„სსიპ − საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის შექმნისა და მასთან არსებული სამეთვალყურეო საბჭოს ჩამოყალიბების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 2 მაისის №102 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სსიპ − საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის შექმნისა და მასთან არსებული სამეთვალყურეო საბჭოს ჩამოყალიბების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 2 მაისის №102 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 319
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 03/10/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/10/2024
სარეგისტრაციო კოდი 040030000.10.003.024714
319
03/10/2024
ვებგვერდი, 04/10/2024
040030000.10.003.024714
„სსიპ − საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის შექმნისა და მასთან არსებული სამეთვალყურეო საბჭოს ჩამოყალიბების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 2 მაისის №102 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №319

2024 წლის 3 ოქტომბერი

ქ. თბილისი

„სსიპ − საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის შექმნისა და მასთან არსებული სამეთვალყურეო საბჭოს ჩამოყალიბების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 2 მაისის №102 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სსიპ − საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის შექმნისა და მასთან არსებული სამეთვალყურეო საბჭოს ჩამოყალიბების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 2 მაისის №102 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 07/05/2013, 040030000.10.003.017267) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის დებულების“:

1. მე-2 მუხლის:

ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) დაზღვევისა და ნებაყოფლობითი კერძო საპენსიო საქმიანობის სფეროებში სახელმწიფო პოლიტიკის გატარება;“;

ბ) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) სადაზღვევო და ნებაყოფლობითი კერძო საპენსიო ბაზრების ფინანსური სტაბილურობის ხელშეწყობა;“;

გ) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, მომხმარებელთა უფლებების დაცვა დაზღვევისა და ნებაყოფლობითი კერძო საპენსიო საქმიანობის სფეროებში;“;

დ) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) სადაზღვევო ორგანიზაციებისა და საპენსიო კომპანიების ქმედობაუნარიანობისა და გადახდისუნარიანობის უზრუნველყოფა;“;

ე) „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) ახალი კანონპროექტებისა და სხვა პროექტების, ასევე არსებულებში ცვლილების შეტანის თაობაზე პროექტების შემუშავება, აგრეთვე „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონისა და „ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის განსახორციელებლად და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა საზედამხედველო ფუნქციის შესასრულებლად სამართლებრივი აქტების გამოცემა;“;

ვ) „თ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი“ ქვეპუნქტი:

„ი) ფინანსურ კონგლომერატში შემავალი შესაბამისი სუბიექტის დონეზე დამატებითი ზედამხედველობის განხორციელება „ფინანსურ კონგლომერატში შემავალი რეგულირებული საწარმოების დამატებითი ზედამხედველობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად და ამ ფუნქციის შესასრულებლად, საჭიროების შემთხვევაში, შესაბამის დაწესებულებებთან თანამშრომლობა.“.

2. მე-3 მუხლის:

ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) გასცეს და გააუქმოს სადაზღვევო საქმიანობისა და ნებაყოფლობითი კერძო საპენსიო საქმიანობის ლიცენზია; განახორციელოს სადაზღვევო ბროკერის რეგისტრაცია და რეგისტრაციის გაუქმება, ნებაყოფლობითი კერძო საპენსიო სქემის რეგისტრაცია და რეგისტრაციის გაუქმება;“;

ბ) „გ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ1“ ქვეპუნქტი:

„გ1) განახორციელოს „ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილებები, მათ შორის, დააწესოს სანქციები ამავე კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში;“;

გ) „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ლ) შეიმუშაოს და გამოსცეს ინსტრუქციები და ნორმატიული აქტები სადაზღვევო საქმიანობის, დაზღვევის სფეროში საშუამავლო საქმიანობისა და ნებაყოფლობითი კერძო საპენსიო საქმიანობის რეგულირების შესახებ;“;

დ) „ლ8“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ლ9“ ქვეპუნქტი:

„ლ9) განახორციელოს „ფინანსურ კონგლომერატში შემავალი რეგულირებული საწარმოების დამატებითი ზედამხედველობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილებები და შესაბამის საზედამხედველო ორგანოებთან ერთად მიიღოს გადაწყვეტილებები/ზომები, განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებები.“.

3. მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ზედამხედველობის სამსახურის უფროსი „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონითა და „ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში გამოსცემს ნორმატიულ აქტს − ბრძანებას.“.

მუხლი 2
1. დადგენილება, გარდა პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებისა, ასევე მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტები, ასევე მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან.


პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე