თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის განჩინება N2/18143-24

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის განჩინება N2/18143-24
დოკუმენტის ნომერი 2/18143-24
დოკუმენტის მიმღები თბილისის საქალაქო სასამართლო
მიღების თარიღი 26/09/2024
დოკუმენტის ტიპი სასამართლოს აქტები
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 07/10/2024
სარეგისტრაციო კოდი
2/18143-24
26/09/2024
ვებგვერდი, 07/10/2024
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის განჩინება N2/18143-24
თბილისის საქალაქო სასამართლო
 

განჩინება

საქართველოს სახელით

მოვალის გაკოტრებულად გამოცხადების და რეგისტრაციის

 გაუქმების შესახებ

საქმე №2/18143-24 / 330210324009688488

 2024 წლის 26 სექტემბერი

ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლო სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ლიანა კაჟაშვილი


განმცხადებელი – შპს „სქაი ლიზინგი“

წარმომადგენელი – გიორგი ჟამუტაშვილი

მოთხოვნა – გაკოტრების რეჟიმის გახსნა

სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა შპს „სქაი ლიზინგის“ გაკოტრებულად გამოცხადების და საწარმოს რეგისტრაციის გაუქმების საკითხი და

გამოარკვია:

2024 წლის 22 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მომართა შპს „სქაი ლიზინგის“ წარმომადგენელმა გიორგი ჟამუტაშვილმა შპს „სქაი ლიზინგის“ მიმართ გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე.

განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებიდან ირკვეოდა, რომ შპს „სქაი ლიზინგის“ წარმომადგენელმა შეატყობინა სსიპ – შემოსავლების სამსახურს, რომ ფინანსური სიძნელეების გამო შპს „სქაი ლიზინგი“ გადახდისუუნარობის წინაშე აღმოჩნდა, რის გამოც აპირებდა სასამართლოში შპს „სქაი ლიზინგის“ მიმართ გაკოტრების რეჟიმის გახსნის მოთხოვნით განცხადების წარდგენას. სასამართლოში წარმოდგენილი განცხადება არ შეიცავდა დასაბუთებას, რომ კომპანიის გაკოტრებულად გამოცხადება აშკარად არ ეწინააღმდეგებოდა კრედიტორის ინტერესებს; განმცხადებელს არ ჰქონდა წარმოდგენილი ინფორმაცია მიმდინარე სასამართლო დავების შესახებ სრულყოფილად; გარდა ამისა, განცხადება და თანდართული ინფორმაცია არ იყო დადასტურებული სიმართლესთან შესაბამისობის დეკლარაციით. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 24 ივლისის განჩინებით განმცხადებელ შპს „სქაი ლიზინგს“ განჩინებაში მითითებული ხარვეზების გამოსასწორებლად განესაზღვროს განჩინების გადახდისუუნარობის საქმის წარმოების ელექტრონულ სისტემაში (ვებ-გვერდზე www.ecourt.ge) გამოქვეყნებიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადა.

განმცხადებელმა კანონით დადგენილ ვადაში წარმოადგინა განცხადება ხარვეზის შევსების თაობაზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 5 აგვისტოს განჩინებით შპს ,,სქაი ლიზინგის“(ს/ნ 406035534) წარმომადგენელს გიორგი ჟამუტაშვილს უარი ეთქვა გადახდისუუნარობის (გაკოტრების) შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობაზე ვინაიდან, მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფდა კრედიტორების მოთხოვნებისა და საპროცესო ხარჯების დაფარვას. ამასთან, განემარტათ კრედიტორებს, რომ შეეძლოთ მოემართათ სასამართლოსათვის შპს „სქაი ლიზინგის“ მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ საქმის წარმოების დაწყებისა და მოვალის ქონებიდან მათი მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის გზით. თუ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორი გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას არ შეიტანდა სასამართლოში, სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად გამოაცხადებდა, რაც მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველი იყო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 5 აგვისტოს განჩინება გადახდისუუნარობის განცხადების დასაშვებობაზე უარის თქმის შესახებ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების ელექტრონულ პროგრამაში გამოქვეყნდა 2024 წლის 5 აგვისტოს (12:33 საათზე), ხოლო საკანონმდებლო მაცნეში განჩინება გამოქვეყნდა 2024 წლის 7 აგვისტოს. განჩინების გამოქვეყნებიდან, ერთი თვის ვადაში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით არც ერთ კრედიტორს არ მოუმართავს სასამართლოსათვის.

„რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის 48-ე მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით: თუ მოვალე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით გაკოტრების რეჟიმის გახსნას მოითხოვს და სასამართლო დაადგენს, რომ გაკოტრების რეჟიმის გახსნის შემთხვევაში მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას, იგი გამოიტანს განჩინებას გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობაზე უარის თქმის თაობაზე. ამ განჩინებაში სასამართლო მიუთითებს, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება მისი რეგისტრაციის გაუქმებით, თუ აღნიშნული განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორი სასამართლოში არ შეიტანს იმავე მოვალის მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას. ამავე მუხლის მე-6 პუნქტიდან გამომდინარე, თუ ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორი სასამართლოში არ შეიტანს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას, სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად გამოაცხადებს, რაც მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველია.

აღნიშნულიდან გამომდინარე, შპს „სქაი ლიზინგი“ უნდა გამოცხადდეს გაკოტრებულად და შესაბამისად, გაუქმდეს შპს „სქაი ლიზინგი“ რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში.

სასამართლომ იხელმძღვანელა „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ მე-9, მე-19, 48-ე მუხლებით, აგრეთვე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით და

დაადგინა:

1. შპს „სქაი ლიზინგი“ (ს/ნ 406035534) გამოცხადდეს გაკოტრებულად და გაუქმდეს შპს „სქაი ლიზინგი“ რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში.

2. განჩინება გამოქვეყნდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოების ელექტრონულ პროგრამაში (ვებ-გვერდზე www.ecourt.ge) და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნის“ ვებგვერდზე;

3. განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) განჩინების გამოქვეყნებიდან 5 დღის ვადაში.

მოსამართლე:   ლიანა კაჟაშვილი