„ფულის სპეციალიზებული აუქციონის დებულების დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 30.12.97წ. №1-3/867 ბრძანების №1 დანართში ცვლილებების შეტანის შესახებ

„ფულის სპეციალიზებული აუქციონის დებულების დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 30.12.97წ. №1-3/867 ბრძანების №1 დანართში ცვლილებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1-3/25
დოკუმენტის მიმღები საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის მინისტრი
მიღების თარიღი 15/01/1998
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 0, 16/01/1998
ძალის დაკარგვის თარიღი 09/04/1999
სარეგისტრაციო კოდი 000000020.01(2).030.000157
1-3/25
15/01/1998
გამოუქვეყნებელი, 0, 16/01/1998
000000020.01(2).030.000157
„ფულის სპეციალიზებული აუქციონის დებულების დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 30.12.97წ. №1-3/867 ბრძანების №1 დანართში ცვლილებების შეტანის შესახებ
საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის მინისტრი

საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს

ბრძანება 1-3/25

1998 წლის 15 იანვარი

ქ. თბილისი

„ფულის სპეციალიზებული აუქციონის დებულების დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 30.12.97წ. №1-3/867 ბრძანების №1 დანართში ცვლილებების შეტანის შესახებ

პრივატიზების პროცესის ორგანიზებულად წარმართვისა და ფულის სპეციალიზებული აუქციონის ჩატარების ტექნიკურ მხარეთა უზრუნველყოფის მიზნით, ვბრძანებ:

1. შეტანილ იქნას ცვლილებები „ფულის სპეციალიზებული აუქციონის ჩატარების შესახებ“ სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 30.12.97წ. 1-3/867 ბრძანების დანართი №1-ში და დებულების 4.1. პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ყოველ 14 აშშ. დოლარის ექვივალენტურ ლარზე გასაცემი აქციების მაქსიმალური რაოდენობა 1,46 აშშ დოლარის ნომინალური ღირებულების აქციებისათვის განისაზღვრება 9,576 აქციით, 1 აშშ დოლარის ნომინალური ღირებულების აქციებისათვის - 14 აქციით, 1 ლარის ნომინალური ღირებულების აქციებისათვის - 18,2 აქციით. აგრეთვე IX პუნქტიც ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად: აუქციონში მონაწილეებზე გასაცემი აქციების რაოდენობა დგინდება შემდეგი ფორმულით:

A1=K1*KA/14 სადაც:

Al - მონაწილეზე გასაცემი აქციების რაოდენობაა, რომელიც ტოლია მიღებული რიცხვის მთელი ნაწილის;

KA - აუქციონის კურსი (აქციების ის რაოდენობა, რომელიც უნდა გაიცეს ყოველ 14 აშშ დოლარის ეkვივალენტურ ლარზე), იანგარიშება გასაყიდად გამოტანილი აქციების რაოდენობის 14-ზე გამრავლებით და შემოსული თანხების საერთო ჯამზე გაყოფით.

K1 - კოეფიციენტი (განაცხადში მითითებული გადახდილი თანხა, დაფიქსირებული აშშ დოლარებში).

2. დაევალოს სამინისტროს იურიდიულ სამმართველოს (ბ-ნი გ. ნიშნიანიძე) უზრუნველყოს  ამ ბრძანების სარეგისტრაციო კოდის მინიჭებისათვის იუსტიციის სამინისტროში წარდგენა არსებული წესის შესაბამისად.

3. საორგანიზაციო-საინფორმაციო სამმართველომ (ბ-ნი რ. ოქრუაშვილი) იუსტიციის სამინისტროში რეგისტრაციის შემდეგ უზრუნველყოს ბრძანებისა და თანდართული დებულების გამოქვეყნება პრესაში.

4. კონტროლი ბრძანების შესრულებაზე დაევალოს მინისტრის პირველ მოადგილეს ბატონ ე. ჯუღელს.

 

მინისტრის პირველი მოადგილე                                                      ე. ჯუღელი