მცენარეთა დაცვის სამსახურის დებულებაში ნაწილობრივი ცვლილებების შეტანის შესახებ

მცენარეთა დაცვის სამსახურის დებულებაში ნაწილობრივი ცვლილებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2-197
დოკუმენტის მიმღები საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრი
მიღების თარიღი 24/04/1998
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 0, 24/04/1998
სარეგისტრაციო კოდი 000000150.01(2).003.000247
2-197
24/04/1998
გამოუქვეყნებელი, 0, 24/04/1998
000000150.01(2).003.000247
მცენარეთა დაცვის სამსახურის დებულებაში ნაწილობრივი ცვლილებების შეტანის შესახებ
საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრი

საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის

სამინისტრო

ბრძანება 2-197

1998 წლის 24 აპრილი

ქ. თბილისი

მცენარეთა დაცვის სამსახურის დებულებაში ნაწილობრივი ცვლილებების შეტანის შესახებ

 

ვბრძანებ:

1) სამინისტროს 1997 წლის 23 დეკემბრის №2-450 ბრძანებით დამტკიცებული „მცენარეთა დაცვის სამსახურის დებულებაში“ შეტანილ იქნეს ნაწილობრივი ცვლილებები და დებულების მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„სამსახურის დაფინანსების წყაროა სახელმწიფო ბიუჯეტი. სამსახურის მიერ კანონმდებლობით ან სხვა ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული და მიღებული არასაბიუჯეტო შემოსავლები შეიტანება საქართველოს ცენტრალურ ბიუჯეტში. სამსახურის ხარჯთა ნუსხას ამტკიცებს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრი.“.

2) დაევალოს მცენარეთა დაცვის სამსახურს (ზ. ლიპარტია) აღნიშნული ცვლილებები დადგენილი წესის მიხედვით გაატაროს რეგისტრაციაში იუსტიციის სამინისტროში და დებულებასთან ერთად გამოაქვეყნოს პრესაში.

3) კონტროლი ბრძანების შესრულებაზე დაევალოს მინისტრის პირველ მოადგილეს ბატონ ვ. გვარჯალაძეს.

 

მინისტრი                                              ბ. გულუა