დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 სექტემბრის №77 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 155 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 09/07/2008 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 98, 10/07/2008 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/03/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.240.030.10.003.001.100 |
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №155
2008 წლის 9 ივლისი
ქ. თბილისი
„საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 სექტემბრის №77 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის საფუძველზე „საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 სექტემბრის №77 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში (სსმ III, 2004 წ., №99, მუხლი 849) შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-9 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ვ) საგარეო ვაჭრობისა და საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების დეპარტამენტი – ქვეყნის საგარეოეკონომიკური პოლიტიკის შემუშავებაში მონაწილეობა; საერთაშორისო ორგანიზაციებთან და საერთაშორისო და რეგიონალური ეკონომიკური გაერთიანებების სტრუქტურებთან თანამშრომლობა; წინადადებათა შემუშავება სახელმწიფოთაშორისი და რეგიონალური სავაჭრო ურთიერთობების ხელშეწყობისა და განვითარების შესახებ; ქვეყნის სავაჭრო ბალანსის ანალიზი და წინადადებათა მომზადება მისი გაუმჯობესების თაობაზე; საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და კონვენციებით გათვალისწინებულ ეკონომიკურ ვალდებულებათა შესრულების მიმდინარეობის ანალიზი, შესაბამისი დასკვნებისა და წინადადებების მომზადება; ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის წევრობიდან გამომდინარე, ნაკისრ ვალდებულებათა შესრულების ანალიზი და წინადადებათა მომზადება ვაჭრობის სფეროს საკანონმდებლო ნორმატიული ბაზის ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად; თავისი კომპეტენციის ფარგლებში საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებთან და დონორებთან თანამშრომლობის ძირითად მიმართულებათა შემუშავება; საერთაშორისო პროგრამების მიზანშეწონილობის ანალიზი და შეფასება; ევროპის სტრუქტურებთან თანამშრომლობა და წინადადებათა შემუშავება ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკისა და მექანიზმების ევროკავშირის მოთხოვნებთან ჰარმონიზაციის შესახებ; დსთ-ის წევრ სახელმწიფოებში წარმოებული პროდუქციის საქართველოდან რეექსპორტის შეთანხმება, საქონლის წარმოშობის სერტიფიკატებისა და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტისა და ტრანზიტის ნებართვების გაცემისა და დამოწმების უზრუნველყოფა მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით; სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების საქმიანობის კოორდინაცია საქონლის წარმოშობის სერტიფიკატების გაცემასთან დაკავშირებულ საკითხებში.“.
2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ვ. გურგენიძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები