„სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2024 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 29 დეკემბრის №558 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2024 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 29 დეკემბრის №558 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 314
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 03/10/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/10/2024
სარეგისტრაციო კოდი 280120000.10.003.024709
314
03/10/2024
ვებგვერდი, 03/10/2024
280120000.10.003.024709
„სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2024 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 29 დეკემბრის №558 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №314

2024 წლის 3 ოქტომბერი

 ქ. თბილისი

 

„სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2024 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 29 დეკემბრის №558 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2024 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 29  დეკემბრის №558 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 30/12/2023, 280120000.10.003.024391) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული:

1. №1 დანართის („სოციალური რეაბილიტაციის 2024 წლის სახელმწიფო პროგრამა“):

ა) მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 2. პროგრამით გათვალისწინებული ქვეპროგრამები (კომპონენტები)

პროგრამის ბიუჯეტი შეადგენს 21 040 000 ლარს. პროგრამით გათვალისწინებული ქვეპროგრამები და კომპონენტებია:

 

დანართის

ქვეპროგრამის/კომპონენტის დასახელება

ლარი

1.1

დღის ცენტრებში მომსახურებით უზრუნველყოფის (შშმ პირები) ქვეპროგრამა

3 200 000

1.1.1

დღის ცენტრებში მომსახურებით უზრუნველყოფის (შშმ პირები) კომპონენტი

3 060 650

1.1.2

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დამოუკიდებელი ცხოვრების მხარდამჭერი

საინფორმაციო-საკონსულტაციო მომსახურების კომპონენტი

    139 350

1.2

დამხმარე საშუალებებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამა

7 740 000

1.2.1

ეტლებით უზრუნველყოფისა და შშმ პირთა დასაქმების ხელშეწყობის კომპონენტი

2 279 310

1.2.2

აბაზანის/საპირფარეშოს დამხმარე სკამებით უზრუნველყოფის კომპონენტი  

      5 000

1.2.3

საპროთეზო-ორთოპედიული საშუალებებით უზრუნველყოფის კომპონენტი

 3 496 880

1.2.4

სმენის აპარატებით უზრუნველყოფის კომპონენტი

 1 909 350

1.2.5

ყრუ და სმენის არმქონე შშმ პირთა ვიდეოკონფერენციის ფუნქციის მქონე ტექნიკური

საშუალებით (სმარტფონი) უზრუნველყოფის კომპონენტი

 21 000

1.2.6

ყავარჯნებით, ხელჯოხ-ყავარჯნებით, უსინათლოთა ხელჯოხებითა და გადასაადგილებელი

ჩარჩოებით უზრუნველყოფის კომპონენტი

 14 460

1.2.7

უსინათლოთა ხელჯოხებით უზრუნველყოფის კომპონენტი

 14 000

1.3

ყრუთა კომუნიკაციის ხელშეწყობის ქვეპროგრამა

80 000

1.4

სათემო ორგანიზაციებში მომსახურებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამა:

9 000 000

1.4.1

ხანდაზმულთა და შშმ პირთა სათემო მომსახურებით უზრუნველყოფის კომპონენტი

 

1.4.2

შშმ პირთა დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშემწყობისთვის მცირე საოჯახო

ტიპის მომსახურების უზრუნველყოფის კომპონენტი:

ა) შშმ პირთა დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშემწყობი მომსახურებით უზრუნველყოფის კომპონენტი;

ბ) ალტერნატიული საცხოვრისით უზრუნველყოფის კომპონენტი;

გ) ფსიქიკური დარღვევების მქონე შშმ პირთა მცირე საოჯახო ტიპის მომსახურებით უზრუნველყოფის კომპონენტი

 

1.4.3

18 წლისა და მეტი ასაკის ფსიქიკური დარღვევების მქონე პირთა ალტერნატიული

საცხოვრისით უზრუნველყოფის კომპონენტი

 

1.4.4

ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის, სექსუალური ხასიათის ძალადობის

მსხვერპლთა/დაზარალებულთა თავშესაფრით უზრუნველყოფის კომპონენტი

 

1.5

ომის მონაწილეთა რეაბილიტაციის ხელშეწყობის ქვეპროგრამა

20 000

1.6

პერსონალური ასისტენტის მომსახურებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამა

560 000

1.7

შინმოვლის მომსახურებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამა

440 000

 

 ჯამი:

 21 040 000.“;

 

ბ) №1.1 დანართი („დღის ცენტრებში მომსახურებით უზრუნველყოფის (შშმ პირები) ქვეპროგრამა“) ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით;

გ) №1.2.6.1 დანართი („ყავარჯნებით, ხელჯოხ-ყავარჯნებითა და გადასაადგილებელი ჩარჩოებით ხელმისაწვდომობის ხელშეწყობის ქვეკომპონენტი“) ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

2. №2 დანართის („ბავშვზე ზრუნვისა და ახალგაზრდების მხარდაჭერის 2024 წლის სახელმწიფო პროგრამა“) №2.1.3 დანართის („ფენილკეტონურის/ ცელიაკიის საკვები ვაუჩერით უზრუნველყოფის კომპონენტი“) მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „დ) ვაუჩერი გაიცემა (არაუგვიანეს მეურვეობა-მზრუნველობის ქვეპროგრამის განმახორციელებელი სხვა უფლებამოსილი ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღების თვიდან მომდევნო თვის 5 რიცხვის ჩათვლით) მოსარგებლის კანონიერ წარმომადგენელზე, რომელიც უზრუნველყოფს ვაუჩერის მოქმედების თვის განმავლობაში საქონლის მიმწოდებლისათვის ვაუჩერის შესაბამისი თვის ტალონის გადაცემას;“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე