„შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 4439-XVIმს-Xმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 17/09/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/10/2024
სარეგისტრაციო კოდი 040200140.05.001.102390
4439-XVIმს-Xმპ
17/09/2024
ვებგვერდი, 03/10/2024
040200140.05.001.102390
„შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
საქართველოს კანონი
„შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 24.05.2017, სარეგისტრაციო კოდი: 040200140.05.001.018425) მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 და მე-6 პუნქტები:

„5. დაუშვებელია ბავშვის შვილად აყვანა იმ ადამიანის მიერ, რომელიც თავს არცერთ ბიოლოგიურ სქესს არ მიაკუთვნებს ან თავისი ბიოლოგიური სქესისგან განსხვავებულ სქესს მიაკუთვნებს ანდა რომლის სექსუალური ორიენტაცია ჰეტეროსექსუალობის კატეგორიას არ განეკუთვნება. ამ პუნქტის მიზნებისთვის ბიოლოგიური სქესი არის მემკვიდრეობითი გენეტიკური მახასიათებლების მიხედვით იდენტიფიცირებული სქესი.

6. დაუშვებელია ბავშვის მინდობით აღსაზრდელად გადაცემა იმ ადამიანისთვის, რომელიც თავს არცერთ ბიოლოგიურ სქესს არ მიაკუთვნებს ან თავისი ბიოლოგიური სქესისგან განსხვავებულ სქესს მიაკუთვნებს ანდა რომლის სექსუალური ორიენტაცია ჰეტეროსექსუალობის კატეგორიას არ განეკუთვნება. ამ პუნქტის მიზნებისთვის ბიოლოგიური სქესი არის მემკვიდრეობითი გენეტიკური მახასიათებლების მიხედვით იდენტიფიცირებული სქესი.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-60 დღეს.

 

საქართველოს პარლამენტის

თავმჯდომარე                                                           შალვა პაპუაშვილი

 

თბილისი,

17 სექტემბერი 2024 წ. 

№4439-XVIმს-Xმპ