„განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების (მათ შორის, რადიაციული ან ბირთვული ობიექტების) მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის №257 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 318
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 03/10/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/10/2024
ძალაში შესვლის თარიღი 01/11/2024
სარეგისტრაციო კოდი 300310000.10.003.024713
318
03/10/2024
ვებგვერდი, 04/10/2024
300310000.10.003.024713
„განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების (მათ შორის, რადიაციული ან ბირთვული ობიექტების) მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის №257 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 
საქართველოს მთავრობის

დადგენილება №318

2024 წლის 3 ოქტომბერი

ქ. თბილისი

„განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების (მათ შორის, რადიაციული ან ბირთვული ობიექტების) მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის №257 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების (მათ შორის, რადიაციული ან ბირთვული ობიექტების) მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის №257 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 31/05/2019, 300310000.10.003.021274) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილების მე-17 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე1“ ქვეპუნქტი:

„ე1) თუ ნებართვის გაცემის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოება მიმდინარეობს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემის  მფლობელობაში არსებული ობიექტიდან  100 ან 300 მეტრამდე რადიუსში, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ერთობლივი ბრძანებით განსაზღვრული კრიტერიუმებისა და წესის შესაბამისად – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო.“.

მუხლი 2
დადგენილების ამოქმედებამდე საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა უზრუნველყონ განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების (მათ შორის, რადიაციული ან ბირთვული ობიექტების) მშენებლობის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ წარმოებაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცების ან/და არქიტექტურული პროექტის შეთანხმებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების/დასკვნის მომზადებისათვის საჭირო კრიტერიუმებისა და წესის დამტკიცების შესახებ ერთობლივი ბრძანების გამოცემა.
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს 2024 წლის 1 ნოემბერს.

პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე