დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| “საქართველოს საფოსტო მარკების მიმოქცევაში გაშვების შესახებ" | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1-1/63 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 26/01/2006 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 14, 03/02/2006 |
| სარეგისტრაციო კოდი | 300.080.000.22.024.008.095 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 300.080.000.22.024.008.095
საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის
ბრძანება №1-1/63
2006 წლის 26 იანვარი
ქ. თბილისი
საქართველოს საფოსტო მარკების მიმოქცევაში გაშვების შესახებ
„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის და საქართველოს მთავრობის 2004წ. 10 სექტემბრის №77 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს დებულების“ მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ს” ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1
2006წ. 30 იანვრიდან დადგენილი და გაშვებული იქნას მიმოქცევაში შემდეგი ნიმუშების საქართველოს საფოსტო მარკები:
1) „ევროპა” მარკების გამოცემის 50 წელი – 8 მარკა; ავტორი ბ.ქობლიანიძე; ბეჭდვა ოფსეტური, მრავალფერიანი; რაოდენობა: 80 თეთრიანი 4 სახეობის თითოეული მარკა 40000 ცალი; 10, 20, 30, 40 თეთრიანი თითოეული სახეობის მარკა 80000 ცალი, აქედან 25000 თითოეული სახეობის მარკა არაპერფორირებული; ზომები: 4 სახეობის 80 თეთრიანი თითოეული მარკა 113X88მმ; 10, 20, 30, 40 თეთრიანი თითოეული მარკა 45X32მმ.
|
|
|
| მარკა №401 | მარკა №402
|
|
|
|
| მარკა №405 | მარკა №406 |
|
|
|
| მარკა №403 | მარკა №404
|
|
|
|
| მარკა №407 | მარკა №408 |
მუხლი 2
ბრძანება ძალაში შედის გამოქვეყნების დღიდან.
ი. ჩოგოვაძე
უკან დაბრუნება 







დოკუმენტის კომენტარები