დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საწარმოთა მოგების /შემოსავლის/გადასახადის გამოანგარიშებისა და ბიუჯეტში გადახდის წესის შესახებ“1994 წლის 31 იანვრის №1 ინსტრუქციის ცვლილებები და დამატებები | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 4 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს საგადასახადო შემოსავლების მინისტრი |
მიღების თარიღი | 26/08/1996 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 0, 10/09/1996 |
სარეგისტრაციო კოდი | 000000090.01(2).000.000120 |
საქართველოს სახელმწიფო საგადასახადო სამსახურის უფროსის
ბრძანება №4
1996 წლის 26 აგვისტო
ქ. თბილისი
„საწარმოთა მოგების /შემოსავლის/გადასახადის გამოანგარიშებისა და ბიუჯეტში გადახდის წესის შესახებ“1994 წლის 31 იანვრის №1 ინსტრუქციის ცვლილებები და დამატებები
„გრანტით მიღებული საქონლისა და ფულადი სახსრების დაბეგვრის თაობაზე“ საქართველოს 1996 წლის 27 ივნისის №309-11ს კანონის შესაბამისად „საწარმოთა მოგების (შემოსავლის) გადასახადის გამოანგარიშებისა და ბიუჯეტში გადახდის წესის შესახებ“ საქართველოს სახელმწიფო საგადასახადო სამსახურის 1994 წლის 31 იანვრის №1 ინსტრუქციაში შეიტანება შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. მეხუთე თავის მე-18 პუნქტს დაემატება შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი:
„დ) გრანტის მიმღები არასამეწარმეო იურიდიული პირის მიერ გრანტის გამცემთან (დონორთან) დადებული ხელშეკრულებით განსაზღვრული და მის მიერ დაფინანსებული საქმიანობიდან მიღებული მოგება, რომელიც გამოიყენება გრანტის ხელშეკრულებით გათვალისწინებული მიზნებისათვის.“
სახელმწიფო საგადასახადო სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე თ. დვალი
ფინანსთა მინისტრის მოადგილე გ. ერქომაიშვილი
დოკუმენტის კომენტარები