მოვალის გაკოტრებულად გამოცხადების და რეგისტრაციის გაუქმების შესახებ

მოვალის გაკოტრებულად გამოცხადების და რეგისტრაციის გაუქმების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2/18648-24
დოკუმენტის მიმღები თბილისის საქალაქო სასამართლო
მიღების თარიღი 27/09/2024
დოკუმენტის ტიპი სასამართლოს აქტები
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/10/2024
სარეგისტრაციო კოდი
2/18648-24
27/09/2024
ვებგვერდი, 01/10/2024
მოვალის გაკოტრებულად გამოცხადების და რეგისტრაციის გაუქმების შესახებ
თბილისის საქალაქო სასამართლო

 

საქმე № 2/18648-24  330210324009708939

განჩინება

საქართველოს სახელით

მოვალის გაკოტრებულად გამოცხადების და რეგისტრაციის

 გაუქმების შესახებ

 2024 წლის 27 სექტემბერი

ქ.  თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე არჩილ კოჭლამაზაშვილი

განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

განმცხადებელი – შპს „ინფრასტრუქტურის განვითრების კომპანია“ (ს/ნ 220341324)

შპს „ინფრასტრუქტურის განვითრების კომპანიის“ დირექტორის შპს „რეაბილიტაციის‘’ (ს/ნ 206096419) ხაელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი- თამარ მუმლაძე (პ/ნ 01005022906)

მოთხოვნა – შპს „ინფრასტრუქტურის განვითრების კომპანიას‘’ მიმართ გაკოტრების რეჟიმის გახსნა

სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა შპს „ინფრასტრუქტურის განვითრების კომპანის“ (ს/ნ 220341324) გაკოტრებულად გამოცხადებისა და საწარმოს რეგისტრაციის გაუქმების საკითხი და,

გამოარკვია:

2024 წლის 25 ივლისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მომართა, შპს „ინფრასტრუქტურის განვითრების კომპანიის“ წარმომადგენელმა / ხელმძღვანელმა, რომელმაც მოითხოვა  შპს „ინფრასტრუქტურის განვითრების კომპანიის“ მიმართ, „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მიხედვით, გაკოტრების რეჟიმის გახსნა.

2024 წლის 26 ივლისის თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის განჩინებით განმცხადებელს უარი ეთქვა განცხადების წარმოებაში მიღებაზე, ვინაიდან,  მოვალე თავისი  ქონებით ვერ უზრუნველყოფდა საპროცესო ხარჯების დაფარვას. ამასთან, განემარტათ კრედიტორებს, რომ შეეძლოთ მოემართათ სასამართლოსათვის შპს „ინფრასტრუქტურის განვითრების კომპანის“ (ს/ნ 220341324) მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ საქმის წარმოების დაწყებისა და მოვალის ქონებიდან მათი მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის გზით. თუ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორი გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას არ შეიტანდა სასამართლოში, სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად გამოაცხადებდა, რაც მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველი იყო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 26 ივლისის განჩინება გადახდისუუნარობის საქმის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების ელექტრონულ პროგრამაში  გამოქვეყნდა 2024 წლის 26 ივლისს (13:23 წთ-ზე). ხოლო საკანონმდებლო მაცნეში განჩინება გამოქვეყნდა 2024 წლის 08 აგვისტოს განჩინების გამოქვეყნებიდან, ერთი თვის ვადაში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით არცერთ კრედიტორს არ მოუმართავს სასამართლოსათვის.

„რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის 48-ე მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით: თუ მოვალე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით გაკოტრების რეჟიმის გახსნას მოითხოვს და სასამართლო დაადგენს, რომ გაკოტრების რეჟიმის გახსნის შემთხვევაში მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას, იგი გამოიტანს განჩინებას გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობაზე უარის თქმის თაობაზე. ამ განჩინებაში სასამართლო მიუთითებს, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება მისი რეგისტრაციის გაუქმებით, თუ აღნიშნული განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორი სასამართლოში არ შეიტანს იმავე მოვალის მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას.  ამავე მუხლის მე-6 პუნქტიდან გამომდინარე, თუ ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორი სასამართლოში არ შეიტანს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას, სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად გამოაცხადებს, რაც მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველია.

გამომდინარე აღნიშნულიდან, შპს „ინფრასტრუქტურის განვითრების კომპანია“ (ს/ნ 220341324) უნდა გამოცხადდეს გაკოტრებულად და შესაბამისად, გაუქმდეს შპს „ინფრასტრუქტურის განვითრების კომპანის“ (ს/ნ 220341324) რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში.

სასამართლომ იხელმძღვანელა „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ მე-9, მე-19, 48-ე, მუხლებით, აგრეთვე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით და,

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „ინფრასტრუქტურის განვითრების კომპანია“ (ს/ნ 220341324) გამოცხადდეს გაკოტრებულად და გაუქმდეს  შპს „ინფრასტრუქტურის განვითრების კომპანიას“ (ს/ნ 220341324) რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში.

2. განჩინება გამოქვეყნდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოების ელექტრონულ პროგრამაში.

3.  განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. №6) განჩინების  გამოქვეყნებიდან 5 დღის ვადაში.  

მოსამართლე                                                                  არჩილ კოჭლამაზაშვილი