„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეების ფიზიკური ნორმატივებისა და მათი ჩაბარების წესის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 9 იანვრის №02 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეების ფიზიკური ნორმატივებისა და მათი ჩაბარების წესის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 9 იანვრის №02 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 86
დოკუმენტის მიმღები საქართველოს თავდაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 08/10/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 09/10/2024
სარეგისტრაციო კოდი 120170050.22.026.017263
86
08/10/2024
ვებგვერდი, 09/10/2024
120170050.22.026.017263
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეების ფიზიკური ნორმატივებისა და მათი ჩაბარების წესის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 9 იანვრის №02 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს თავდაცვის მინისტრი
 

საქართველოს თავდაცვის  მინისტრის 

ბრძანება №86

2024 წლის 8 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეების ფიზიკური ნორმატივებისა და მათი ჩაბარების წესის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 9 იანვრის №02 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეების ფიზიკური ნორმატივებისა და მათი ჩაბარების წესის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 9 იანვრის №02 ბრძანებაში (ვებგვერდი, 11/01/2017, სარეგისტრაციო კოდი: 120170050.22.026.016454) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული წესის:

1. მე-3 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სამინისტროს სისტემაში, გარდა ამ მუხლის 21 და 2პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, საკვალიფიკაციო ფიზიკური ნორმატივების ჩაბარების პერიოდულობა განისაზღვრება წელიწადში ერთხელ (სექტემბერი – ოქტომბერი).“;

ბ) 21 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„21. სსიპ – დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერთათვის და უმცროს ოფიცერთა მომზადების სკოლის საკანდიდატო კურსის მსმენელთათვის საკვალიფიკაციო ფიზიკური ნორმატივების ჩაბარების პერიოდულობა განისაზღვრება აკადემიის რექტორის მიერ წელიწადში არანაკლებ ორჯერ (სასწავლო სემესტრის მიხედვით).".

2. მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 22 პუნქტი:

„22. აქტიური რეზერვისტის მიერ საკვალიფიკაციო ფიზიკური ნორმატივების ჩაბარების პერიოდულობა განისაზღვრება საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მიერ წელიწადში ერთხელ.“.

3. მე-5 მუხლის:

ა) მე-6 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ ქვეპუნქტი:

„ვ) აქტიური რეზერვისტი თითოეულ ნორმატივში მიიღებს – არანაკლებ 42 ქულას, ხოლო სამივე ნორმატივში ჯამურად – არანაკლებ 126 ქულას.“;

ბ) მე-9  და 91 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. სამხედრო მოსამსახურეს საკვალიფიკაციო ფიზიკური ნორმატივების ჩაუბარებლობის შემთხვევაში, კანონმდებლობით დადგენილი წესით ეკისრება დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა და იგი ვალდებულია მისი ჩაუბარებლობიდან არაუმეტეს ერთი თვის ვადაში გადააბაროს აღნიშნული ნორმატივები. პირველი გადაბარებისას უარყოფითი შედეგის მიღება იწვევს კანონმდებლობით განსაზღვრული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას და სამხედრო მოსამსახურე ვალდებულია პირველი გადაბარებიდან არაუმეტეს ერთი თვის ვადაში კვლავ გადააბაროს იგი. მეორე გადაბარებისას უარყოფითი შედეგის მიღება ასევე იწვევს კანონმდებლობით განსაზღვრული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას. სამხედრო მოსამსახურეს, რომელსაც საკვალიფიკაციო ფიზიკური ნორმატივების მეორე გადაბარებისას დაეკისრა დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა, მისი მოქმედების პერიოდში, უფლება აქვს სურვილის შესაბამისად კვლავ გადააბაროს საკვალიფიკაციო ფიზიკური ნორმატივები, ამ შემთხვევაში ფიზიკური ნორმატივების შეუსრულებლობა დამატებით არ იწვევს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას, ხოლო თუ სამხედრო მოსამსახურემ ფიზიკური ნორმატივები ჩააბარა, მას უნდა მოეხსნას საკვალიფიკაციო ფიზიკური ნორმატივების შეუსრულებლობისათვის დაკისრებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ყველა ზომა. ამ პუნქტის მოქმედება არ ვრცელდება აკადემიის იუნკერზე და უმცროს ოფიცერთა მომზადების სკოლის საკანდიდატო კურსის მსმენელზე.

91. სსიპ – დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერს/უმცროს ოფიცერთა მომზადების სკოლის საკანდიდატო კურსის მსმენელს საკვალიფიკაციო ფიზიკური ნორმატივების ჩაუბარებლობის შემთხვევაში კანონმდებლობით დადგენილი წესით ეკისრება დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა და იგი ვალდებულია მისი ჩაუბარებლობიდან არაუმეტეს ერთი თვის ვადაში გადააბაროს აღნიშნული ნორმატივები. გადაბარებისას უარყოფითი შეფასების მიღების შემთხვევაში, მას ნორმატივები ჩაბარებულად არ ჩაეთვლება და კანონმდებლობით დადგენილი წესით ეკისრება დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა.“.

4. ბრძანებით დამტკიცებული  №4 დანართის:

ა) პირველი მუხლის მე-8 პუნქტის შენიშვნას დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-2 და მე-3 პუნქტები:

„2. აქტიური რეზერვისტის მიერ ალტერნატიული ნორმატივის (4 000 მეტრზე სპორტული სიარული) შესრულება ფასდება 42 ქულით.

3. სპეციალური დანიშნულების ქვედანაყოფში სამხედრო მოსამსახურის მიერ ალტერნატიული ნორმატივის (4 000 მეტრზე სპორტული სიარული) შესრულება ფასდება 80 ქულით.“;

ბ) მე-2 მუხლის მე-10 პუნქტის შენიშვნა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

შენიშვნა :

1. ალტერნატიული ნორმატივის (700 მეტრზე ცურვა) შესრულება ფასდება 60 ქულით.

2. აქტიური რეზერვისტის მიერ ალტერნატიული ნორმატივის (700 მეტრზე ცურვა) შესრულება ფასდება 42 ქულით.

3. სპეციალური დანიშნულების ქვედანაყოფში სამხედრო მოსამსახურის მიერ ალტერნატიული ნორმატივის (700 მეტრზე ცურვა)  შესრულება ფასდება 80 ქულით.“;

გ) მე-3 მუხლის მე-9 პუნქტის შენიშვნა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

შენიშვნა:

1. ალტერნატიული ნორმატივის (10 კილომეტრზე ველოერგომეტრით მოძრაობა) შესრულება ფასდება 60 ქულით.

2. აქტიური რეზერვისტის მიერ ალტერნატიული ნორმატივის (10 კილომეტრზე ველოერგომეტრით მოძრაობა) შესრულება ფასდება 42 ქულით.

3. სპეციალური დანიშნულების ქვედანაყოფში სამხედრო მოსამსახურის მიერ ალტერნატიული ნორმატივის (10 კილომეტრზე ველოერგომეტრით მოძრაობა) შესრულება ფასდება 80 ქულით.“;

დ) მე-4 მუხლის მე-10 პუნქტის შენიშვნა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

შენიშვნა:

1. ალტერნატიული ნორმატივის (10 კილომეტრზე ველოსიპედით მოძრაობა) შესრულება ფასდება 60 ქულით.

2. აქტიური რეზერვისტის მიერ ალტერნატიული ნორმატივის (10 კილომეტრზე ველოსიპედით მოძრაობა) შესრულება ფასდება 42 ქულით.

3. სპეციალური დანიშნულების ქვედანაყოფში სამხედრო მოსამსახურის მიერ ალტერნატიული ნორმატივის (10 კილომეტრზე ველოსიპედით მოძრაობა) შესრულება ფასდება 80 ქულით.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს თავდაცვის მინისტრიირაკლი ჩიქოვანი