საპრივატიზაციო ობიექტების და სააქციო საზოგადოებების აქციების გასაყიდი ფასის დადგენის შესახებ

საპრივატიზაციო ობიექტების და სააქციო საზოგადოებების აქციების გასაყიდი ფასის დადგენის შესახებ
დოკუმენტის ნომერი №1-3/10
დოკუმენტის მიმღები საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის მინისტრი
მიღების თარიღი 30/01/1996
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 0, 26/08/1996
სარეგისტრაციო კოდი 000000020.01(2).000.000120
№1-3/10
30/01/1996
გამოუქვეყნებელი, 0, 26/08/1996
000000020.01(2).000.000120
საპრივატიზაციო ობიექტების და სააქციო საზოგადოებების აქციების გასაყიდი ფასის დადგენის შესახებ
საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის მინისტრი

საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის მინისტრის

ბრძანება №1-3/10

1996 წლის 30 იანვარი

ქ. თბილისი

საპრივატიზაციო ობიექტების და სააქციო საზოგადოებების აქციების გასაყიდი ფასის დადგენის შესახებ

საქართველოში მიმდინარე პრივატიზაციის პროცესის სრულყოფისა და ამ პროცესში საპრივატიზაციო ობიექტების და სააქციო საზოგადოებების აქციების გასაყიდი ფასის დადგენის მიზნით ვბრძანებ:

1. დადგინდეს, რომ ობიექტის ნებისმიერი ფორმით პრივატიზების დროს (გარდა სააქციო საზოგადოებების და სპეციალიზირებული საბარათო აუქციონზე გაყიდვისა) საპრივატიზებო ობიექტის აფასებულ ღირებულებას ემატება ამ ღირებულების 30%-ით, რის საფუძველზეც განისაზღვრება საპრივატიზებო ობიექტის გასაყიდი ფასი.

სააქციო საზოგადოების აქციების გაყიდვისას (გარდა სპეციალიზირებული საბარათო აუქციონზე გასატანი აქციებისა და შრომით კოლექტივებზე უფასოდ და ფასდაკლებით გასაცემი აქციებისა, რომელთა ღირებულება უცვლელი რჩება) მის ნომინალურ ღირებულებას ემატება ამ ნომინალის 30%-ი, რაც წარმოადგენს აქციის გასაყიდ ფასს.

2. დაევალოს საინფორმაციო - საორგანიზაციო განყოფილებას (მ. გაბუნია), უზრუნველყოს აღნიშნული ბრძანების ტერიტორიულ ორგანოებამდე სასწრაფოდ დაყვანა.

3. დაევალოს სამინისტროს პრესცენტრს (ზ. გრიგალაშვილი) უზრუნველყოს აღნიშნული ბრძანების საქართველოს ტელევიზიით გადაცემა.

4. ბრძანება ძალაში შედის დღიდან ხელის მოწერისა.

მინისტრი  ა. სილაგაძე