„საქართველოს მთავრობასა და ევროპის საჯარო სამართლის ორგანიზაციას (EPLO) შორის“ შეთანხმების დამტკიცებისა და ძალაში შესვლის თაობაზე

„საქართველოს მთავრობასა და ევროპის საჯარო სამართლის ორგანიზაციას (EPLO) შორის“ შეთანხმების დამტკიცებისა და ძალაში შესვლის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 320
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 03/10/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/10/2024
სარეგისტრაციო კოდი 480140000.10.003.024715
320
03/10/2024
ვებგვერდი, 04/10/2024
480140000.10.003.024715
„საქართველოს მთავრობასა და ევროპის საჯარო სამართლის ორგანიზაციას (EPLO) შორის“ შეთანხმების დამტკიცებისა და ძალაში შესვლის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №320

2024 წლის 3 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს მთავრობასა და ევროპის საჯარო სამართლის ორგანიზაციას (EPLO) შორის“ შეთანხმების დამტკიცებისა და ძალაში შესვლის თაობაზე

მუხლი 1
„საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის შესაბამისად, ძალაში შესვლის მიზნით, დამტკიცდეს 2024 წლის 10 სექტემბერს ქ. თბილისში და 2024 წლის 12 სექტემბერს ქ. ათენში ხელმოწერილი „საქართველოს მთავრობასა და ევროპის საჯარო სამართლის ორგანიზაციას (EPLO) შორის“ შეთანხმება.
მუხლი 2
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ:

ა) აცნობოს საქართველოს პრეზიდენტსა და საქართველოს პარლამენტს ამ დადგენილების პირველ მუხლში აღნიშნული შეთანხმების დადების შესახებ;

ბ) შეატყობინოს  ევროპის საჯარო სამართლის ორგანიზაციას (EPLO) ამ დადგენილების პირველ მუხლში აღნიშნული შეთანხმების ძალაში შესვლისათვის აუცილებელი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების საქართველოს მხრიდან დასრულების თაობაზე.

მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 


პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე