დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისას სამგზავრო დოკუმენტებში შესაბამისი აღნიშვნების განხორციელებისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ინფორმაციის ასახვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №258/№73 ერთობლივ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 325 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 30/09/2024 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 01/10/2024 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010040000.22.033.017855 |
|
„საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისას სამგზავრო დოკუმენტებში შესაბამისი აღნიშვნების განხორციელებისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ინფორმაციის ასახვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №258/№73 ერთობლივ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებთ:
|
| მუხლი 1 |
„საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისას სამგზავრო დოკუმენტებში შესაბამისი აღნიშვნების განხორციელებისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ინფორმაციის ასახვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №258/№73 ერთობლივი ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 30/08/2019, 010040000.22.033.017231) დამტკიცებული წესის მე-4 მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ფიზიკური პირის მიერ საზღვრის გადაკვეთისას, საპასპორტო კონტროლის განხორციელებისათვის უფლებამოსილი საბაჟო გამშვები პუნქტის ან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანოს თანამშრომლების მიერ, საპასპორტო კონტროლთან ერთად, შეიძლება განხორციელდეს პირის ფოტოგადაღება ან/და დაქტილოსკოპირება შემდეგ გამონაკლის შემთხვევებში: ა) არსებობს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პირის მიერ ჩადენილია, ან ჩადენილი იქნება დანაშაული, ან სხვა სამართალდარღვევა; ბ) არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ პირის მიერ ჩადენილია ან ჩადენილი იქნება დანაშაული ან სხვა სამართალდარღვევა; გ) პირს აქვს ძებნილი ან დაკარგული პირის იდენტური გარეგნული ნიშნები; დ) პირი იმ ქვეყნის მოქალაქეა, რომელთანაც საქართველოს აქვს სავიზო მიმოსვლა; ე) პირის მგზავრობის დანიშნულების ქვეყანასთან (საქართველოს ტერიტორიის ტრანზიტით გავლისას) საქართველოს აქვს სავიზო მიმოსვლა; ვ) პირის გამომგზავრების ქვეყანასთან (მათ შორის, სატრანზიტო) საქართველოს აქვს სავიზო მიმოსვლა; ზ) „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში.“; ბ) 11 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 12 პუნქტი: „12. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ პირი უარს აცხადებს დაქტილოსკოპირებაზე, საპასპორტო კონტროლის განხორციელებისათვის უფლებამოსილი საბაჟო გამშვები პუნქტის ან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანოს თანამშრომელი უცხოელს, ან მოქალაქეობის არმქონე პირს უარს ეუბნება საქართველოში შემოსვლაზე და უკან აბრუნებს.“; გ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. ფოტოსურათისა და დაქტილოსკოპიური მონაცემების შემდგომი დამუშავება დასაშვებია სამართალდარღვევის პრევენციისა და მასზე რეაგირების, დანაშაულის პრევენციის, გამოძიების, სისხლისსამართლებრივი დევნის, სასჯელის აღსრულების, ასევე სახელმწიფო და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის მიზნით.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები