დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| “საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 18 მარტის №163 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე" | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 74 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 31/01/2006 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 14, 03/02/2006 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 05/03/2007 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190.010.000.22.033.008.093 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 190.010.000.22.033.008.093
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №74
2006 წლის 31 იანვარი
ქ. თბილისი
,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 18 მარტის №163 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
,,ფინანსური პოლიციის შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-4 პუნქტისა და საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ი” ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 18 მარტის №163 ბრძანებით (სსმ III, 19.03.2004 წ., №31, მუხ. 264) დამტკიცებულ ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის დებულებაში” შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. დებულების 21-ე მუხლის მე-3 პუნქტის ,,კ” და ,,ლ” ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,კ) იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის, გურიის სამმართველო;
ლ) სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველო”.
2. დებულების 21-ე მუხლის მე-8 პუნქტის ,,ზ” და ,,თ” ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ზ) იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის, გურიის სამმართველო – ქ. ქუთაისის, ჭიათურის, საჩხერის, ზესტაფონის, თერჯოლის, ტყიბულის, ბაღდათის, ვანის, სამტრედიის, ხონის, ხარაგაულის, წყალტუბოს, ამბროლაურის, ონის, ცაგერის, ლენტეხის, ლანჩხუთის, ჩოხატაურისა და ოზურგეთის რაიონების ადმინისტრაციული ტერიტორიის ფარგლები;
თ) სამეგრელო ზემო სვანეთის სამმართველო – ქ. ფოთის, ზუგდიდის, წალენჯიხის, მესტიის, ჩხოროწყუს, მარტვილის, ხონის, აბაშის, სენაკის რაიონების ადმინისტრაციული ტერიტორიის ფარგლები”.
მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ა. ალექსიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები