დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
საქართველოს სატრანსპორტო სისტემაში მუდმივმოქმედი სატარიფო კომისიის შემქნის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 54 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ტრანსპორტის მინისტრი |
მიღების თარიღი | 01/07/1997 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 0, 10/07/1997 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 03/12/2002 |
სარეგისტრაციო კოდი | 000000180.01(2).003.000036 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (10/07/1997 - 26/11/2002)
საქართველოს ტრანპორტის მინისტრის
ბრძანება №54
1997 წლის 1 ივლისი
ქ. თბილისი
საქართველოს სატრანსპორტო სისტემაში მუდმივმოქმედი სატარიფო კომისიის შექმნის შესახებ
საქართველოს 1993 წლის 27 ივლისის კანონის „ფასებისა და ფასწარმოქმნის საფუძველზე შესახებ“ შესაბამისად სამინისტროს ფუნქციაა: ფასებისა და ფასწარმოქმნის სფეროში სახელმწიფო სატარიფო პოლიტიკის განხორციელება; ფასწარმოქმნის ეკონომიკური პირობების რეგულირება; ბაზარზე მონოპოლიური მაღალი (დაბალი) ფასების თავიდან აცილების მიზნით მონოპოლისტი საწარმოებისათვის პროგრესირებადი საგადასახადო განაკვეთების ან რენტაბელობის ზღვრული დონეების ან ფასების მარეგულირებადი მეთოდების გამოყენება; ფასების დონისა და დინამიკის სისტემატური ანალიზი; ფასების დონის სტაბილურობის უზრუნველსაყოფად ფასების რეგულირების ფონდების შექმნა, ფასწარმოქმნის ერთიანი მეთოდური ხელმძღვანელობა.
აღნიშნული მოთხოვნების შესრულების, საქართველოს სატრანსპორტო სისტემაში ერთიანი სახელმწიფო სატარიფო პოლიტიკის გატარების, მონოპოლისტური სტრუქტურების ტარიფების რეგულირების, სატრანსპორტო ბაზრისა და ევროპა-კავკასია-აზიის სატრნასპორტო დერეფნის კონკურენტუნარიანობის ამაღლების მიზნით:
1. საქართველოს სატრასპორტო სისტემაში შეიქმნას მუდმივმოქმედი სატარიფო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ვახტანგ ლომაძე – მინისტრის პირველი მოადგილე (თავმჯდომარე);
გურამ ტატუნაშვილი – მინისტრის მოადგილე (თავმჯდომარის მოადგილე);
ლევან ბაღდავაძე – საავტომობილო ტრანსპორტის დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე;
ემზარ გეგეშაძე – საზღვაო ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე;
გურამ დოლბაია – საკანონმდებლო საქმიანობისა და სოციალური საკითხთა დეპარტამენტის უფროსი;
ნოდარი დუმბაძე – ეკონომიკური პოლიტიკისა და რეფორმების დეპარტამენტის მარკეტინგისა და ეკონომიკური პროგნოზირების სამმართველოს უფროსის მოადგილე.
ჯამალ კახიანი – საჰაერო ტრანსპორტის დეპარტამენტის უფროსის პირველი მოადგილე;
თენგიზ ფანჩულიძე – ეკონომიკური პოლიტიკისა და რეფორმების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე;
ვლადიმერ შელია – დარგთაშორისი კოორდინაციისა და პერსპექტიული განვითარების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე;
ნუგზარ წულაია – ეკონომიკური პოლიტიკისა და რეფორმების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე (მდივანი);
ჯემალ ხიკვაძე – რკინიგზის ტრანსპორტის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე;
თეიმურაზ ხოჯავა – ეკონომიკური პოლიტიკისა და რეფორმების დეპარტამენტის უფროსი;
2. კომისიამ:
2.1. ერთი თვის ვადაში შეისწავლოს და გააანალიზოს სატარიფო საქმიანობაში არსებული მდგომარეობა და მისი მოწესრიგების მიზნით წარმოადგინოს წინადადდებები;
2.2. ტრნასპორტის სახეობათა (რკინიგზა, საჰაერო, საავტომობილო, საზღვაო) სპეციფიკიდან გამომდინარე შეიმუშაოს გადაზიდვებისა და მომსახურების თვითღირებულებაში შესატანი დანახარჯების შემადგენლობის შესახებ დებულება;
2.3. ტრნასპორტის სახეობათა მიხედვით განსაზღვროს გადაზიდვებისა და მომსახურების თვითღირებულების კალკულირების წესი;
2.4. შეისწავლოს კონკურენტულ გარემოში სატარიფო პოლიტიკა და წარმოადგინოს დასკვნა ქვეყანაში მოქმედი ტარიფების მართებულობის შესახებ;
2.5. წარმოადგინოს წინადადება სატრანსპორტო სისტემაში ფასების ლიბერალიზაციის დამატებით ღონისძიებათა განხორციელების მიზანშეწონილობის შესახებ;
2.6. განსაზღვროს იმ სატრაპსორტო საქმიანობის ნუსხა, რომლებზეც ვრცელდება ტარიფების პირდაპირი სახელმწიფო რეგულირება.
მინისტრი მ. ადეიშვილი
დოკუმენტის კომენტარები