დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ მუხლებით გათვალისწინებულ სამართალდარღვევაზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმისა და საჯარიმო ქვითრის (ოქმის) ფორმების, მათი შედგენის, გამოყენებისა და აღრიცხვა - ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 17 ივნისის №34 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 108 |
| დოკუმენტის მიმღები | ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 30/10/2024 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 01/11/2024 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.123.016700 |
|
„საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ მუხლებით გათვალისწინებულ სამართალდარღვევაზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმისა და საჯარიმო ქვითრის (ოქმის) ფორმების, მათი შედგენის, გამოყენებისა და აღრიცხვა - ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 17 ივნისის №34 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, 23-ე მუხლის პირველი პუნქტისა და საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ 63-ე მუხლის საფუძველზე, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს ცვლილება „საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ მუხლებით გათვალისწინებულ სამართალდარღვევაზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმისა და საჯარიმო ქვითრის (ოქმის) ფორმების, მათი შედგენის, გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 17 ივნისის №34 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 21.06.2022, №010250020.35.123.016626), კერძოდ, შეიცვალოს დადგენილების №4 დანართი (საჯარიმო ქვითარი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი) და ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
(დანართი №4 დადგენილებას თან ერთვის)
|
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი № 4
|
წინა მხარე
|
უკანა მხარე საჯარიმო ქვითრის (ოქმის) შედგენისას დამრღვევს განემარტა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლით გათვალისწინებული მისი უფლებები და მოვალეობები: ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემულ პირს უფლება აქვს გაეცნოს საქმის მასალებს, მისცეს ახსნა-განმარტებანი, წარადგინოს მტკიცებულებანი, განაცხადოს შუამდგომლობანი; საქმის განხილვისას ისარგებლოს ადვოკატის იურიდიული დახმარებით; გამოვიდეს მშობლიურ ენაზე და თუ არ იცის მიმდინარე წარმოების ენა, ისარგებლოს თარჯიმნის მომსახურებით; გაასაჩივროს საქმის გამო მიღებული დადგენილება (გადაწყვეტილება). მოქალაქეს მიეცა განმარტება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 273-ე მუხლითა და ნარჩენების მართვის კოდექსის 47-ე მუხლის მე-16 ნაწილით გათვალისწინებული უფლებებისა და სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული დადგენილების გასაჩივრების 10-დღიანი ვადის შესახებ (ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია, მისამართი: ქალაქი ქუთაისი, შოთა რუსთაველის გამზირი №3). საჯარიმო ქვითრის (ოქმის) ნებაყოფლობითი აღსრულებისათვის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული 30-დღიანი ვადის გასვლის შემდეგ პირს დაერიცხება საურავი ჩადენილი დარღვევისთვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად. საურავის დარიცხვიდან 30 დღის ვადაში ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში დამრღვევის მიმართ განხორციელდება ჯარიმისა და საურავის გადახდის უზრუნველყოფის ღონისძიება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
დამკვეთი: დამამზადებელი: მისამართი: სემგს-ს რეგისტრაციის № |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები