დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| 2024 წლის 26 ოქტომბერს გასამართი საქართველოს პარლამენტის არჩევნებისათვის სხვა სახელმწიფოში შექმნილი საარჩევნო უბნის ამომრჩეველთა სიის ფორმირების დამატებითი წესის განსაზღვრის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 47/2024 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია |
| მიღების თარიღი | 05/10/2024 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 07/10/2024 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010190020.15.008.016761 |
47/2024
05/10/2024
ვებგვერდი, 07/10/2024
010190020.15.008.016761
2024 წლის 26 ოქტომბერს გასამართი საქართველოს პარლამენტის არჩევნებისათვის სხვა სახელმწიფოში შექმნილი საარჩევნო უბნის ამომრჩეველთა სიის ფორმირების დამატებითი წესის განსაზღვრის შესახებ
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
|
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” მე-14 მუხლის პირველი პუნქტის „ღ” ქვეპუნქტისა და და 77-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს: |
| მუხლი 1 |
2024 წლის 26 ოქტომბერს გასამართი საქართველოს პარლამენტის არჩევნებისათვის სხვა სახელმწიფოში შექმნილ საარჩევნო უბნის ამომრჩეველთა სპეციალურ სიაში დამატებით შეიყვანება კენჭისყრის დღეს სხვა სახელმწიფოში მყოფი ის ამომრჩევლები, რომლებიც არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მე-19 დღისა (7 ოქტომბრის ჩათვლით) დგანან საქართველოს საკონსულო აღრიცხვაზე, არ დგანან საქართველოს საკონსულო აღრიცხვაზე, მაგრამ არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მე-19 დღისა (7 ოქტომბრის ჩათვლით) რეგისტრაციას გაივლიან სხვა სახელმწიფოში შექმნილ საუბნო საარჩევნო კომისიაში, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში ან საქართველოს საკონსულო დაწესებულებაში, თუ მათ აქვთ იურიდიული ძალის მქონე საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან საქართველოს მოქალაქის პასპორტი და მათი რეგისტრაციის მისამართი, საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ბაზის მიხედვით საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზეა ანდა მათი რეგისტრაციის მისამართი სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ბაზის მიხედვით გაურკვეველია. ამ პირთა ფაქტობრივ საცხოვრებელ ადგილად ამომრჩეველთა სპეციალურ სიაში აღინიშნება შესაბამისი საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობა ან საქართველოს საკონსულო დაწესებულება საკონსულო აღრიცხვის/საარჩევნო რეგისტრაციის მითითებით. |
| მუხლი 2 |
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში. |
| მუხლი 3 |
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები