საბაჟო დეპარტამენტის მუშაკთა ეკონომიკური სტიმულირებისა და მატერიალური წახალისების ფონდების შექმნისა და გამოყენების წესების შესახებ დებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 200
დოკუმენტის მიმღები ფინანსთა სამინისტრო
მიღების თარიღი 18/08/1997
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 0, 25/08/1997
სარეგისტრაციო კოდი 000000360.01(2).003.000072
200
18/08/1997
გამოუქვეყნებელი, 0, 25/08/1997
000000360.01(2).003.000072
საბაჟო დეპარტამენტის მუშაკთა ეკონომიკური სტიმულირებისა და მატერიალური წახალისების ფონდების შექმნისა და გამოყენების წესების შესახებ დებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
ფინანსთა სამინისტრო

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №200

1997 წლის 18 აგვისტო

ქ. თბილისი

საბაჟო დეპარტამენტის მუშაკთა ეკონომიკური სტიმულირებისა და მატერიალური წახალისების ფონდების შექმნისა და გამოყენების წესების შესახებ დებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„საქართველოს საბაჟო დეპარტამენტის სისტემაში ეკონომიკური სტიმულირებისა და მატერიალური წახალისების ფონდების შექმნისა და გამოყენების წესის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 1996 წლის 12 ივნისის №139 ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებების შეტანის მიზნით:

1. 1.3. პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1.3. ეკონომიკური სტიმულირების ფონდში ჩარიცხული საბაჟო მოსაკრებლების 10 პროცენტი გადაირიცხება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სპეციალურ ანგარიშზე.

2. ამოღებულ იქნეს 1.7. და 2.1. პუნქტები.

მინისტრი                                 მ. ჭკუასელი