დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„მესტიის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 29 დეკემბრის №34 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 13 |
დოკუმენტის მიმღები | მესტიის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 27/09/2024 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 01/10/2024 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2025 |
სარეგისტრაციო კოდი | 280120000.35.103.016440 |
|
„მესტიის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 29 დეკემბრის №34 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
მუხლი 1 |
შევიდეს ცვლილება „მესტიის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 29 დეკემბრის №34 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 05/01/2023, სარეგისტრაციო კოდი: 280120000.35.103.016427). |
1.
დადგენილებით დამტკიცებული დანართის პირველ მუხლს დაემატოს მე-4 პუნქტი შემდეგი რედაქციით:
„4. სტიქიით (მათ შორის – ხანძარი) დაზარალებული ოჯახების ერთჯერადი მატერიალური (ფულადი) დახმარების პროგრამა (პ/კ-06 03).“. |
2.
დადგენილებით დამტკიცებულ დანართს დაემატოას 71 მუხლი შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 71. სტიქიით (მათ შორის, ხანძრით) დაზარალებული ოჯახების ერთჯერადი მატერიალური (ფულადი) დახმარების პროგრამა 1. სტიქიის შედეგად (მათ შორის, ხანძარით) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ საცხოვრებელზე მიყენებული ზარალისათვის დაზარალებულმა მოქალაქემ ან მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა, მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს: ა) წერილობითი განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე; ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) ხანძრის შემთხვევაში – სახანძრო-სამაშველო სამსახურიდან შესაბამისი აქტის (დედანი); დ) დაზიანებული (ან დამწვარი) შენობა-ნაგებობის ფოტოსურათი; ე) საბანკო დაწესებულებაში დახმარების მიმღებ პირზე გახსნილი ანგარიშის რეკვიზიტები; ვ) შენობა-ნაგებობის საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი, საჯარო რეესტრის ამონაწერი (არარეგისტრირებული შენობა-ნაგებობის შემთხვევში წარმოსადგენია, ტერიტორიულ ერთეულში მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული დოკუმენტი, შენობა-ნაგებობის ფაქტობრივი ფლობის შესახებ). 2. ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, შესაბამის საბანკო ანგარიშზე. 3. სტიქიის შედეგად დაზარალებულთა საკითხის განხილვას, გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტებისა, თან უნდა ახლდეს სტიქიური მოვლენის შედეგად მიღებული ზარალის შემფასებელი საბჭოს ან მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახურის დასკვნა ფოტომასალასთან ერთად კონკრეტულ შემთხვევასთან მიმართებაში. 4. პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული ოჯახი, მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის მხრიდან ჩაითვლება დაკმაყოფილებულად და განმეორებით იმავე ფაქტთან დაკავშირებით ვეღარ ისარგებლებს აღნიშნული კატეგორიით გათვალისწინებული დახმარებით.“. |
3.
დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-9 მუხლს დაემატოს 9.4 პუნქტი შემდეგი რედაქციით:
,,9.4. სტიქიით (მათ შორის, ხანძარი) დაზარალებულ ოჯახებზე დამდგარი ზიანის მიხედვით ერთჯერადი ფულადი დახმარება შეადგენს: ა) ხანძრის შედეგად დაზარალებული ოჯახები: ერთჯერადი ფულადი დახმარების ოდენობა დამდგარი ზიანის მიხედვით განისაზღვროს არანაკლებ – 500 (ხუთასი) ლარის, არაუმეტეს 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით; ბ) სხვა სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული პირები: ერთჯერადი ფულადი დახმარების ოდენობა დამდგარი ზიანის მიხედვით განისაზღვროს არანაკლებ – 500 (ხუთასი) ლარის, არაუმეტეს 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.“. |
4.
დადგენილების მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 3. დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გაგრძელდეს 3 სექტემბრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.“. |
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დოკუმენტის კომენტარები