„ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშემწყობი პროგრამების განსახორციელებლად გათვალისწინებული თანხების განკარგვის, თანადაფინანსებისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 16 ივნისის №40 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 47
დოკუმენტის მიმღები ადიგენის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 03/10/2024
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/10/2024
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.137.016754
47
03/10/2024
ვებგვერდი, 04/10/2024
010250050.35.137.016754
„ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშემწყობი პროგრამების განსახორციელებლად გათვალისწინებული თანხების განკარგვის, თანადაფინანსებისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 16 ივნისის №40 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ადიგენის მუნიციპალიტეტი

ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №47

2024 წლის 3 ოქტომბერი

დაბა ადიგენი

„ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშემწყობი პროგრამების განსახორციელებლად გათვალისწინებული თანხების განკარგვის, თანადაფინანსებისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 16 ივნისის №40 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შევიდეს ცვლილება  „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშემწყობი პროგრამების განსახორციელებლად გათვალისწინებული თანხების განკარგვის, თანადაფინანსებისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 16 ივნისის №40 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 19/06/2023 010250050.35.137.016662) კერძოდ:

ა) დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „მუხლი 7. ხელშეწყობის პროგრამის განხორციელების წესი

1. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობასთან გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე, მერია ახორციელებს, მემორანდუმით გათვალისწინებული ხელშეწყობის პროგრამის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენისთვის მომსახურების შესყიდვას.

2. მერიის მიერ საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენისთვის მომსახურების  შესყიდვის შემდგომ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ანგარიშზე განათავსებს, შესაბამისი ხელშეწყობის პროგრამით გათვალისწინებული წილობრივი მონაწილეობით განსაზღვრულ თანხას, რომელიც გამოიანგარიშება საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციით განსაზღვრული სამშენებლო სამუშაოების სახარჯთაღრიცხვო ღირებულების საფუძველზე.

3. შესაბამის ანგარიშზე თანხის განთავსების შემდეგ, საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენისთვის მომსახურების შესყიდვა და მემორანდუმით განსაზღვრული სამუშაოების შესყიდვა განხორციელდება მერიის მიერ  „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.

4.   ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის მიერ, ანგარიშზე განთავსებული თანხა სრულიად იქნება ათვისებული, საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის საფუძველზე შეძენილი სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისას.

 5. სამსახური, პროექტის სავარაუდო ღირებულებასა და მემორანდუმის  პროექტს განსახილველად, გადაწყვეტილების მისაღებად უგზავნის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობას და განუსაზღვრავს გონივრულ ვადას  არანაკლებ 15  და არაუმეტეს 20 სამუშაო დღისა.“

ბ) დადგენილებით დამტკიცებული დანართი №2  ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით:

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეშმაგი ბიძიშვილი

დანართი
ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამები

პროგრამის დასახელება

საპროექტო/სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენისთვის მომსახურების შესყიდვის  თანადაფინანსების პროცენტული წილი

საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციით განსაზღვრული  სამშენებლო სამუშაოების თანადაფინანსების პროცენტული წილი

1

მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების სადარბაზოების რეაბილიტაცია.

რომელიც გულისხმობს სადარბაზოების შესასვლელებში რკინის, საკეტიანი კარებების მონტაჟს. აუცილებლობის დროს, პანდუსების მოწყობა, სადარბაზოს კარებამდე მისასვლელი კიბეებისა და ამორტიზებული ხის კიბეების კონსტრუქციის სრული, ან ნაწილობრივი რეაბილიტაცია, შესასვლელის გადახურვის კონსტრუქციისა და ბაქანის რეაბილიტაცია.

მეტალოპლასტმასის ფანჯრების ჩასმა და სადარბაზოებში არსებული წყალსაწრეტი მილების რეაბილიტაცია.

საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენისთვის მომსახურების შესყიდვის დაფინანსებას 100% უზრუნველყოფს ადიგენის მუნიციპალიტეტის მერია, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან.

საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციით   განსაზღვრული სამშენებლო სამუშაოების  სახარჯთაღრიცხვო ღირებულების 10%-ის დაფინანსებას უზრუნველყოფს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა, ხოლო  სამშენებლო სამუშაოების დარჩენილი თანხის ანაზღაურებას უზრუნველყოფს ადიგენის მუნიციპალიტეტის მერია.

2

მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ფასადების სრული ან ნაწილობრივ რეაბილიტაცია რომელიც გულისხმობს საჭიროების შემთხვევაში დაზიანებული ნალესის ჩამოყრას და შეცვლას, დაზიანებული საწვეთურების მოხსნას და ახლით შეცვლას, გარე ფასადის შეღებვის სამუშაოებს.

საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენისთვის მომსახურების შესყიდვის დაფინანსებას 100%- ითუზრუნველყოფს ადიგენის მუნიციპალიტეტის მერია, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან.

საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციით განსაზღვრული სამშენებლო სამუშაოების  სახარჯთაღრიცხვო ღირებულების 10%-ის დაფინანსებას უზრუნველყოფს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა, ხოლო  სამშენებლო სამუშაოების დარჩენილი თანხის ანაზღაურებას უზრუნველყოფს ადიგენის მუნიციპალიტეტის მერია.

3

მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების სახურავების სრული ან ნაწილობრივ რეაბილიტაცია რომელიც გულისხმობს საჭიროების შემთხვევაში დაზიანებული ნაწილის ახლით შეცვლას, წყალგამტარი და წყალმიმღები სისტემების შეცვლას.

საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენისთვის მომსახურების შესყიდვის დაფინანსებას 100%-ით უზრუნველყოფს ადიგენის მუნიციპალიტეტის მერია, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან.

საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციით   განსაზღვრული სამშენებლო სამუშაოების  სახარჯთაღრიცხვო ღირებულების 10%-ის დაფინანსებას უზრუნველყოფს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა, ხოლო  სამშენებლო სამუშაოების დარჩენილი თანხის ანაზღაურებას უზრუნველყოფს ადიგენის მუნიციპალიტეტის მერია.

4

მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების სადრენაჟე სისტემის მოწყობა, რეაბილიტაცია ან ნაწილობრივ  რეაბილიტაცია. საჭიროების შემთხვევაში სარდაფების და ეზოების წყლის სადრენაჟე სისტემების მოწყობას.

საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენისთვის მომსახურების შესყიდვის დაფინანსებას 100% უზრუნველყოფს ადიგენის მუნიციპალიტეტის მერია, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან.

საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციით   განსაზღვრული სამშენებლო სამუშაოების  სახარჯთაღრიცხვო ღირებულების 10%-ის დაფინანსებას უზრუნველყოფს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა, ხოლო  სამშენებლო სამუშაოების დარჩენილი თანხის ანაზღაურებას უზრუნველყოფს ადიგენის მუნიციპალიტეტის მერია.

5

მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ამხანაგობის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე საერთო ქონების მომსახურებისათვის განკუთვნილი შენობა-ნაგებობების მშენებლობა-რეაბილიტაცია ან ნაწილობრივი რეაბილიტაცია.

საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენისთვის მომსახურების შესყიდვის   დაფინანსებას 100%-ით უზრუნველყოფს ადიგენის მუნიციპალიტეტის მერია, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან