დუშეთის მუნიციპალიტეტის ჟინვალის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ბიჩნიგაურებში მდებარე უსახელო ქუჩების სახელდების შესახებ

დუშეთის მუნიციპალიტეტის ჟინვალის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ბიჩნიგაურებში მდებარე უსახელო ქუჩების სახელდების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 67
დოკუმენტის მიმღები დუშეთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 27/09/2024
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 02/10/2024
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.152.016099
67
27/09/2024
ვებგვერდი, 02/10/2024
000000000.00.152.016099
დუშეთის მუნიციპალიტეტის ჟინვალის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ბიჩნიგაურებში მდებარე უსახელო ქუჩების სახელდების შესახებ
დუშეთის მუნიციპალიტეტი
 

დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

განკარგულება №67

2024 წლის 27 სექტემბერი

 ქ. დუშეთი

 

დუშეთის მუნიციპალიტეტის ჟინვალის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ბიჩნიგაურებში მდებარე უსახელო ქუჩების სახელდების შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის და „გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის თანახმად, დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გადაწყვიტა:

1. დუშეთის მუნიციპალიტეტის ჟინვალის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ბიჩნიგაურებში მდებარე უსახელო ქუჩებს მიენიჭოს სახელები თანდართული რუკის და დანართი №1 ის შესაბამისად.

2. დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიამ ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების გატარება.

3. განკარგულება გადაეგზავნოს დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიას, სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას.

4. განკარგულება გადაიგზავნოს საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში და გამოქვეყნდეს მიღებიდან 10 დღის ვადაში.

5. განკარგულება ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე.

6. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში კანონით დადგენილი წესით მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. მცხეთა, სამხედროს ქუჩა №17).

 

საკრებულოს თავმჯდომარე                                                                               კახაბერ ჩიტაური

 






ადმინისტრაციული ერთეული დასახლების სტატუსი დასახლების დასახელება გეოგრაფიული ობიექტის სახელწოდება (სახელობით ბრუნვაში) გეოგრაფიული ობიექტის სახელწოდება (ნათესაობით ბრუნვაში) შენიშვნა
1 ჟინვალი სოფელი ბიჩნიგაურები ქუჩა:21-ე 21-ე ქუჩა საპროექტო გზები
2 ჟინვალი სოფელი ბიჩნიგაურები ქუჩა:22-ე 22-ე ქუჩა საპროექტო გზები
3 ჟინვალი სოფელი ბიჩნიგაურები შესახვევი:22-ე ქუჩის I 22-ე ქუჩის I შესახვევი საპროექტო გზები
4 ჟინვალი სოფელი ბიჩნიგაურები ქუჩა:23-ე 23-ე ქუჩა საპროექტო გზები
5 ჟინვალი სოფელი ბიჩნიგაურები ქუჩა:მე-20 მე-20 ქუჩა საპროექტო გზები
6 ჟინვალი სოფელი ბიჩნიგაურები შესახვევი:მე-20 ქუჩის I მე-20 ქუჩის I შესახვევი საპროექტო გზები
7 ჟინვალი სოფელი ბიჩნიგაურები შესახვევი:მე-20 ქუჩის II მე-20 ქუჩის II შესახვევი საპროექტო გზები
8 ჟინვალი სოფელი ბიჩნიგაურები შესახვევი:მე-20 ქუჩის III მე-20 ქუჩის III შესახვევი საპროექტო გზები