღის სარეგისტრაციო მოწმობის გაცემით.“; გ) მე-4 მუხლის: გ.ა) პირველი პუნქტის: გ.ა.ა) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) ბალისტიკური შემოწმების აქტი (გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გამონაკლისებისა);“; გ.ა.ბ) „ე“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ ქვეპუნქტი: „ვ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა დოკუმენტები.“; გ.ბ) მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ ქვეპუნქტი: „ე) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა დოკუმენტები.“; გ.გ) მე-4 პუნქტის: გ.გ.ა) პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. ნებართვის მფლობელმა პირმა, ფედერაციამ და სპორტულმა ორგანიზაციამ კუთვნილი პნევმატური იარაღის რეგისტრაციისათვის სააგენტოში უნდა წარადგინოს:“; გ.გ.ბ) „დ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს; გ.გ.გ) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) ბალისტიკური შემოწმების აქტი (გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გამონაკლისებისა);“; გ.გ.დ) „ე“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ ქვეპუნქტი: „ვ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა დოკუმენტები.“; გ.დ) მე-5 პუნქტის პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. სააგენტოს მიერ პნევმატური იარაღის რეგისტრაცია ხორციელდება ფიზიკური პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის, აგრეთვე, „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული გარემოებების არარსებობის დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენის გარეშე, თუ მოთხოვნის მომენტისათვის:“; გ.ე) მე-6 პუნქტის: გ.ე.ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) თუ ფიზიკური პირი უფლების რეალიზებას ახორციელებს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის ან/და „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლების აღდგენის შემდეგ;“; გ.ე.ბ) „ა“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა1“ ქვეპუნქტი: „ა1) სააგენტოს უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ ფიზიკურ პირზე ვიზუალური დაკვირვების შედეგად გამოვლინდა ფიზიკური ნაკლი, რომელიც შეუძლებელს ხდის მასზე პნევმატური იარაღის რეგისტრაციას;“; დ) მე-5 მუხლის: დ.ა) პირველი პუნქტის: დ.ა.ა) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) ფიზიკური პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა შეუძლებელს ხდის მასზე პნევმატური იარაღის რეგისტრაციას;“; დ.ა.ბ) „დ“ და „ე“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) ფიზიკური პირი ალკოჰოლიზმით, ნარკომანიით ან ტოქსიკომანიით არის დაავადებული; ე) ფიზიკური პირი ბრალდებულია (გარდა „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ5“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) ან ფიზიკურ პირს ნასამართლობა არ აქვს მოხსნილი ან გაქარწყლებული (გარდა „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ5“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა);“; დ.ა.გ) „ვ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს; დ.ა.დ) „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „თ) ფიზიკური პირის მიმართ გამოცემულია დამცავი, შემაკავებელი ან იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვის ორდერი – ამ ორდერით განსაზღვრულ შემთხვევებში და განსაზღვრული ვადით;“; დ.ა.ე) „თ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ1“ ქვეპუნქტი: „თ1) ფიზიკურ პირს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციული სახდელის სახით იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვა შეეფარდა და ამ სახდელის ვადა გასული არ არის;“; დ.ა.ვ) „კ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „კ1“-„კ2“ ქვეპუნქტები: „კ1) გასროლილი ჭურვის საწყისი ენერგია შეადგენს: კ1.ა) 5 ჯოულზე ნაკლებს – პნევმატური იარაღის ფიზიკურ პირზე რეგისტრაციის შემთხვევაში; კ1.ბ) 3 ჯოულზე ნაკლებს – პნევმატური იარაღის ნებართვის მფლობელ პირზე რეგისტრაციის შემთხვევაში; კ2) პნევმატური იარაღი არ არის დაშვებული სამოქალაქო ბრუნვაში;“; დ.ბ) მე-2 პუნქტის: დ.ბ.ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული გარემოებები გამოვლინდა/წარმოიშვა პნევმატური იარაღის რეგისტრაციის შემდეგ;“; დ.ბ.ბ) „ა“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა1“ და „ა2“ ქვეპუნქტები: „ა1) თუ ფიზიკური პირი ფსიქიკურად დაავადდა ან/და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა შეუძლებელს ხდის მის მიერ პნევმატური იარაღით სარგებლობას და ამის შესახებ ცნობილი გახდა სააგენტოსათვის; ა2) თუ ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“ ან „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული გარემოების შესაძლო არსებობის თაობაზე მიღებული ინფორმაციის საფუძველზე დაწყებული საქმისწარმოების ფარგლებში, ფიზიკური პირი არ უზრუნველყოფს სააგენტოს მიერ მოთხოვნილი ფსიქიკური მდგომარეობის შესახებ ცნობის ან ჯანმრთელობის მდგომარეობის ამსახველი შესაბამისი დოკუმენტის წარდგენას;“; დ.ბ.გ) „ე“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე1“ ქვეპუნქტი: „ე1) ფიზიკური პირის მიერ იარაღის ბრუნვასთან დაკავშირებული საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების დარღვევისას;“; დ.ბ.დ) „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ვ) დახურული ან/და ნახევრად დახურული ტირის ან/და სასროლეთის გახსნის ნებართვის გაუქმებისას (ნებართვის მფლობელ პირზე რეგისტრირებული პნევმატური იარაღის შემთხვევაში);“; ე) მე-6 მუხლის: ე.ა) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. პნევმატური იარაღის, ასევე, მისი ძირითადი ელემენტის რეგისტრაციის, ხელახალი რეგისტრაციის ან რეგისტრაციის გაუქმების შედეგად სარეგისტრაციო მონაცემებში აისახება შემდეგი სარეგისტრაციო მონაცემები/ინფორმაცია: ა) დაინტერესებული პირის მაიდენტიფიცირებელი მონაცემები: ა.ა) ფიზიკური პირის შემთხვევაში – სახელი, გვარი, პირადი ნომერი, საცხოვრებელი ადგილი; ა.ბ) იურიდიული პირის/ინდივიდუალური მეწარმის შემთხვევაში – საფირმო სახელწოდება, იურიდიული მისამართი, საიდენტიფიკაციო ნომერი, სამართლებრივი ფორმა; ბ) პნევმატური იარაღის: სახე, მარკა, მოდელი, ტიპი, კალიბრი (ყალიბი), საიდენტიფიკაციო ნომერი, ასევე, გამოშვების წელი (არასავალდებულო); გ) დამატებითი ძირითადი ელემენტის სახე და საიდენტიფიკაციო ნომერი (ასეთის არსებობის შემთხვევაში); დ) პნევმატური იარაღის (გარდა პისტოლეტისა და რევოლვერისა) საერთო სიგრძე; ე) პნევმატური იარაღის (გარდა პისტოლეტისა და რევოლვერისა) საერთო სიგრძე მასზე დამატებითი ძირითადი ელემენტის კონსტრუქციულად დამაგრებისას (გარდა იმ შემთხვევისა, თუ დამატებითი ძირითადი ელემენტის პნევმატურ იარაღზე კონსტრუქციულად დამაგრება არ იწვევს პნევმატური იარაღის საერთო სიგრძის ცვლილებას); ვ) ინფორმაცია პნევმატური იარაღის ფიზიკურ პირზე რეგისტრაციისას ამ წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „კ1.ა“ ქვეპუნქტით, ხოლო პნევმატური იარაღის ნებართვის მფლობელ პირზე რეგისტრაციისას იმავე პუნქტის „კ1.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოების არარსებობის თაობაზე, რაც დასტურდება პნევმატური იარაღის სარეგისტრაციო მოწმობის გაცემით; ზ) პნევმატური იარაღის რეგისტრაციისა და რეგისტრაციის გაუქმების/ძალადაკარგულად გამოცხადების (მათ შორის, ჩამოწერის) საფუძველი და თარიღი; თ) პნევმატური იარაღის სარეგისტრაციო მოწმობის ნომერი, კატეგორია, გაცემისა და გაუქმების თარიღი; ი) პნევმატური იარაღის შენახვის ადგილი; კ) პნევმატური იარაღის დადამღვის შემთხვევაში, ინფორმაცია დადამღვის თარიღისა და დადამღული საიდენტიფიკაციო ნომრის ან სააღრიცხვო ნომრის შესახებ; ლ) პნევმატური იარაღის რეგისტრაციის, ხელახალი რეგისტრაციისა და რეგისტრაციის გაუქმების მიზნებისათვის სხვა მნიშვნელოვანი ინფორმაცია. 2. პნევმატური იარაღის რეგისტრაციისა და ხელახალი რეგისტრაციის შედეგად სააგენტო გასცემს: ა) E კატეგორიის პნევმატური იარაღის სარეგისტრაციო მოწმობას (ფორმა №1) – ფიზიკურ პირზე პნევმატური იარაღის ან მისი ძირითადი ელემენტის რეგისტრაციისას ან ხელახალი რეგისტრაციისას, რის შედეგად პნევმატური იარაღის სარეგისტრაციო მოწმობაში მიეთითება მხოლოდ ის სარეგისტრაციო მონაცემები, რომლებსაც ითვალისწინებს დამტკიცებული ფორმა და ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული შესაბამისი მონაცემი. ამასთან, პნევმატური იარაღის სარეგისტრაციო მოწმობის გაცემისას გრაფაში – „ნებართვის სახე“ კეთდება ჩანაწერი „E“ (უფლება აქვს ატაროს პნევმატური იარაღი); ბ) G/Pn კატეგორიის პნევმატური იარაღის სარეგისტრაციო მოწმობას (ფორმა №2) – ნებართვის მფლობელი პირის კუთვნილი, ამ წესით გათვალისწინებული, სამოქალაქო ბრუნვაში დაშვებული სანადირო და სპორტული პნევმატური იარაღების ან მათი ძირითადი ელემენტების რეგისტრაციისას ან ხელახალი რეგისტრაციისას; გ) H/Pn კატეგორიის პნევმატური იარაღის სარეგისტრაციო მოწმობას (ფორმა №2) – ფედერაციის ან სპორტული ორგანიზაციის კუთვნილი, სამოქალაქო ბრუნვაში დაშვებული სანადირო და სპორტული პნევმატური იარაღების ან მათი ძირითადი ელემენტების რეგისტრაციისას ან ხელახალი რეგისტრაციისას.“; ე.ბ) მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს; ე.გ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. პნევმატური იარაღის შენახვის ადგილთან/შენახვის ადგილის განსაზღვრასთან დაკავშირებით გამოიყენება ცეცხლსასროლ იარაღთან მიმართებით საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი რეგულაციები, თუ ამ წესით სხვა რამ არ არის დადგენილი ან/და „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს.“; ე.დ) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი: „41. დასაშვებია ფედერაციის ან სპორტული ორგანიზაციის მიერ მისი ან სპორტულ ღონისძიებაში მონაწილე პირის კუთვნილი სამოქალაქო ბრუნვაში დაშვებული სპორტული პნევმატური იარაღისა და საბრძოლო მასალის სპორტულ სროლაში საკვალიფიკაციო ნორმატივების შესრულების ან სპორტული შეჯიბრების ჩატარების ადგილზე დროებითი შენახვა, თუ უზრუნველყოფილი იქნება იარაღისა და საბრძოლო მასალის უსაფრთხო შენახვასთან დაკავშირებული მოთხოვნების დაცვა.“; ე.ე) მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი: „6. პნევმატური იარაღის საერთო სიგრძე მიეთითება პნევმატური იარაღის სარეგისტრაციო მოწმობაში, კერძოდ, გრაფაში „კალიბრი“/„იარაღის კალიბრი“, მარჯვენა კიდესთან (ლათინური ასო „L“ და სიგრძე გამოსახული სანტიმეტრებში), ხოლო პნევმატური იარაღის საერთო სიგრძე დამატებითი ძირითადი ელემენტის პნევმატურ იარაღზე კონსტრუქციულად დამაგრებისას აისახება გრაფაში „დამატებითი ძირითადი ელემენტები“/„იარაღის დამატებითი ძირითადი ელემენტები“, ყველა იმ დამატებითი ძირითადი ელემენტის გასწვრივ, რომელიც გავლენას ახდენს პნევმატური იარაღის საერთო სიგრძეზე (ლათინური ასო „L“ და სიგრძე გამოსახული სანტიმეტრებში).“; ვ) მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის: ვ.ა) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) ბალისტიკური შემოწმების აქტი (გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გამონაკლისებისა);“; ვ.ბ) „ე“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ ქვეპუნქტი: „ვ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა დოკუმენტი.“; ზ) 81 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. იარაღის დროებითი მოწმობის საფუძველზე პნევმატური იარაღის გადატანისას დაცული უნდა იქნეს პნევმატური იარაღის გადატანა-გადაზიდვისათვის დადგენილი წესები.“; თ) 81 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 82 და 83 მუხლები: „მუხლი 82 1. მესაკუთრე ფიზიკური პირის განცხადების საფუძველზე, პნევმატური იარაღის (გარდა ფიზიკურ პირზე რეგისტრირებული პნევმატური იარაღისა) შენახვის ადგილიდან დროებით სხვა ადგილზე გადატანისა და შენახვის ადგილზე დაბრუნების მიზნით გაიცემა იარაღის დროებითი მოწმობა – ფორმა №7 (დანართი №7). 2. იარაღის დროებითი მოწმობა – ფორმა №7 უფლებას აძლევს პირს მოწმობით განსაზღვრულ ვადაში განახორციელოს დაზიანებული პნევმატური იარაღის შენახვის ადგილიდან გადატანა იარაღის შეკეთების ლიცენზიის მქონე პირთან, ხოლო შეკეთების შემდეგ, ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული წესით განახორციელოს პნევმატური იარაღის გადატანა უკან შენახვის ადგილზე. იარაღის დროებითი მოწმობის მქონე პირი ვალდებულია დაიცვას პნევმატური იარაღის გადატანა-გადაზიდვისათვის დადგენილი წესები. 3. იარაღის დროებითი მოწმობის – ფორმა №7-ის პირველ ნაწილს ავსებს სააგენტოს უფლებამოსილი თანამშრომელი, რომელიც პნევმატური იარაღის შენახვის ადგილისა და იარაღის შეკეთების ლიცენზიის მქონე პირის მისამართის შესაბამისად მიუთითებს პნევმატური იარაღის შენახვისა და მიტანის ადგილს, ხოლო გრაფაში – „ძალაშია“ – განსაზღვრავს დროს (მაგრამ არაუმეტეს 12 სამუშაო საათისა), რომლის განმავლობაშიც პირს ეძლევა უფლება პნევმატური იარაღი გადაიტანოს იარაღის შეკეთების ლიცენზიის მქონე პირთან. 4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული პნევმატური იარაღის გადატანის ვადის ათვლა შეიძლება დაიწყოს ფიზიკური პირის მოთხოვნის შესაბამისად. ამასთან, მოწმობის ძალაში შესვლის ვადა მოწმობის გაცემის თარიღს არ უნდა აღემატებოდეს 10 დღეზე მეტი ვადით. 5. იარაღის შეკეთების ლიცენზიის მქონე პირი ვალდებულია პნევმატური იარაღის მესაკუთრისათვის დაბრუნებისას იარაღის დროებითი მოწმობის – ფორმა №7-ის II ნაწილის შესაბამის გრაფაში მიუთითოს პნევმატური იარაღის გადაცემის წელი, თვე, რიცხვი, საათი და მოაწეროს ხელი. პნევმატური იარაღის მესაკუთრე ვალდებულია იარაღის შეკეთების ლიცენზიის მქონე პირის მიერ პნევმატური იარაღის დაბრუნებიდან არაუმეტეს 8 საათისა პნევმატური იარაღი გადაიტანოს უკან, შენახვის ადგილზე. 6. პირს ერთი იარაღის დროებითი მოწმობით ენიჭება მხოლოდ ერთი ერთეული პნევმატური იარაღის გადატანის უფლება. მუხლი 83 1. სამოქალაქო ბრუნვაში დაშვებული სპორტული მოკლე პნევმატური იარაღის მესაკუთრე ფიზიკური პირის მიერ სპორტულ სროლაში საკვალიფიკაციო ნორმატივების შესრულების ან/და სპორტულ შეჯიბრებაში მონაწილეობის მიღების მიზნით, აღნიშნული პნევმატური იარაღის მესაკუთრე ფიზიკურ პირზე გაიცემა იარაღის დროებითი მოწმობა – ფორმა №8 (დანართი №8). 2. იარაღის დროებითი მოწმობა – ფორმა №8-ის გასაცემად სააგენტოში წარდგენილი უნდა იქნეს: ა) სამოქალაქო ბრუნვაში დაშვებული სპორტული მოკლე პნევმატური იარაღის მესაკუთრე ფიზიკური პირის განცხადება; ბ) ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტი; გ) ფედერაციის/სპორტული ორგანიზაციის მიერ გაცემული წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც დგინდება სპორტულ სროლაში საკვალიფიკაციო ნორმატივების შესრულების/სპორტული შეჯიბრების გამართვის ადგილი, პერიოდი და მასში ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირის მონაწილეობა; დ) მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი; ე) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა დოკუმენტები. 3. სააგენტო უფლებამოსილია ფედერაციას/სპორტულ ორგანიზაციას მოსთხოვოს იარაღის დროებითი მოწმობა – ფორმა №8-ის გასაცემად საჭირო დამატებითი ინფორმაციის, ხოლო სპორტული მოკლე პნევმატური იარაღის მესაკუთრე ფიზიკურ პირს – სპორტული მოკლე პნევმატური იარაღის ბალისტიკური შემოწმების აქტის წარდგენა. სამოქალაქო ბრუნვაში დაშვებული სპორტული მოკლე პნევმატური იარაღის ბალისტიკურ შემოწმებაზე წარსადგენად, პნევმატური იარაღის მესაკუთრე ფიზიკური პირის მოთხოვნის საფუძველზე გაიცემა იარაღის დროებითი მოწმობა – ფორმა №5 (დანართი №4). 4. იარაღის დროებითი მოწმობა – ფორმა №8 უფლებას აძლევს ფიზიკურ პირს დროებითი მოწმობით განსაზღვრულ ვადაში სამოქალაქო ბრუნვაში დაშვებული სპორტული მოკლე პნევმატური იარაღი ან/და ამ გადასატანი იარაღისთვის განკუთვნილი ვაზნა (არაუმეტეს 300 ვაზნისა), შენახვის ადგილიდან დროებით გადაიტანოს ფედერაციის/სპორტული ორგანიზაციის მიერ განსაზღვრულ დახურულ ან/და ნახევრად დახურულ ტირში ან/და სასროლეთში, ხოლო მისი დასრულების შემდეგ განახორციელოს სამოქალაქო ბრუნვაში დაშვებული სპორტული მოკლე პნევმატური იარაღისა და ამ დროებითი მოწმობით გადატანილი გამოუყენებელი ვაზნ(ებ)ის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) გადატანა უკან, შენახვის ადგილზე. 5. იარაღის დროებითი მოწმობა – ფორმა №8 არ გაიცემა, თუ: ა) არსებობს ამ წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“-„ე“, „თ“, „ი“, „კ2“ ან „ნ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული გარემოება; ბ) სამოქალაქო ბრუნვაში დაშვებული სპორტული მოკლე პნევმატური იარაღის მესაკუთრეს შეჩერებული აქვს იარაღის ტარების უფლება; გ) არ იქნა გადახდილი მომსახურების საფასური; დ) არსებობს მომსახურების გაწევაზე უარის თქმის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სამართლებრივი საფუძველი. 6. იარაღის დროებითი მოწმობა – ფორმა №8-ის გაცემაზე, შევსებაზე, მოქმედების ვადაზე და სპეციალურ ელექტრონულ პროგრამაში ინფორმაციის ასახვაზე ვრცელდება შენახვის უფლებით რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღის შენახვის ადგილიდან დახურულ ან/და ნახევრად დახურულ ტირში ან სასროლეთში გადატანაზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი რეგულაციები, თუ ამ წესიდან ან/და „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს. 7. სააგენტო უფლებამოსილია იარაღის დროებითი მოწმობა – ფორმა №8-ის გაცემისას, ფედერაციის/სპორტული ორგანიზაციის შუამდგომლობის საფუძველზე არ გაითვალისწინოს შენახვის უფლებით რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღის შენახვის ადგილიდან დახურულ ან/და ნახევრად დახურულ ტირში ან/და სასროლეთში გადატანისას ერთსა და იმავე იარაღის მესაკუთრეზე იარაღის დროებითი მოწმობის გაცემის შემდეგ, მოწმობის შემდგომი გაცემის დროის პერიოდთან და გადასატანი ვაზნების რაოდენობასთან დაკავშირებული შეზღუდვები. 8. იარაღის დროებითი მოწმობა – ფორმა №8 გაიცემა/ივსება ელექტრონული ან მატერიალური დოკუმენტის სახით.“; ი) მე-9 მუხლის: ი.ა) პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ ქვეპუნქტი: „ე) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა დოკუმენტები.“; ი.ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში სააგენტოს უფლება აქვს არ განახორციელოს დაინტერესებული პირის საკუთრებაში არსებული დაურეგისტრირებელი პნევმატური იარაღის ჩამოწერა.“; კ) მე-9 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-10 მუხლი: „მუხლი 10 ნებართვის მფლობელი პირის, ფედერაციის ან სპორტული ორგანიზაციის მიერ ამ წესით გათვალისწინებული იარაღის დროებითი მოწმობის გაცემის მოთხოვნისას, იარაღის დროებითი მოწმობა გაიცემა შესაბამისი იურიდიული პირის/ინდივიდუალური მეწარმის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე ფიზიკური პირის სახელზე.“. 3. ბრძანებით დამტკიცებული: ა) №11 დანართის: ა.ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „სამოქალაქო ბრუნვაში დაშვებული სანადირო და სპორტული პნევმატური იარაღების შენახვის, ტარების, გადატანის, გადაზიდვის ან გადაგზავნის წესი“; ა.ბ) პირველი მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. დახურული ან/და ნახევრად დახურული ტირის ან/და სასროლეთის გახსნის ნებართვის მფლობელი იურიდიული პირი/ინდივიდუალური მეწარმე, გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნებისა, ვალდებულია დაიცვას საქართველოს მთავრობის მიერ დახურული ან/და ნახევრად ტირის ან/და სასროლეთის ტერიტორიაზე იარაღისა და ჭურვ(ებ)ის შენახვისთვის დადგენილი უსაფრთხოების დამატებითი წესები. 3. „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული იურიდიული პირის/ინდივიდუალური მეწარმის მიერ იარაღის შენახვის, აღრიცხვის, გაცემისა და უსაფრთხოების წესებს ადგენს აღნიშნული იურიდიული პირის/ინდივიდუალური მეწარმის ხელმძღვანელი. ამ წესების დაუდგენლობა ან დადგენილი წესებით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევა (შეუსრულებლობა) იწვევს იმავე ქვეპუნქტით განსაზღვრული იურიდიული პირისთვის/ინდივიდუალური მეწარმისთვის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრებას.“; ა.გ) მე-2 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. რეგისტრირებული პნევმატური იარაღის ტარების უფლების მქონე პირი ვალდებულია იარაღის ტარებისას პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტთან ერთად თან იქონიოს პნევმატური იარაღის სარეგისტრაციო მოწმობა. 4. ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესი არ ვრცელდება სპეციალურად განსაზღვრულ ადგილებზე (დახურული ან/და ნახევრად დახურული ტირი ან/და სასროლეთი, ნადირობისათვის დაშვებული ადგილები, დასახლებული პუნქტიდან 500 მეტრის რადიუსის მიღმა არსებული ტერიტორია).“; ა.დ) მე-2 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 მუხლი: „მუხლი 3 1. სპორტული მოკლე პნევმატური იარაღის მესაკუთრე ფიზიკური პირის მიერ აღნიშნული იარაღის ან/და შესაბამისი საბრძოლო მასალის შენახვის ადგილიდან დროებით გადატანა სპორტულ სროლაში საკვალიფიკაციო ნორმატივების შესრულების ან/და შეჯიბრებაში მონაწილეობის მიღების ან/და იარაღის შეკეთების მიზნით და შენახვის ადგილზე დაბრუნება დასაშვებია საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული იარაღის დროებითი მოწმობის საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პნევმატური იარაღის გადატანის წესის დაცვით. 2. „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული იურიდიული პირის/ინდივიდუალური მეწარმის კუთვნილი სამოქალაქო ბრუნვაში დაშვებული სანადირო და სპორტული პნევმატური იარაღების ან/და შესაბამისი საბრძოლო მასალის შენახვის ადგილიდან სპორტულ სროლაში საკვალიფიკაციო ნორმატივების შესრულების, შეჯიბრებაში მონაწილეობის მიღების ან/და იარაღის შეკეთების მიზნით დროებით გადატანისა და შენახვის ადგილზე დაბრუნების უფლება აქვს შესაბამის მინდობილ პირს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული იარაღის გადატანა-გადაზიდვის ნებართვის საფუძველზე. აღნიშნული მინდობილი პირი ვალდებულია თან იქონიოს თითოეული გადასატანი პნევმატური იარაღის სარეგისტრაციო მოწმობა. 3. პნევმატური იარაღის გადატანის, გადაზიდვისა და გადაგზავნისას გამოიყენება ცეცხლსასროლი იარაღის გადატანასთან, გადაზიდვასთან და გადაგზავნასთან დაკავშირებული საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი რეგულაციები, თუ ამ წესით სხვა რამ არ არის დადგენილი ან/და „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს.“; ბ) დანართი №3 ამოღებულ იქნეს; გ) №6 დანართის შემდეგ დაემატოს №7 და №8 დანართები თანდართული რედაქციით. |
| მუხლი 2 |
1. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2. ამ ბრძანების პირველი მუხლის პირველი პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტის, ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ.ა.დ“ ქვეპუნქტის, ამავე პუნქტის „ე.ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მე-6 მუხლის მე-2 პუნქტისა და ამავე მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის მოქმედება გავრცელდეს 2024 წლის 2 სექტემბრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები