“საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 18 მარტის №163 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე"

  • Word
“საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 18 მარტის №163 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე"
დოკუმენტის ნომერი 74
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 31/01/2006
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 14, 03/02/2006
ძალის დაკარგვის თარიღი 05/03/2007
სარეგისტრაციო კოდი 190.010.000.22.033.008.093
  • Word
74
31/01/2006
სსმ, 14, 03/02/2006
190.010.000.22.033.008.093
“საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 18 მარტის №163 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე"
საქართველოს ფინანსთა მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 190.010.000.22.033.008.093

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №74

2006 წლის 31 იანვარი

ქ. თბილისი

,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 18 მარტის №163 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

,,ფინანსური პოლიციის შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-4 პუნქტისა და საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ი” ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 18 მარტის №163 ბრძანებით (სსმ III, 19.03.2004 წ., №31, მუხ. 264) დამტკიცებულ ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის დებულებაში” შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. დებულების 21-ე მუხლის მე-3 პუნქტის ,,კ” და ,,ლ” ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,კ) იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის, გურიის სამმართველო;

ლ) სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველო”.

2. დებულების 21-ე მუხლის მე-8 პუნქტის ,,ზ” და ,,თ” ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ზ) იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის, გურიის სამმართველო – ქ. ქუთაისის, ჭიათურის, საჩხერის, ზესტაფონის, თერჯოლის, ტყიბულის, ბაღდათის, ვანის, სამტრედიის, ხონის, ხარაგაულის, წყალტუბოს, ამბროლაურის, ონის, ცაგერის, ლენტეხის, ლანჩხუთის, ჩოხატაურისა და ოზურგეთის რაიონების ადმინისტრაციული ტერიტორიის ფარგლები;

თ) სამეგრელო ზემო სვანეთის სამმართველო – ქ. ფოთის, ზუგდიდის, წალენჯიხის, მესტიის, ჩხოროწყუს, მარტვილის, ხონის, აბაშის, სენაკის რაიონების ადმინისტრაციული ტერიტორიის ფარგლები”.

მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ა. ალექსიშვილი