“საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა ინსტიტუციური აკრედიტაციის წესის დებულებისა და ინსტიტუციური აკრედიტაციის საფასურის ზღვრული ოდენობის განსაზღვრის შესახებ" საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 11 ნოემბრის №618 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ"

  • Word

დოკუმენტის ნომერი 72
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 30/01/2006
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 14, 03/02/2006
ძალის დაკარგვის თარიღი 27/03/2006
სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.022.008.097
  • Word
72
30/01/2006
სსმ, 14, 03/02/2006
040.030.000.22.022.008.097
“საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა ინსტიტუციური აკრედიტაციის წესის დებულებისა და ინსტიტუციური აკრედიტაციის საფასურის ზღვრული ოდენობის განსაზღვრის შესახებ" საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 11 ნოემბრის №618 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ"
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
“საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა ინსტიტუციური აკრედიტაციის წესის დებულებისა და ინსტიტუციური აკრედიტაციის საფასურის ზღვრული ოდენობის განსაზღვრის შესახებ" საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 11 ნოემბრის №618 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ"

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 430.030.000.22.022.008.097

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება 72

2006 წლის 30 იანვარი

ქ. თბილისი

,,საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა ინსტიტუციური აკრედიტაციის წესის დებულებისა და ინსტიტუციური აკრედიტაციის საფასურის ზღვრული ოდენობის განსაზღვრის შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 11 ნოემბრის  №618 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის პირველი პუნქტის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის, საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 20 ივლისის №418 ბრძანებულებით დამტკიცებული ,,საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა აკრედიტაციის საბჭოს დებულების” II თავის ,,ე” ქვეპუნქტისა და საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა” და ,,მ” ქვეპუნქტების შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. ,,საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა ინსტიტუციური აკრედიტაციის წესის დებულებისა და ინსტიტუციური აკრედიტაციის საფასურის ზღვრული ოდენობის განსაზღვრის შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 11 ნოემბრის №618 ბრძანებაში (სსმ III, 14.11.2005 წ., №133, მუხ. 1472) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. ბრძანების მე-10 პუნქტში შეტანილ იქნეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,10. იმ უმაღლესი საგანმანთლებლო დაწესებულებებისათვის, რომელთაც აკრედიტაციის მიღების შემთხვევაში სურთ მომდევნო კალენდარულ წელს განახორციელონ აბიტურიენტთა მიღება, აკრედიტაციის განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა განისაზღვროს არა უგვიანეს ყოველი კალენდარული წლის აპრილის პირველი სამუშაო დღისა. ამავე ვადით განისაზღვროს ახლად ლიცენზირებული უმაღლესი საგანმანთლებლო დაწესებულებისათვის მისაღებ სტუდენტთა მაქსიმალური კონტინგენტის განსაზღვრის შესახებ განაცხადის წარდგენის ვადა.”.

2. ბრძანების №1 დანართით დამტკიცებული ,,საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა ინსტიტუციური აკრედიტაციის წესის დებულებაში” შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) პირველი მუხლის მესამე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,3. უმაღლესი საგამანთლებლო დაწესებულების ერთ მისამართზე არსებული საერთო ფართი უნდა მოიცავდეს არანაკლებ 1000 მ2ს.”;

ბ) დებულების პირველ მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი:

,,მუხლი 6. ამ მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობა წარმოადგენს აკრედიტაციის განაცხადის განხილვაზე ან აკრედიტაციის მიღებაზე უარის თქმის საფუძველს.”;

გ) დებულების მე-6 მუხლში შევიდეს ცვლილებები და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,6. ამ დებულების პირველი მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნების ერთობლიობა წარმოადგენს აუცილებელ პირობას და დაგენილი მოთხოვნების შესრულების შემთხვევაში შეფასება განისაზღვროს 2 ქულით.”;

დ) დებულების მე-7 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. ამ დებულების მე-2 მუხლით დადგენილი მოთხოვნების შესრულების შემთხვევაში შეფასება განისაზღვროს 1 ქულით.“.

მუხლი 2. ბრძანება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.

ა. ლომაია