დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრებ პირთა რეგისტრაციის, პირადი ნომრის მინიჭების, პირადობის ნეიტრალური მოწმობისა და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მიღებაზე უფლებამოსილი პირების ფოტოიდენტურობის დადასტურებისა და საცხოვრებელი ადგილის დადგენის წესის დამტკიცების თაობაზე” აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2011 წლის 24 ოქტომბრის №11 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 26 |
| დოკუმენტის მიმღები | აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა |
| მიღების თარიღი | 04/10/2024 |
| დოკუმენტის ტიპი | ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 07/10/2024 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/11/2024 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010130000.32.061.016403 |
|
„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრებ პირთა რეგისტრაციის, პირადი ნომრის მინიჭების, პირადობის ნეიტრალური მოწმობისა და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მიღებაზე უფლებამოსილი პირების ფოტოიდენტურობის დადასტურებისა და საცხოვრებელი ადგილის დადგენის წესის დამტკიცების თაობაზე“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2011 წლის 24 ოქტომბრის №11 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-18 მუხლისა და „სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში ლეგიტიმურად მცხოვრები პირის (პირების) რეგისტრაციისა და პირადი ნომრის მინიჭებისათვის საჭირო ცალკეული მოქმედებების განხორციელების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსა და იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატს შორის 2024 წლის 1 ივლისს გაფორმებული №24/13-146 ხელშეკრულების შესაბამისად, „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრებ პირთა რეგისტრაციის, პირადი ნომრის მინიჭების, პირადობის ნეიტრალური მოწმობისა და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მიღებაზე უფლებამოსილი პირების ფოტოიდენტურობის დადასტურებისა და საცხოვრებელი ადგილის დადგენის წესის დამტკიცების თაობაზე“ აფხაზეთის მთავრობის 2011 წლის 24 ოქტომბრის №11 დადგენილებით (სსმ, ვებგვერდი, 25/10/2011, 010130000.32.061.0160012) დამტკიცებულ წესში შევიდეს ცვლილება და წესის:
1. მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „11“ პუნქტი: „11. უფლებამოსილი პირის რეგისტრაციასა და პირადი ნომრის მინიჭებასთან დაკავშირებით სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს უფლებამოსილი ტერიტორიული სამსახურისთვის ელექტრონული ფორმით, მიმართვის შემთხვევაში: ა) მინისტრის აპარატის უფლებამოსილი სტრუქტურული ერთეული დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში ახორციელებს: ა.ა) წარმოდგენილი განცხადებების მიღებას, საფუძვლიანად შესწავლას, გამოკითხვასა და ვიდეოჩაწერას; ა.ბ) მიღებული განცხადების, მასზე თანდართული დოკუმენტების დამუშავებასა და დამუშავებული დოკუმენტაციის სააგენტოს ტერიტორიული სამსახურისათვის ელექტრონული ფორმით გადაცემას; ა.გ) უფლებამოსილი პირის ფოტოიდენტურობის დადასტურების საჭიროებიდან გამომდინარე, სათანადო დოკუმენტებით მიღებული და მოპოვებული ინფორმაციის ვიდეოჩანაწერთან ერთად განსახილველად კომისიისთვის წარდგენას; ბ) კომისია უფლებამოსილია, მიღებული ვიდეოჩანაწერის, ინფორმაციის, მოძიებული მასალებისა და სათანადო დოკუმენტების საფუძველზე მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება უფლებამოსილი პირის ფოტოიდენტურობის დადასტურების თაობაზე, რომელიც უნდა გააცნოს სახელმწიფო ორგანოს კანონმდებლობით და ამ დადგენილებით გათვალისწინებულ ვადაში.“. 2. მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „41“ პუნქტი: „41. კომისიის მხრიდან რეგისტრაციითა და პირადი ნომრის მინიჭებით დაინტერესებულ პირთან კომუნიკაცია, საჭიროების (დაინტერესებული პირის აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ყოფნის, მის მიერ სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიული სამსახურისათვის მიმართვის, სხვა შემაფერხებელი გარემოებების არსებობის) შემთხვევაში, ამ წესით გათვალისწინებულ საკითხებთან დაკავშირებით, ხორციელდება მინისტრის აპარატის უფლებამოსილი სტრუქტურული ერთეულის მიერ იმ კომუნიკაციის ელექტრონული საშუალების გამოყენებით, რომელიც იძლევა განმცხადებლისა და მინისტრის აპარატის უფლებამოსილი სტრუქტურული ერთეულის წარმომადგენლის პირდაპირი ვიზუალური კონტაქტის საშუალებას. მინისტრის აპარატის უფლებამოსილი სტრუქტურული ერთეულის მიერ ელექტრონული კონტაქტის დამყარებისას დაინტერესებულ პირთან წარმოებული გასაუბრების ამსახველი ჩანაწერი ელექტრონული ფორმით ეგზავნება კომისიას და დაერთვის კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2024 წლის 1 ნოემბრიდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები