„საქართველოს პარლამენტის 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებისა და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს შუალედური არჩევნების ერთდროულად გამართვის გამო ზოგიერთი საარჩევნო პროცედურის განსაზღვრის შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2024 წლის 27 აგვისტოს №40/2024 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 49/2024
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
მიღების თარიღი 05/10/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 07/10/2024
სარეგისტრაციო კოდი 010190020.15.008.016763
49/2024
05/10/2024
ვებგვერდი, 07/10/2024
010190020.15.008.016763
„საქართველოს პარლამენტის 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებისა და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს შუალედური არჩევნების ერთდროულად გამართვის გამო ზოგიერთი საარჩევნო პროცედურის განსაზღვრის შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2024 წლის 27 აგვისტოს №40/2024 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
„საქართველოს პარლამენტის 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებისა და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს შუალედური არჩევნების ერთდროულად გამართვის გამო ზოგიერთი საარჩევნო პროცედურის განსაზღვრის შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2024 წლის 27 აგვისტოს №40/2024 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
 
საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია –

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის

დადგენილება №49/2024

2024 წლის 5 ოქტომბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს პარლამენტის 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებისა და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს შუალედური არჩევნების ერთდროულად გამართვის გამო ზოგიერთი საარჩევნო პროცედურის განსაზღვრის შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2024 წლის 27 აგვისტოს №40/2024 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 77-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:

მუხლი 1
„საქართველოს პარლამენტის 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებისა და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს შუალედური არჩევნების ერთდროულად გამართვის გამო ზოგიერთი საარჩევნო პროცედურის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2024 წლის 27 აგვისტოს №40/2024 დადგენილების (სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“, ვებგვერდი – www.matsne.gov.ge, 29/08/2024, 010190020.15.008.016754):

1. სათაური შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით:

„საქართველოს პარლამენტის 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს/მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს შუალედური არჩევნების ერთდროულად გამართვის გამო ზოგიერთი საარჩევნო პროცედურის განსაზღვრის შესახებ”.

2. პირველ მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 71 და 72 პუნქტები:

„71. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს/მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს შუალედური არჩევნებისთვის, თითოეული ამომრჩეველთა რეგისტრატორი აღრიცხავს სპეციალურ სიაში შეყვანილი იმ ამომრჩევლის ჯამურ რაოდენობას, რომელსაც მხოლოდ საქართველოს პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვს, რაც საბოლოოდ შეიტანება ჩანაწერთა წიგნში.

72. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს/მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს შუალედური არჩევნებისთვის შედგენილ კენჭისყრისა და არჩევნების შედეგების შემაჯამებელ ოქმში არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა საერთო რაოდენობაში არ გაითვალისწინება იმ ამომრჩეველთა რაოდენობა, რომლებმაც არჩევნებში მონაწილეობა ამომრჩეველთა სპეციალური სიით მიიღეს და რომლებსაც მხოლოდ საქართველოს პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვთ.“.

მუხლი 2
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) მისი მიღებიდან  2 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 3
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარეგიორგი კალანდარიშვილი
კომისიის მდივანიგიორგი ჯავახიშვილი