დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სკადარო და ორგანიზაციული უზრუნველყოფის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 23 მარტის №265 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 117 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 30/01/2006 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 15, 06/02/2006 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 31/07/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 140.130.000.22.034.008.100 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 140.130.000.22.034.008.100
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის
ბრძანება №117
2006 წლის 30 იანვარი
ქ. თბილისი
,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკადრო და ორგანიზაციული უზრუნველყოფის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 23 მარტის №265 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველი პუნქტისა და ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-11-ე პუნქტის ,,ა” და ,,ნ” ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკადრო და ორგანიზაციული უზრუნველყოფის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 23 მარტის №265 ბრძანებაში (სსმ III, 2005 წ., №34, მუხ. 343) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) დებულების მე-6 მუხლის პირველი პუნქტიდან ამოღებულ იქნეს ,,დ” ქვეპუნქტი;
ბ) დებულების მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 9. საფინანსო-სამეურნეო უზრუნველყოფის მთავარი სამმართველოს კომპეტენცია
1. საფინანსო-სამეურნეო უზრუნველყოფის მთავარი სამმართველო:
ა) ახორციელებს სამინისტროს დანაყოფების ფინანსურ უზრუნველყოფას; საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოფს სამინისტროს საფინანსო საქმიანობის სწორად წარმართვას;
ბ) შეიმუშავებს სამინისტროს ყოველი მომდევნო წლის ბიუჯეტის პროექტს და უზრუნველყოფს შესაბამის ინსტანციებში მის დროულ წარდგენას;
გ) უზრუნველყოფს საბიუჯეტო სახსრების მოზიდვას და ეკონომიკური კლასიფიკაციის მიხედვით მის ხარჯვაზე კონტროლის განხორციელებას;
დ) ახდენს სამინისტროს შესაბამისი დანაყოფის მიერ განხორციელებული ღონისძიებების დაფინანსებას;
ე) შექმნილი ფინანსური სიტუაციიდან გამომდინარე უზრუნველყოფს საფინანსო დოკუმენტაციის მომზადებას საბიუჯეტო ასიგნებათა გადანაწილების ან გაზრდის თაობაზე. ახორციელებს საბუღალტრო აღრიცხვის სწორ ორგანიზაციას, სამინისტროს თანამშრომელთა ხელფასების დარიცხვას და გაცემას;
ვ) მონაწილეობს ფულადი სახსრების, ანგარიშსწორებების და მატერიალურ ფასეულობათა ინვენტარიზაციის ჩატარებაში, უზრუნველყოფს ინვენტარიზაციის შედეგების განსაზღვრას და აღრიცხვას;
ზ) უზრუნველყოფს საბუღალტრო ანგარიშების შედგენას და შესაბამის ინსტანციებში დაწესებულ ვადებში წარდგენას;
თ) უზრუნველყოფს ბუღალტრული აღრიცხვის წარმოებას მემორიალურ-ორდერული ფორმით; პირველადი დოკუმენტების შედგენას ოპერაციის მოხდენის მომენტში; შემოსული პირველადი საბუთების აუცილებელ შემოწმებას დადგენილი წესით;
ი) უზრუნველყოფს ბუღალტრული დოკუმენტების, აღრიცხვის რეგისტრების, ხარჯთა ნუსხების, მათი გაანგარიშებების და სხვა საბუთების შენახვას და დადგენილი წესით არქივში ჩაბარებას;
კ) უზრუნველყოფს სალაროს ოპერაციების წარმოების შესახებ არსებული დებულებით გათვალისწინებული მოთხოვნების დაცვას;
ლ) უზრუნველყოფს სამინისტროს დანაყოფებს საკანცელარიო ნივთებით, ინვენტარით, ოპერატიულ-ტექნიკური და კავშირგაბმულობის საშუალებებით, კომპიუტერული ტექნიკითა და სხვა ორგტექნიკით, სატრანსპორტო საშუალებებით, საკვები პროდუქტებით და სხვა მატერიალური საშუალებებით;
მ) უზრუნველყოფს სამინისტროს დანაყოფების იარაღით, საბრძოლო მასალით, სპეციალური საშუალებებით და ეკიპირებით მომარაგებას; იარაღის, საბრძოლო მასალის, სპეციალური საშუალებების, ეკიპირების შენახვის ორგანიზაციას, მათ გაცემაზე კონტროლს; იარაღის ბალისტიკური მონაცემების აღრიცხვას;
ნ) კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს სამინისტროს თანამშრომლებისათვის შეძენილი იარაღისათვის სამსახურებრივ-საშტატო იარაღის სტატუსის მინიჭებას და შესაბამისი მოწმობის გაცემას;
ო) უზრუნველყოფს საბრძოლო და არასაბრძოლო დანიშნულების სპეციალური ნაკეთობების (ელექტრო-მექანიკური, ელექტროტექნიკური, რადიო, სატელევიზიო, ოპტოელექტრონული და სხვა) პროექტირებასა და დამზადებას, მათ გამოცდა-შემოწმებას, შეკეთება-აღდგენას;
პ) ახორციელებს სამინისტროს ბალანსზე რიცხული ავტოსატრანსპორტო საშუალებების აღრიცხვაზე დაყენებას, აღრიცხვიდან მოხსნას, ტექნიკური გამართულობის შემოწმებას და შეკეთების განხორციელებას, ავტომეურნეობის საჭირო სათადარიგო ნაწილებითა და საწვავ-საცხები მასალებით უზრუნველყოფას;
ჟ) უზრუნველყოფს სამინისტროს ბალანსზე რიცხული შენობა-ნაგებობების მიმდინარე და კაპიტალური რემონტის ჩატარებას, ხარჯთაღრიცხვის შედგენას, საჭირო სამშენებლო მასალების შეძენას, სამუშაოთა მიმდინარეობის და მასალათა ნორმირებული ხარჯვის კონტროლს;
რ) ახორციელებს სამინისტროს ძირითადი საშუალებების, ფულადი სახსრებისა და სასაქონლო მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის ჩატარების ორგანიზებას კანონმდებლობით დადგენილ ვადებში;
ს) უზრუნველყოფს წინაწარ კონტროლს საფინანსო დოკუმენტაციის დროულ გაფორმებასა და ფინანსური ოპერაციების კანონიერებაზე;
ტ) ახორციელებს კონტროლს სახსრების სწორად და ეკონომიურად ხარჯვაზე და მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებაზე;
უ) სამინისტროს მიერ გაწეული ხარჯებისა და მიღებული დაფინანსების ეკონომიურ ანალიზს;
ფ) საფინანსო-სამეურნეო-ბუღალტრულ საქმიანობასთან დაკავშირებულ კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა საქმიანობას;
ქ) უზრუნველყოფს კონტროლს მატერიალურ ფასეულობათა დაცულობაზე მათი შენახვისა და ექსპლუატაციის ადგილებში;
ღ) სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებსა და ტერიტორიულ ორგანოებში ახორციელებს საფინანსო-სამეურნეო საქმისწარმოების მონიტორინგს; ასევე სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა და ფულად საშუალებათა მიღების, შენახვის და რეალიზაციის ოპერაციების დოკუმენტური გაფორმებისა და სახელმწიფო ბიუჯეტთან ანგარიშსწორების სისწორის დადგენას; უზრუნველყოფს აღრიცხვისა და ანგარიშების მოთხოვნებთან და მოქმედ ნორმატიულ აქტებთან საბუღალტრო აღრიცხვაში სამეურნეო-საფინანსო ოპერაციების ასახვის შესაბამისობის განსაზღვრას.
2. საფინანსო-სამეურნეო საქმისწარმოების მონიტორინგის შედეგები, როგორც წესი, ფორმდება დასკვნის სახით და წარედგინება მინისტრს ან კურატორ მინისტრის მოადგილეს.
3. მთავარი სამმართველოს უფროსს ჰყავს სამი მოადგილე, რომელთაც დეპარტამენტის დირექტორის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრის პირველი მოადგილე.
4. საფინანსო-სამეურნეო უზრუნველყოფის მთავარი სამმართველოს საქმიანობაზე, პასუხისმგებელია საფინანსო-სამეურნეო უზრუნველყოფის მთავარი სამმართველოს უფროსი და მთავარი სამმართველოს კურატორი შესაბამისი დირექტორის მოადგილე.”;
გ) დებულებიდან ამოღებულ იქნეს მე-10 მუხლი.
2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ი. მერაბიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები