ბავშვის უფლებათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

ბავშვის უფლებათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 4440-XVIმს-Xმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 17/09/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/10/2024
სარეგისტრაციო კოდი 010100000.05.001.102376
4440-XVIმს-Xმპ
17/09/2024
ვებგვერდი, 03/10/2024
010100000.05.001.102376
ბავშვის უფლებათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
 
საქართველოს კანონი

 

ბავშვის უფლებათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. ბავშვის უფლებათა კოდექსის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 27.09.2019, სარეგისტრაციო კოდი: 010100000.05.001.019579) მე-3 მუხლის „პ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„პ) ბავშვისთვის საფრთხის შემცველი ინფორმაცია − ძალადობის ან დანაშაულის წახალისებისკენ მიმართული ინფორმაცია, სექსუალური შინაარსის ინფორმაცია, ადამიანის არცერთი ბიოლოგიური სქესისთვის მიკუთვნების ან/და მისი ბიოლოგიური სქესისგან განსხვავებული სქესისთვის მიკუთვნების, ერთი და იმავე ბიოლოგიური სქესის წარმომადგენლებს შორის სექსუალური ორიენტაციის ნიშნით გამოხატული ურთიერთობის ან ინცესტის პოპულარიზაციისკენ მიმართული ინფორმაცია, აგრეთვე ინფორმაცია, რომელიც ეწევა ალკოჰოლიანი სასმლის, თამბაქოს, ნარკოტიკული საშუალების ან აზარტული თამაშობის პროპაგანდას ან რომელშიც ძალადობის, მკვლელობის ან სასტიკი, არაადამიანური მოპყრობის სცენები დეტალურადაა წარმოდგენილი. ამ ქვეპუნქტის მიზნებისთვის ტერმინი „პოპულარიზაცია“ განიმარტება „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად;“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-60 დღეს.

საქართველოს პარლამენტის

თავმჯდომარე     შალვა პაპუაშვილი

თბილისი,

17 სექტემბერი 2024 წ.

№4440-XVIმს-Xმპ