„ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 6 ივლისის N10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 6 ივლისის N10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 22
დოკუმენტის მიმღები ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 07/10/2024
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 09/10/2024
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.128.016538
22
07/10/2024
ვებგვერდი, 09/10/2024
010250050.35.128.016538
„ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 6 ივლისის N10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
 

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №22

2024 წლის 7 ოქტომბერი

დაბა ხარაგაული 

 

„ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 6 ივლისის №10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე ხარაგაულის, მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 6 ივლისის №10 დადგენილებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, ვებგვერდი, 07/07/2020, სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.128.016403).

1. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-15 პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

„15. ფიზიკური ან/და იურიდიული პირების მიერ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით, პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით, საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსით, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ და ნარჩენების მართვის კოდექსით დადგენილი წესების დარღვევის ფაქტების გამოვლენა, საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში; ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 209​3 მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“, პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით, საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსითა და ნარჩენების მართვის კოდექსით   მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე.“.

2. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-8 მუხლის 141 პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

„14​1. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 2093 მუხლის პირველი ნაწილით, პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“, საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსითა და ნარჩენების მართვის კოდექსით მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემანანა ბარბაქაძე